workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას განაცხადი მალიორკასთან მატჩისთვის

ბარსელონას განაცხადი მალიორკასთან მატჩისთვის

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის პირველ ტურში “მალიორკასთან” სტუმრად გასამართი თამაშისთვის გუნდის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

განაცხადს მიღმა დარჩნენ ვოიცეხ შჩესნი, ჟერარ მარტინი და რუნი ბარდჯი, რომლებიც დარეგისტრირებულები არ არიან. სარეზერვო გუნდიდან განაცხადში მოხვდნენ ჟოფრე ტორენტსი, დრო, ტონი ფერნანდესი, გილერმო ფერნანდესი და დიეგო კოჩენი.

“ბარსა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და რობერტ ლევანდოვსკის მოისაკლისებს, რომლებიც ტრავმირებულები არიან. 

“ბლაუგრანას” განაცხადი ასეთია: პენია, ბალდე, არაუხო, კუბარსი, გავი, ტორესი, პედრი, იამალი, რაფინია, ჟ. გარსია, რაშფორდი, კრისტენსენი, ფერმინი, კასადო, ოლმო, დე იონგი, კუნდე, ე. გარსია, ჟოფრე, დრო, ტონი, გილერმო, კოჩენი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Blaugrana
    schedule 22 აგვ 2025, 21:36
    #8

    მე იმაზე მეშლება ნერვები თამადას რომ კიდე ჰყავს მხარდამჭერები ბარსას ფანებში.

    რეალურად რომ არა ფლიკი და ლა მანსია მილანზე არანაკლებ ცუდ დღეში ვიქნებოდით.

    ჯერ გაეყიდათ ეგ ხალხი თუ მაინც გაყიდვას უპირებდნენ და შემდეგ გაწეულიყვნენ იგვე ნიკოზე.

    ჯერ მარტო შტეგენი კეისი რომ ავიღოთ- ტიპს ჩამოართვეს კაპიტნის სამკლავური და შემდეგ როდესაც ხელი მოაწერა იმ საბუთს დაუბრუნეს.

  • პენდრაგონი
    schedule 17 აგვ 2025, 16:20
    #7

    ჟილეს უნდა მიეცეს დრო ამ სეზონში

  • nika 54
    schedule 17 აგვ 2025, 15:44
    #6

    მალიორკას ის პატარა ფანი შემეცოდა, თეთრი რქები რო ქონდა. რა გულამოსკვნილი ტიროდა საწყალი.

  • PUIOL5
    schedule 16 აგვ 2025, 17:20
    #5

    ციტატა: ზურაბ
    PUIOL5, ვერ დაარეგისტრირეს ჯერ

    PUIOL5, ვერ დაარეგისტრირეს ჯერ


    მე მეგობა სარეზერვო გუნდში თუ არეგისტრირებდნენ და მერე გამოიძახებდნენ

  • ზურაბ
    schedule 16 აგვ 2025, 15:49
    #4

    PUIOL5, ვერ დაარეგისტრირეს ჯერ

    PUIOL5, ვერ დაარეგისტრირეს ჯერ

  • nika 54
    schedule 16 აგვ 2025, 15:32
    #3

    შჩესნი ხო იყო დარეგისტრირებული და რატომ პირდაპირ არ გაუხანგრძლივეს?

  • PUIOL5
    schedule 16 აგვ 2025, 14:10
    #2

    ბადრიჯანა სადარის

  • Barca
    schedule 16 აგვ 2025, 13:22
    #1

    ახლები მაინტერესწბს ის ტონი ფერნანდესი, ჟოფრე და გილერმო