ჰანსი ფლიკის კომენტარი სლავიასთან მოგების შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი სლავიასთან მოგების შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “სლავიასთან” სტუმრად გამართული შეხვედრის (2-4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იოლი თამაში არ იყო. ძალიან ციოდა და “სლავია” ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მატჩამდე ვთქვი, რომ ეს ფიზიკური საკითხი იქნებოდა და რომ მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და თავის დაცვა მარტივი არ იქნებოდა.

გუნდის რეაქციით ძალიან კმაყოფილი ვარ. საბოლოოდ, 3 ქულა დავიმსახურეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ თამაშის შემდეგ.

ფერმინი ძალიან კარგი იყო. ოლმომ შემოსვლიდან მალევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ლევანდოვსკიმ 90 წუთი ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა, რაც ფანტასტიკური სანახავია.

ზუსტად არ ვიცი, როგორ არის პედრი, მაგრამ მას ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ, მაგრამ ეს კარგი ამბავი არაა.

დღეს ვნახეთ, როგორი რთულია ჩემპიონთა ლიგა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებაა. მომდევნო ოთხშაბათს ყველაფერი გადაწყდება. 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

– ციტირებს ფლიკის სიტყვებს “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    22 იან 2026, 13:00

    ყინვა საშინელი იყო, არვიცი ტელევიზორში მოხვდა თუ არა, მაგრამ ფეისბუკზე ვნახე ლევანდოვსკის მატჩის შემდეგ საუკეთესოს პრიზი უჭირავს და კანკალებს, ვიღაცა ეკითხება(ალბათ ვისიაო) და კანკალით პასუხობს ფერმინის-ო. ამ დროს ფერმინმაც მოირბინა პრიზი გამოართვა და ორივემ სირბილით მოხიეს გასახდელისკენ. ალბათ ფერმინი რო ვერ ნახეს მოედანზე მასპინძლებმა, ლევანდოვსკის მიუგდეს და თვითონაც გაუბერეს სადაც სითბო ელოდებოდათ.

  • Mariami Kh
    22 იან 2026, 11:23

    ციტატა: Rick Sanchez
    ასეთი არასტაბილური თამაშით გამორიცხულია ლიგის მოგება

    მოგება კიარა მერვედფინალში თუ გავედით მაგრა ამოგვტენის ვინმე და სამარცხვინოდ გამივვარდებით

  • Rick Sanchez
    22 იან 2026, 11:11

    ასეთი არასტაბილური თამაშით გამორიცხულია ლიგის მოგება

  • Clever liar
    22 იან 2026, 10:43

    აუ რა ერთმანეთზე უსულო საგნებთან დავკარგეთ ქულები თორე რა გვქონდა ბოლოტურში გადასაწყვეტი. ჰანცი ფლინცი შეგირცხვა ნამუსი