workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესს კარიერაში 600 გოლი დაუგროვდა

ლუის სუარესს კარიერაში 600 გოლი დაუგროვდა

“ბარსელონას” 38 წლის ლეგენდამ, “ინტერ მაიამის” ახლანდელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კარიერაში 600-გოლიან ნიშნულს მიაღწია და ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა.

დღეს გამთენიისას “ინტერ მაიამიმ” “ატლანტას” უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის მხრიდან სუარესმა თავი გოლით გამოიჩინა, რომელიც მის კარიერაში საიუბილეო მე-600 ბურთი აღმოჩნდა. ურუგვაელ შემტევს ამისათვის 1025 მატჩი დასჭირდა.

ლუის სუარესი “ბარსაში” 2014-2020 წლებში ირიცხებოდა. “ელ პისტოლერომ” კატალონიური გუნდის მაისურით 283 თამაშში 198 გოლი გაიტანა. მან “ბლაუგრანასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფა-ს სუპერ თასი, 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 2 კატალონიის სუპერ თასი მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Johan Cruyff 14
    schedule 13 ოქტ 2025, 22:59

    ამის მსგავსი არავინ იქნება ელ
    პისტოლერო, ელ
    ავტომატოოო ელ პულიმიოტი

    ლივერპული სუარესი უფრო მომწონდა მარა ბარსაში ალბათ გოლეადორობა საბოლოოდ გაინაღდაა

    ლივერპულია სულ სხვა ფუნქციებიც ქონდა უბრალოდ

    აქ ფორვარდად გადაიქცა იმენა 9

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2025, 20:40

    მეც არ გამიკვირდა რატომ დაუთმო პენალტი მესიმ თქო.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 13 ოქტ 2025, 18:14

    გოლების მანქანა

  • me da barca
    schedule 13 ოქტ 2025, 17:47

    მოგვცა ახლა 25 წლის სუა ალიკაპით.

  • JustBarcaLover
    schedule 13 ოქტ 2025, 14:31

    Visca-barca, მამამისი დაღუპავს იამალს, ვინმემ თავში უნდა წამოარტყას და გამოაფხიზლოს

  • Visca-barca
    schedule 13 ოქტ 2025, 13:59

    🚨 გავრცელებული ინფორმაციით, ლამინ იამალის მამამ შვილისა და „ბარსელონას“ ურთიერთობაზე მზარდი გავლენის მოპოვება დაიწყო, რასაც ხელს უწყობს „პსჟ-სა“ და სხვა ტოპ ევროპული კლუბების მხრიდან გაზრდილი ყურადღება და წნეხი.

    🔸 დროთა განმავლობაში, მისი მოთხოვნები კლუბის მიმართ გაიზარდა. ერთ-ერთ მომენტში ის „ბარსას“ ხელმძღვანელობასაც კი დაუკავშირდა პრეტენზიით: „უსამართლობაა, რომ ჩემი შვილი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში საკმარის მხარდაჭერას ვერ იღებს“, რადგან იმ დროს კლუბი საჯაროდ უფრო მეტად რაფინიას უჭერდა მხარს.

    🔸 ამის შემდეგ, მედიის ტონი და შიდა მხარდაჭერა როგორც „ბარსელონას“, ისე ესპანეთის ფედერაციის მხრიდან, შესამჩნევად შეიცვალა იამალის სასარგებლოდ.

    🔸 თუმცა, გასახდელში ამას კარგად არ შეხვედრიან, რადგან ზოგიერთის აზრით, ეს ეწინააღმდეგება კლუბის ტრადიციულ ფასეულობებს — ერთიანობასა და კოლექტივიზმს. ამის მიუხედავად, ამბობენ, რომ „ბარსელონამ“ ფეხბურთელის გარემოცვის თითქმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის ისეთი უჩვეულოც, როგორიცაა კერძო თვითმფრინავებით სარგებლობა.

    🔸 მოლინას თქმით, იამალის ოჯახი ახლა წინადადებებისა და ყურადღების ცენტრშია პოლიტიკოსების, ცნობილი ადამიანებისა და თაყვანისმცემლების მხრიდან — რაც კარგად ასახავს, თუ რამდენად ინტენსიური გახდა ესპანელი ვუნდერკინდის გარშემო არსებული ყურადღება.

    (წყარო: Romain Molina)

  • Fcbarcaforever
    schedule 13 ოქტ 2025, 11:37

    ფერანიც გაიტრამვა მგონი

  • gbafbdfbcvbcvb
    schedule 12 ოქტ 2025, 23:46

    ახლა გვყავდეს ეს ეხხ ფლიკი მოიყვანდა ჯანზე და ლიგაზეც შეყრიდა გოლებს

  • C.PC5
    schedule 12 ოქტ 2025, 23:34

    ლეგენდაა სურიკა, ლევანაც ხო უმაღლესი კლასია მარა სამხრეთული ხულიგნური ხასიათი ამ კაცს სულ სხვა ელფერს აძლევდა, ამიტო იყო თავის თაობაში საუკეთესო ცხრიანი!

  • Fcbarcaforever
    schedule 12 ოქტ 2025, 22:43

    ჩემთვის ნ1 ფორვარდია

  • Rick Sanchez
    schedule 12 ოქტ 2025, 22:33

    ლეგენდა