გუშინ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა – პედრი ტრავმირებულია და მას დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
“ბარსელონას” მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 23 წლის ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. კატალონიური კლუბი მკურნალობისთვის საჭირო დროსაც ასახელებს – დაახლოებით ერთი თვე.
ეს ტრავმა ნიშნავს, რომ პედრი ვერ ითამაშებს “ოვიედოსთან”, “კოპენჰაგენთან”, “ელჩესთან”, “ალბასეტესთან”, “მალიორკასთან” და “ჟირონასთან. ასევე საეჭვოა მისი მოედანზე გამოჩენა “ლევანტესთანაც”.
ეს უკვე მე-14 ტრავმაა, რომელიც პედრიმ “ბარსელონაში” თამაშის დროს მიიღო. 2021/22 წლების სეზონიდან მას უკვე 531 დღე და 94 თამაში გაუცდა.
პროსტა ტიპები ჰალაზწ ბოღ მაობენ პედრის ტრამვა მიუღიაო,მაგათი ძირითადის ყველა ვნახე დზტრამვული ბლიად
მაგის ნდობას კანსელუ ათამაშოს და კუნდე დააყენოს ცენტრში ჯობია
სავარაუდოდ გარსია დადგება ისევ ცენტრში და არაუხოს მიეცემა შანსი დაამტკიცოს რო ყველაფერი დაულაგდა თავში
პედრის გარეშეც ყველა ეგ თამაში მოსაგებია
ვინმემ თუ იცით, მართლა ბერნარდუს იმატებენ სიტიდან ზაფხულში? კონტრაქტი ფუ უმთავრდება ეგ ვიცი.
ამ თამაშებს როგორმე გადავაგოტებთ პედრის გარეშე, მაგის მერე კი გაჭირდება, ლიგაც იწყება და ჩემპიონატშიც ბილბაო არის, მთავარია მიზანი გაისწორონ და მომენტებს შევქმნით, რეალი არ უნდა მოვუშვათ ახლოს, არბოლოა იქნება თუ გრავენსენი რა მნიშვნელობა აქვს, მსაჯიდან დაწყებული ესპანეთის მეფით დამთავრებული ყველა გვებრძვის და არ გვაქვს ქულების განიავების უფლება.
ისეთი თამაშები უცდება პედრის გარეშეც არ უნდა გაგვიჭირდეს წესით, ერთი კოპენჰაგენია ცოტა რთული რომ არც ფრენკი გვეყოლება მანდ და ცენტრი რთული დასაკომპლექტებელი იქნება, ბერნალი და კასადო უნდა ვნახოთ საქმეში შანსს ელოდებიან რამდენი ხანი და აგერ მიიღეს მომენტი
ძაანაც ინტელექტუალია, მთლად პედრი ვერ არის, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და გონიერი მოთამაშეა, ერთადერთი მაშინ იღებს ირაციონალურ გადაწყვეტილებებს, თავით რომ უვარდება ყველა ბურთს და რისკავს თავის ჯანმრთელობას
ხუმრობთ ალბათ, გავი პედრიზე უკეთესი არასდროს ყოფილა. გავი ყოველთვის იყო ჟილკიანი პიდბული . ის არასდროს ყოფილა ინტელექტუალი ფეხბურთელი.
გავი სანამ ტრამვას მიიღებდა პედრიზე უკეთესი
იყო თუ გახსოვთ რავიცი..
ბარსას ტვინია, მაგრამ სუსტი ფიზიკურად. ტრავმებისკენ მიდრეკილი სამწუხაროდ.
და მე რა ვთქვი? გავი არ არის ხისტი? თუ არ უპასუხებდა? აი რას უზავდნენ ის 2 მეტრიანი ცხოველები ეგ ვივარაუდე.
ისე რა მაგის პასუხია და შტეგენის წასვლით კაპიტანს არ დანიშნავენ ახალს.
nika 54, გავიც არანაკლები ცხოველია და ზოგადად როცა მეტოქე ეგრე თამაშობს, საჭიროაა რომ შენც ეგრე ეთამაშო და აგრძნობინო რომ არაფრის დათმობას აპირებ, ფსიქოლოგიაა ზოგადად ეგ, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეშინიათ ორთაბრძოლებში შესვლაააა..ამიტომ გავის ან ვიდალისნაირი ფეხბურთელი, ან კიდე დე პოლისნაირი ხე საჭიროაა მინიმუმ ერთი კაცი მოედანზე ან გუნდში რო გყავდეს…ჩვენი ფეხბურთელები ყველა ლამის ტექნიკურები არიან და არ ჭირდებათ,რომ ეუხეშონ მაწსიმუმ მაისურით დაიჭიროს…
აქ თუ არ დაამტვრევდნენ, გრენლანდიელები მაინც მიჩექმავდნენ. ასე რომ, დაისვენოს ერთი თვე, არა უშავს
ამ ექვსი თამაშიდან რასაც გამოტოვებს ყველა მოსაგებია ფურცელზე
ძალიან უხეშები იყვნენ, არც პედრის დააკლდა და არც სხვებს. მარტინს საერთოდ მეგონა ვეღარ ააყენებდნენ ისე შეეჯახა მოწინააღმდეგე. აქ რო გავი ყოფილიყო არაფერს დაუთმობდა და იმას საერთოდ ძვლებში დაამტრცევდნენ. ეგ ცხოველები.
ნიჩიო კოპენჰაგენი უნდა ამოიტენოს ასეა თუ ისეა
მიქარა არ უნდა დაეყენებინა არცერთ ვარიანტში. დიდად ვერც თამაშით ითამაშა,ეტყობოდა მძიმედ გადაადგილდებოდა,შენელებულიც იყო. ეტყობა აწუხებდა იმ თამაშების მერე…
კოპენჰაგენთან მოგების გარდა არაფერი განიხილება, 8 გუნდში თუ ვერ გავედით პედრი ჩემპიონთა ლიგასაც გამოტოვებს.