“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა “სელტასთან” დღეს გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.
კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს დაუბრუნდა ანდრეას კრისტენსენი, რომელიც მოედანზე 18 ოქტომბრის შემდეგ არ გვინახავს.
განაცხადში მოხვდნენ ჟიულ კუნდე და ერიკ გარსიაც, რომელთა თამაშიც ბოლო დღეებში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
კვლავ ლაზარეთში რჩებიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟოან გარსია, გავი, რაფინია და პედრი.
“ბარსელონას” განაცხადი “სელტასთან” მატჩისთვის: შჩესნი, კოჩენი, ედერ ალერი; ბალდე, არაუხო, კუბარსი, კრისტენსენი, მარტინი, კუნდე, გარსია, ჩავი ესპარტი; ფერმინ ლოპესი, კასადო, ოლმო, დე იონგი, ბერნალი, დრო; ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, იამალი, რაშფორდი, რუნი ბარდჯი.
ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს ბიჭი, ოღონდ მე ვერ ვხვდები ტექნიკურ ფეხბურთს რითი ჯობს.
მშვენიერი
Visca-barca, ლუკმანი არაა ცუდი, მაგრამ მე ნორვეგიელი მუსა უფრო მომწონს, ახალგაზრდაა, სწრაფი და კარგი დრიბლინგით. ამჟამად ლაიფციგში თამაშობს, კარგი მწვრთნელის ხელში საუკეთესო მარცხენაფლანგელი გახდება. ლეაო კი კარგია მაგრამ არა ბარსასთვის! ლეაო და პრესინგი შეუთავსებელი ცნებაა
უკაცრავად, ნუსა უნდა დამეწერა, მუსა მექანიკურად აკრიფა კლავიატურამ
walker599, რაშფროდმა სულ რო ოქროს ბუცი დადოს წელს მე მაინც არ ვაღიარებ, პრესინგის გარტყმაში არაა და ნორმალურად სივრცე ვერ დაუფარია, რომ როგორმე ბალდეს მიეხმაროს მაგ ფლანგზე, საერთოდ სხვა სტილის მოთამაშეა.
ლეაო მომწონს ძაან კლასნია ძვირიც დაჯდება და პლიუს ხასიათის მოთამაშეა თორე მე პირადად ეხა მაგაზე უკეთესი არ მეგულება ლუკმანი ყველაზე კაი ვარიანტია იაფიც დაჯდება
მოკლედ რეშფორდის გამოსყიდვას არ მივესალმები, მაგას ისევ ვინმე ჩქარი და კარგი დრიბლინგის მქონე შემტევი მირჩევნია, ლუკმენი ან ფოფანა ლიონიდან, ხელფასიც მესამედი დასჭირდებათ ვიდრე რეშფორდს, ძალიან არასტაბილურია, ბრიუგესთან შეირცხვინა თავი და რაფინია მაგას ძირითადს არ დაანახებს და ვერც ლევანდოვსკის შეცვლის ცხრიანზე, ზამენის კაცში კიდე 15 მილიონი ხელფასის მიცემა ამ მდგომარეობაში სისულელეა.