პედრის სავარაუდოდ 3-4 კვირა გაუცდება

პედრის სავარაუდოდ 3-4 კვირა გაუცდება

პრაღაში გამართულ შეხვედრაში (2-4) “ბარსელონამ” გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა.

შეხვედრის 58-ე წუთზე პედრი მოედანზე დაეცა და ხელი ბარძაყზე მოიკიდა, რაც როგორც გულშემატკივრებს, ასევე ფეხბურთელებს ცუდად ენიშნათ. “ბარსელონას” სამედიცინო შტაბმა ცვლილება მალევე მოითხოვა და ესპანელმა ნახევარმცველმა მოედანი დატოვა.

As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, პირველადი პროგნოზი პოზიტიური არაა. კლუბში ვარაუდობენ, რომ პედრის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მას დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება.

ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც პედრის გამოკვლევა ბარსელონაში ჩაუტარდება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • me da barca
    schedule 22 იან 2026, 15:52

    გენიოსია, მაგრამ ხრუსტალი.

  • nika 54
    schedule 22 იან 2026, 13:06

    საცოდაობა იყო, თავიდან გაყინული ბუზებივით იყვნენ, ზუსტი პასები საერთოდ არარ გამოსდიოდათ, კიდევ კაი მეორე ტაიმში ცოტა გამოფხიზლდნენ. სასტიკად ხისტ ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ მასპინძლები და მგონი ყველანი კალათბურთიდან მოსულები იყვნენ აღნაგობით. სულ რო არ მოგვიკლეს პედრი კიდევ მადლობლები უნდა ვიყოთ. ისე მარტინი რო დაბლოკა იმ სპილომ მეგონა ჩაუნგრევდა შიგნეულს.

    ციტატა: JasoN
    ეს გავიგეთ და გავი საშვილიშვილოდ დაიმტვრა?


    თითქოს თებერვალში დაბრუნდებაო, მაგრამ არ დაუზუსტებიათ 1-ში თუ 28-ში. ვინ იცის ეგებ მარტამდეც დაისვენოს.

  • Rick Sanchez
    schedule 22 იან 2026, 11:09

    იმედია დათქმულ ვადაში დაბრუნდება.

  • JasoN
    schedule 22 იან 2026, 10:06

    ციტატა: La Pulga10
    კუნთის გაწყვეტაზე უფრო მეტი არ ცდება ხოლმე? ესეიგი არაა მთლად ეგრე სერიოზულად საქმე. ეს თან დათქმულ დროზე უფრო მალე ბრუნდება ხოლმე. ისე ეტყობად ამ თამაშშიც და წინა ორ თამაშშიც გადაღლა. დაესვენებინათ ცოტა ხანი. ეხლა ვხვდები მესი რა ჯანზე იყო რო ყველა თამაშს 90 წუთი ყომარობდა.


    კი ეგრეა მესის და რონალდუსნაირი ჯანზე მყოფი ფეხბურთელი ძნელი.მოსაძსბნია, დღესაც რომ მიუშვა 90 + ითამაშებენ თუმცა მესის ტაკტიკური მიდგომა ქონდა ყველა თამაშზე, ბურთის მიღების შემდეგ იყო გაუჩერებელი და იქამდე საკუთარი თავის დასვენება იცოდა მოდანზე. ( თუმცა ნაკლებად ისვენებდა სულ.მასთან მიდოდა ბურთი 😀)

  • La Pulga10
    schedule 22 იან 2026, 09:43

    კუნთის გაწყვეტაზე უფრო მეტი არ ცდება ხოლმე? ესეიგი არაა მთლად ეგრე სერიოზულად საქმე. ეს თან დათქმულ დროზე უფრო მალე ბრუნდება ხოლმე. ისე ეტყობად ამ თამაშშიც და წინა ორ თამაშშიც გადაღლა. დაესვენებინათ ცოტა ხანი. ეხლა ვხვდები მესი რა ჯანზე იყო რო ყველა თამაშს 90 წუთი ყომარობდა.

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 იან 2026, 09:37

    ციტატა: JasoN
    ეს გავიგეთ და გავი საშვილიშვილოდ დაიმტვრა?


    გავი აწი სუ ესე ბომბზე იჯდება

    თან გაუცდება საკმაოდ ბევრი დრო

    ძან მეცოდება

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 იან 2026, 08:44

    იქნებ არ იყოს საქმე ეგეთი ცუდად

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 22 იან 2026, 06:15

    ცუდია

  • araujo4
    schedule 22 იან 2026, 03:52

    მთავარია ეხლა კოპენჰაგენთან რამე არ მოიგონონ პედრის და ფრენკის გარეშე. მაქს 1 თვეში დაბრუნდება და მანამდე მარტივი კალენდარი გვაქვს

  • Moriarti
    schedule 22 იან 2026, 02:58

    ჯერჯერობით არც ისე რთული თამაშები გვაქვს, იმედია 1 თვეში ჯანზე დაგვიბრუნდება.
    ლიგაზე კიდე ერთი მოგება გვინდა და პლეიოფი არ მოგვიწევს ისე დაჯდა

  • Mariami Kh
    schedule 22 იან 2026, 02:47

    ჩათვალეთ მინიმუმ 2 თვე გამოგვაკლდა :დდ

  • joy
    schedule 22 იან 2026, 02:36

    ძალიან ცუდია პედრის ტრავმა, მითუმეტეს თუ კუნთია გაწყვეტილი 3-4 კვირაში ვერ დაბრუნდება😥

  • Bakero
    schedule 22 იან 2026, 02:31

    ზეპირად მიხვდნენ რომ კუნთი აქვს გაწყვეტილი ?! smile ღმერთმა არ ქნას დააცადეთ ჯერ გამოკვლევა ჩატარდეს ბარსელონაში

  • JasoN
    schedule 22 იან 2026, 02:30

    ეს გავიგეთ და გავი საშვილიშვილოდ დაიმტვრა?

  • Just_Barca_Lover
    schedule 22 იან 2026, 02:28

    მაგრად დაგვერხა