ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვების მთავარი შემოქმედის ინიესტას გოლი ამჟამად უფრო მეტად ფასეულია ვიდრე ამ სეზონში სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ გატანილი. ამ გოლმა ხომ “ბარსელონას” ლიგის ფინალის საგზური მოუტანა. 2009 წლის 6 მაისი დაუვიწყარი დღეა ინიესტას ცხოვრებაში. იმ დროს როდესაც ლურჯებს მთელი თამაში ჩაკეტილი ჰქონდათ, ხოლო “ბარსელონა” 10 კაცის ამარა იყო დარჩენილი და თამაშის დასრულებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი აღარავის ჰქონდა “ბარსას” ფინალში გასვლის იმედი, სწორედ ამ დროს ინიესტას შესანიშნავმა დარტყმამ მთელი სტემფორდ ბრიჯი დაადუმა,ხოლო “ბარსელონას” გულშემატკივრები კი ისე გაახარა რომ “ზოგიერთი ქართველი ფანის, მათ შორის ჩემიც, ქვედა მეზობლებმაც კი წყნარი ძილი შეწყვიტეს”. “ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში”-განაცხადა ესპანელმა ნახევარ-მცველმა.
ტელე-კომპანია “BARCATV”-სტან ინტერვიუში ინიესტამ ისაუბრა ამ შეხვედრაზე: “აღმაფრთოვანებელია ყველაფერი რაც სტემფორდ ბრიჯზე მოხდა. ეს იყო მომენტი, რომელიც არავის დაავიწყდება. ამ მატჩმა ყველაფერი აჩვენა, ტაქტიკური ბრძოლაც და სპექტაკლიც. სტემფორდ ბრიჯზე ჩამოსულმა ჩვენმა ფანებმა თქვეს, რომ მათ ძალიან ისიამოვნეს ამ თამაშით. ჩვენთვისაც მთავარი ესაა”.
“ჩელსისთან” თამაშის მეორე დღეს ინიესტამ დაისვენა. მან უყურა ვიდეო-ჩანაწერს იმ თამაშისა, რომლის გმირიც თვითონ გახდა და კითხულობდა დედამისის მოტანილ დილის პრესას. ანდრესი არ დაღლილა იმ გოლის ყურებით, რომლის ავტორიც თვითონაა და რომლითაც მისმა გულშემატკივრებმა გაიხარეს. “ფანების ხილვა, რომლებმაც ამ თამაშით გაიხარეს და ლამის “ყველაფერი ზედ შემოიხიეს” ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. მე მიყვარს ყველა მათგანი. დღეს ცხოვრება რთული რამაა და ფეხბურთი არის მისი ერთ-ერთი ნათელი წერტილი. იგი გვაჯილდოვებს ჩვენ თავისი ლამაზი მომენტებით და ეფექტებით”.
“ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი რითაც ჩვენ რომის ფინალის საგზური მოვიპოვეთ იყო ვიქტორ ვალდესის გასაოცარი სეივები, როდესაც მან ორჯერ დროგბას უძლიერესი დარტყმა მოიგერია, ასევე იაია ტურეს თამაში, რომელმაც დროგბას ბევრჯერ არ მისცა საშუალება სახიფათო მომენტის შექმნისა”.
ინიესტამ დაადასტურა: “ჩვენ ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს თამაში სამართლიანი იყო და მე ბედნიერი ვარ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. “ჩელსი” კარგად გამოიყურებოდა და თავსაც კარგად იცავდა, მაგრამ მარტო დაცვაზე ფიქრი არაფერს ნიშნავს, დღევანდელ ფეხბურთში მთავარია გოლი და შედეგი, “კარგი ფეხბურთი ადასტურებს ტიტულს””. ინიესტა ასევე შეეხო მადრიდში, სანტიაგო ბერნებეუზე გამართულ შეხვედრას. “მართალია ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ ისევ არაფერი გვაქ მოგებული. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შეგვიძლია ჰეთ-რიკის შესრულება და სამი ტიტულის მოგება, მაგრამ ეს ასე მოხდება თუ არა ივნისამდე ვერ გავიგებთ”. ანდრესის აზრით რომის ფინალს ის გუნდი მოიგებს, რომელიც იფიქრებს მხოლოდ გოლების გატანაზე, მაყურებლის სიამოვნებაზე და სპექტაკლის დადგმაზე.
ოთხშაბათის ბრძოლამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ზოგი კატალონიელებზე კარგს ამბობდა, ზოგი-ცუდს. ამაზე ინიესტამ განაცხადა: “მე არ ვარ პირფერი და მლიქვნელი, მაგრამ მე ვგრძნობ ხალხისგან დიდ სიყვარულს როდესაც ვთამაშობ ან ქუჩაში გავდივარ. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაიმე ტიტულის ან პრიზის მოგება. მე ვარ ძალიან მოტივირებული. ყოველთვის ვამბობ რომ ჩემი საუკეთესო თამაშები ჯერ არ ყოფილა და თქვენ ფორმის პიკში მყოფი ინიესტა ჯერ არ გინახავთ”.
“ბარსას” ნახევარ-მცველმა ისიამოვნა ამ კვირით, რომელშიც გუნდმა ელ-კლასიკო მოიგო ანგარიშით 2-6 ბერნაბეუზე და გავიდა ლიგის ფინალში. ინიესტას აზრით: “წელს “ბარსელონა” თამაშობს ფანტასტიურ ფეხბურთს და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წელია. ექსტრაორდინალურია, რომ ჩვენ გვისამოვნებს ის რასაც მოედანზე ვაკეთებთ, თან ფანებს ვახარებთ, თან ტიტულებისთვის ვიბრძვით და არანაირად არ ვართ დათრგუნულები წინა 2 ჩაგდებული სეზონის მერე”. ანდრესი ფიქრობს, რომ ყველა ფეხბურთელი და განსაკუთრებით მწვრთნელი გუნდზეა ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებენ მისთვის.
ბოლოს ინიესტამ დაამატა: “კატალონია ეს არის ადგილი სადაც მე მომცეს ყველაფერი. ჩემი ოცნებაა კარიერა აქ დავასრულო, რადგან აქ თავს დიდებულად ვგრძნობ”.
წყარო www.sport.es