ბარსელონა-ჟირონა 2-1

ბარსელონა-ჟირონა 2-1

ბარსელონა: შჩესნი, კუნდე, ე. გარსია, კუბარსი, ბალდე, დე იონგი, კასადო, პედრი, იამალი, ტონი, რაშფორდი

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (107)

  • nika 54
    19 ოქტ 2025, 14:40

    მე მგონი კარგი იქნება თუ ფლიკი არაუხოს თავდამსხმელის პოზიციისთვის შეათამაშებს გუნდთან. თავით მშვენივრად ურტყავს და როგორც გუშინ გამოჩნდა ტექნიკურადაც შეუძლია კარში დარტყმა. დაცვაშიც რო დაეხმარება გუნდს ეგეც ხო თავისთავად

    ციტატა: me da barca
    ჩემთვის ინტრიგა და იმედი დავიტოვე და 90-ე წუთზე გამოვრთე. მოგვიანებით ფლეშსკორზე ძაალიან ფრთხილად გავჩითე. ნელნელა ჩამოვწიე ეკრანზე ბარსა და … უი საოცრებავ. სხვათაშორის ბევრჯერ გავაკეთე ასე და უმეტეს შემთხვევაში გაამართლა.


    მეც ხშირად ვაკეთებ ასე, ტელევიზორს ვთიშავ და სანთელს ვანთებ. მერე ნერვებს რო ვიწყნარებ ნელ-ნელა ვჩუთავ ხოლმე.

  • LEVANII
    19 ოქტ 2025, 11:59

    ციტატა: Don_Andresito
    შარშან დაცვის სისუსტე იმით იფარებოდა რო ჯერ ახალი იყო სტილი და ნელ ნელა გვიღებდნენ ალღოს, ასევე ისიც იყო რო ბევრი გაგვქონდა, მეტოქეზე მეტი უმეტეს შემთხვევაში, გაქონდა რაფინიას, ლევას, იამალსაც ასე თუ ისე. ახლა რა ხდება? აღარ გვყავს დაცვის ცენტრის ძირითადის კაცი, არ გვყავს 9 ნი, ვინც გვყავს ან 10 მომენტი ჭირდება გატანას, ან ტრავმა აქვს. იამალი აჭრილია, გოლის ალღო დიდად არც ჰქონია და ახლა სად ურტყამს საერთოდ, რაფინია ფორმადაკარგული მეჩვენა სტარტშიც და ახლა საერთოდ დაიმტვრა, საღოლ ანჩელოტი, ბებერო დედამო..ლო მიაღწიე მიზანს? მოკლედ გამტანი ხალხი არ გვყავს, არც ნახევარდაცვაა გამტანი, პედრი იშვიათად, ოლმო და ფერმინიც 10 ის ფონზე ცოტას იტანენ, გარემარბები ძალიან უშედეგო და 9 ებს ვერც აღვიქვამ რომ გვყავს. გვჭირდება ტოპ 9, გამტანი ვინგერიც და კარგი 10 იც, ეგ 300 მილიონის ბაზარია. თუ მაგას ვერ ვიზამთ და უნდა შევცვალოთ დაცვის თამაში, ჩამოვწიოთ უკან, ეს პრესინგსაც გაგვიუარესებს და შეტევასაც შეანელებს. გავხდებით რიგითი გუნდი მარა ნაკლებად გავუშვებთ გოლებს. სხვანაირად ასე ხან მოვიგებთ 5-0 ებს და ხან გადაგვაღუნავენ ბურთს თავზე . კლასიკოში კატასტროფა მოხდება


    Ეს სტილი უფრო ავტობუსა გუნდებთან არის გამოსაყენებელი არ მგონია კლასიკოში ასეთი აწეული დაცვით ითამაშოს ფლიკმა. საერთოდ უარის თქმაც არ იქნება კარგი მერე უსახური თამშები მომრავლდება და მე პირადად შედეგზე მოთამაშე გუნდის ყურებას ეს მირჩევნია კი არ არის კარგი ჟირონას დონის გუნდი ამდენ მომენტს რო გიქმნის მაგრამ სხვანაირად ფერან ტორესებით რაშფორდებით და 38 წლის ლევანდოვსკებით შეტევაში ესეთი შედეგიანი ვერ ვიქნებით

  • Catalonia1
    19 ოქტ 2025, 04:43

    კუნდეს თამაში თუ არ მისდის მეტოქეს რატო აძლევს პასს ხო არ იცით?

  • me da barca
    19 ოქტ 2025, 00:47

    შარშან ეს ფლიკის სტილი უცხო იყო და იმიტომ დავიხიეთ რეალი 0:4. 12-ჯერ მოხვდნენ თამაშგარეში. თვალწინ მიდგას მბაპეს გამოშტერებული სიფათი ყოველი თამაშგარეს მერე. გოლიც კი იზეიმა მაგრამ გაუუქმეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ შარშან უცხო ხილი იყო მათთვის, მაგრამ წელს ყველამ დაგვიმუღამა და პირისპირ ძალიან ხშირად გადიან მეკარესთან. არ ვიცი ვუყურო თუ არა კლასიკოს. რეალი ჟირონა არაა, ორი 100 პროცენტიანი გოლი ვერ გაიტანეს, მბაპე კი მასეთებს არ გვაპატიებს და მეშინია არ ამოგვტენონ. თანაც ამდენი უფორმო და დალეწილი სასტავის ფონზე, ისედაც მწირი შესაძლებლობების მქონე გუნდით.

