ბარსელონა-ალავესი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ალავესი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში “ალავესთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ალავესი” ძალიან კარგი დაცვითი გუნდია. მათი კარის აღება იოლი არ იქნება. ხვალ 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია.

არაუხოს გასტროენტერიტი აქვს. ის ხვალ არ ითამაშებს.

ფერმინის ტრავმა, შესაძლოა, “ბილბაოსთან” მიღებულ უხერხულ დარტყმას ან მის ახალ ბუცებს უკავშირდებოდეს… “ჩელსისთან” მატჩამდე ის კარგად იყო, მაგრამ შემდეგ დაზიანება მიიღო.

მორალურად განადგურებულები ვართ. “ჩელსისთან” მარცხი რთული იყო, მაგრამ ეს უკვე დავივიწყეთ და მომდევნო მატჩებს მოუთმენლად ველით.

პედრი დაბრუნდა. ის ხვალ რამდენიმე წუთი ითამაშებს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

ხალხს გარედან წარმოდგენა არ აქვს, როგორ გვსურს თამაში. ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა – პრესინგს ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმაც უნდა მიმართონ. ვარჯიშებზე კარგად გამოვიყურებით, ტრავმირებული ფეხბურთელები ბრუნდებიან…

კარგ ხასიათზე ვართ და ყველა მატჩში გაუმჯობესებას ვცდილობთ.

სასტარტოზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ხვალ კრისტენსენი შეიძლება ძირითადში მოხვედრის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.

ვარჯიშებზე ვხედავ, რომ უფრო დინამიურები, ინტენსიურები ვართ… ვფიქრობ, “ჩელსისთან” გარკვეულ მომენტებში ეს ვერ ვაჩვენეთ.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2025, 18:37

    ფლიკ მოხოდე გუნდი ისევ, თორემ ლაპორტა დელის კიარა, შენ დაგაბრალებს

  • Visca-barca
    schedule 29 ნოე 2025, 14:57

    ციტატა: Visca barca
    გირასის 50 მილიონი აქვს გამოსასყიდი ამაზე კარგი ვარიანტი ვინ უნდა იყოს ოსიმენს და ალვარესს ვერ იყიდიან


    სამწუხაროდ დეკუს თვალები დრაკში აქვს თორე იყიდდა აქამდე თუ ვინმე მოიყვანეს ტოპ ფორვარდი მაშინ უფასოდ ვლაჰოვიჩსაც დავიმატებდი დე იონგს გავყიდიდი და ვინმე ტოპს მოვიყვანდი საყრდენად არაუხოს მაგალითაფ ალვარესის ტრანსფერში ჩავრთავდი ან ვან დე ვენის

  • Visca barca
    schedule 29 ნოე 2025, 14:29

    გირასის 50 მილიონი აქვს გამოსასყიდი ამაზე კარგი ვარიანტი ვინ უნდა იყოს ოსიმენს და ალვარესს ვერ იყიდიან

  • rivaldo80
    schedule 29 ნოე 2025, 13:53

    ციტატა: Visca barca
    ედერსონი ატალანტას საყრდენი იყიდონ კონტრაქტი გასდის მალე და 40 მილიონად შეიძლება დათრევა.


    ეგ კარგი ვიღაცა სწრაფი ტექნიკური

  • me da barca
    schedule 29 ნოე 2025, 12:30

    ცოტა გვიან ყოფილიყო თამაში ამის დედაც…
    პანაშვიდზე უნდა წავიდე საღამოს და მომიწევს გადახვევა და ჩანაწერის ყურება, თანაც ისე რომ ანგარიში არ უნდა ვიცოდე.

  • Barca
    schedule 29 ნოე 2025, 01:13

    ლაპორტა ინტერვიუებში სულ რეალზე რო ლაპარაკობს რაიყო სხვა რამე არაა სათქმელი? ან ტრანსფერზე თქვას რამე რას აპირებენ

  • me da barca
    schedule 29 ნოე 2025, 01:08

    ნერვიულობის ფონზე ტრაწი დაემართა?

  • Albicelecte
    schedule 29 ნოე 2025, 01:08

    "მორალურად განადგურებულები ვართ. "ჩელსისთან" მარცხი რთული იყო, მაგრამ ეს უკვე დავივიწყეთ და მომდევნო მატჩებს მოუთმენლად ველით."
    რავა ქართველივით ალაპარაკდა ჰანსი,
    თუ მორალურად განადგურებულები ხართ, როგორ დაივიწყეღ?
    თუ დაივიწყეთ, მაიშნ როგორ ხართ განადგურებულები…
    იმედია თარგმანის ბრალია

  • Visca barca
    schedule 28 ნოე 2025, 23:37

    ედერსონი ატალანტას საყრდენი იყიდონ კონტრაქტი გასდის მალე და 40 მილიონად შეიძლება დათრევა.

  • nika 54
    schedule 28 ნოე 2025, 18:03

    არაუხოს გასტროენტერიტი როდის დაემართა ლონდონში თუ ლონდონიდან რო ჩამოხვედით?

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 ნოე 2025, 16:58

    ოღონდაც სასწარტო ფერანით არ დაიწყო!