“ბარსელონაში” ნომრების ცვლილებები დაიწყო. ფერან ტორესის პსჟ-ში წასვლამ ერთგვარი დომინოს ეფექტი გამოიწვია. ფერანი, რომელიც “ბარსელონას” 7 ნომერი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში იყო (მან ეს ნომერი თავისი ახალი თანაგუნდელის, უსმან დემბელესგან მიიღო), ახლა ამ მაისურს ათავისუფლებს.
ახალი 7 ნომერი
“ბარსელონას” უკვე ჰყავს ახალი შვიდიანი – ფერმინ ლოპესი. მას ეს ნომერი კატალონიურ კლუბში თავისი კარიერის არცერთ ეტაპზე არ სცმია. ის არც “ლინარეს დეპორტივოში” და არც ესპანეთის ნაკრებში არ გამოუყენებია. თუმცა, ტრანსფერების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანდალუსიელი ათავისუფლებს 16 ნომერს. “ბარსელონას” ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ფერმინი უკვე 7 ნომრითაა.
როდრის საყვარელი მაისური
16 ცალსახად როდრიგო ერნანდესის საყვარელი ნომერია. მას ის “ვილიარეალში” ეცვა და ერთადერთი ნომერია, რომლითაც “მანჩესტერ სიტიში” გატარებული რვა სეზონის განმავლობაში უთამაშია. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი ნომერი, რომელიც მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოურგია. ამ მაისურით როდრიმ, სხვა ტიტულებთან ერთად, 4 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და “ოქროს ბურთი” მოიგო.
ბუსკეტსის მემკვიდრეობა
ამ ნომერს კულეების კიდევ ერთი ლეგენდა ატარებდა, რომელიც მოედანზე როდრის მსგავს პოზიციაზე თამაშობდა: სერხიო ბუსკეტსი. ბადია დელ ვალიესელს ეს ნომერი “ბარსელონაში” ექვსი სეზონის განმავლობაში ეცვა და, როდრის მსგავსად, 16-ნომრიანი მაისურით ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.
კარგი ხანია 7 ნომერი ჩვენთან ღირსეულად არავის უტარებია, აბა ფერმინ დავაი 20+ გოლი ამ სეზონში!