  • Don_Andresito
    18 ოქტ 2025, 23:54

    შარშან დაცვის სისუსტე იმით იფარებოდა რო ჯერ ახალი იყო სტილი და ნელ ნელა გვიღებდნენ ალღოს, ასევე ისიც იყო რო ბევრი გაგვქონდა, მეტოქეზე მეტი უმეტეს შემთხვევაში, გაქონდა რაფინიას, ლევას, იამალსაც ასე თუ ისე. ახლა რა ხდება? აღარ გვყავს დაცვის ცენტრის ძირითადის კაცი, არ გვყავს 9 ნი, ვინც გვყავს ან 10 მომენტი ჭირდება გატანას, ან ტრავმა აქვს. იამალი აჭრილია, გოლის ალღო დიდად არც ჰქონია და ახლა სად ურტყამს საერთოდ, რაფინია ფორმადაკარგული მეჩვენა სტარტშიც და ახლა საერთოდ დაიმტვრა, საღოლ ანჩელოტი, ბებერო დედამო..ლო მიაღწიე მიზანს? მოკლედ გამტანი ხალხი არ გვყავს, არც ნახევარდაცვაა გამტანი, პედრი იშვიათად, ოლმო და ფერმინიც 10 ის ფონზე ცოტას იტანენ, გარემარბები ძალიან უშედეგო და 9 ებს ვერც აღვიქვამ რომ გვყავს. გვჭირდება ტოპ 9, გამტანი ვინგერიც და კარგი 10 იც, ეგ 300 მილიონის ბაზარია. თუ მაგას ვერ ვიზამთ და უნდა შევცვალოთ დაცვის თამაში, ჩამოვწიოთ უკან, ეს პრესინგსაც გაგვიუარესებს და შეტევასაც შეანელებს. გავხდებით რიგითი გუნდი მარა ნაკლებად გავუშვებთ გოლებს. სხვანაირად ასე ხან მოვიგებთ 5-0 ებს და ხან გადაგვაღუნავენ ბურთს თავზე . კლასიკოში კატასტროფა მოხდება

  • Visca-barca
    18 ოქტ 2025, 23:50

    ისე წელს მეორედ გადაგვარჩინა არაუხომ ოვიედოსთანაც 1-1 როიყო 2-1 გახადა მგონი და ეხლაც სამი ქულა მოგვიპოვა არაფრად არუნდა დასვან სკამზე რეალთან

  • joy
    18 ოქტ 2025, 22:20

    გილოცავთ მოგებას ჟირონას წინააღმდეგ, მანსანოს წინააღმდეგ, სტადიონის წინააღმდეგ, ტრამვების და რა ვიცი კიდევ რის წინააღმდეგ. გუნდს ჟინი და მოგების სურვილი ეტყობოდა, მაგრამ ამგვარი დაცვით უფრო და უფრო გაჭირდება მოგება. მოწინააღმდეგე გუნდები უკვე აღარ გვეთამაშებიან შეშინებული პოზიციიდან, ზუსტად იციან რომ თუ ეცდებიან შეტევას მომენტები აუცილებლად ექნებათ. აღარ აქვთ ის შარშანდელი შიში რომ თუ წინ წავლენ ბარსა ამოტენის გოლებით. მიუხედავად იმისა რომ შესნის დიდი შეცდომები არა აქვს, მაინც დაუცველ შთაბეჭდილებას ტოვებს, იმედი მაქვს გარსიას დაბრუნება გამოასწორებს ამ შეგრძნებას. აი დაცვას რა ეშველება გამოსავალი არ ჩანს, რომ თქვა კუნდეს რეგრესი აქვსო, მაშინ რატომ ატარებს ნაკრებში ერთმანეთზე უკეთეს მატჩებს? ბარსაში ასეთი ცუდი სეზონი არ ქონდა ჯერ. თუ ფილმის სისტემას ვერ უღებს ალღოს, მაშინ ჩვენთვის კიდევ უფრო დამღუპველია. კუბარსის კი ნამდვილად რეგრესი აქვს გუნდშიც და ნაკრებშიც ვერ არის მაღალ დონეზე. გარსიას კიდევ ვერ გავუგე რომელი პოზიციაზე შეუძლია სანდოდ თამაში, ყველა პოზიციაზე რაღაც აკლია მიუხედავად იმისა რომ ზე მონდომებულია. კარგი მატჩი ჩაატარა დეიონგმა. ჩემში პირველად დატოვა დადებითი შთაბეჭდილება ბარჯიმ! ტონი ფერნანდესში მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ ტალანტს, ნეტა ვცდებოდე ძალიან გამიხარდება. არაუხო ამ სეზონში უკეთესია ვიდრე მთელი გასული სეზონი. რატომ არ ეძლევა 5-10-15 წუთი ბერნალს ვერ გავიგე, ტრამვიდან გამომდინარე გამოსაჯანმრთებელი დრო სრულიად საკმარისია გასული. თუ ფლიკს იმედი არა აქვს ეს უარესი შემთხვევა არის. მაინც ფლიკის იმედი მაქვს რომ ისევ მოახერხებს გამოიყვანოს გუნდი ამ მდგომარეობიდან