“ბარსელონას” ნახევარდაცვის ლიდერის პედრის დაბრუნება “ალავესთან” მატჩში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობებით, პედრი “ჩელსისთან” მომდევნო დაპირისპირებას გამოტოვებს. სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ 22 წლის ფეხბურთელი 100%-ით მზად არაა. “არისტოკრატებთან” მატჩის მნიშვნელობის მიუხედავად, “ბარსას” ზედმეტად გარისკვა არ სურს.
წყარო იტყობინება, რომ პედრი სრულ მზადყოფნაში 29 ნოემბერს “ალავესთან” შეხვედრისთვის იქნება.
დე იონგმა უნდა იკაცოს.
მაგრად დაგვაკლდება ცენტრში გაგვიჭირდება პედრის გარეშე მთელი თამაშის რიტმი შეუძლია აკონტროლოს უნიკალური კაცია
ბარსას ძრავია პედრი და ამის გარეშე მინიმუმ 50 ცხენის ძალა გვაკლდება.
არადა როგორ გვჭირდება
არადა ენცო კაისედოსთან ჯახში მაგრა დაგვაკლდება. ნახევარდაცვას აგვიკენწლიან მაგრად
დე იონგი სად არის? ეგეც ტრავმირებული ხო არ არის?
მაგრა დაგვაკლდება. სერიოზული სასტავი ყავს ჩელსის ცენტრში
მაინც მალე ბრუნდება კაია.