workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაკვირვებული არ ვარ – ჟიულ კუნდე

გაკვირვებული არ ვარ – ჟიულ კუნდე

“ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟიულ კუნდე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” დამარცხების (1-2) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.

გაკვირვებული არ ვარ. დღეს “პარი სენ-ჟერმენმა” აჩვენა, რომ ევროპის ჩემპიონია… ისინი უფრო ძლიერები იყვნენ.

ვფიქრობ, პსჟ-ს, ბურთის ფლობის მხრივ, ფიზიკურად უპირატესობა ჰქონდა. ჩვენ ასევე პრესინგს წარმატებით ვერ ვახორციელებდით, როგორც გვინდოდა. დღეს ყველა ასპექტში ჩავარდნა გვქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ პსჟ-მა მართლაც შესანიშნავად ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • Football
    schedule 04 ოქტ 2025, 19:18
    #29

    joy, ar mougiat, celsi romel adgilze gavida aba premier ligashi? jereserti rogor laparakob tipebi konferenc ligaze taamsobdnen, aqet amatma safrangetis liga moiges da zed ucl c sadac luverpuls, arsenals da inters sexvdnen zedized, mere msoflio sakluboze yvelaze zneli gza qondat da reals mouges

  • joy
    schedule 03 ოქტ 2025, 18:18
    #28

    Football, პსჟ იყო გადღლილი და უფრო სუსტი ჩელსი არა? პსჟ ნახევარი ძალით იხარჯება თავის ლიგაში, პრემიერ ლიგა უფრო ინტენსიური არის და მეტ ფიზიკას რომ საჭიროებს ამაში ეჭვი გეპარება? ჩემპიონშიპში უფრო მეტი დატვირთვა არის ვიდრე საფრანგეთის ლიგაზე. არ ვამბობ რომ ჩელსი უფრო ძლიერია ვიდრე პსჟ, მაგრამ ეგ ფინალი სრულიად დამსახურებულად მოიგეს.

  • Football
    schedule 02 ოქტ 2025, 23:58
    #27

    შექსპირა, პსᲟ გადაᲦლილი იყო ამდენი მაᲩის Ჩატარების Შემდეგ და მარᲗლა ფიქრობ ლიგის მოგებული გუნდი პრემიერ ლიგის გასავარდნ ჯგუფს Ძლივს გადარᲩენილ გუნდᲗან წააგებდა? ეს პსᲟ მაგ ბაიერნს დედის საფლავს დაახევდა Თავზე, კოვიდის პერიოდᲨი გაუვარდაᲗ რაᲦაცა და ეგ არის მეტი არაფერი

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2025, 18:56
    #26

    ასეა თავს ზევით ძალა არ არის, ისე ერთი წელი მაინც რო პსჟ-მსგავსი დაფინანსება მოგვცა უცებ გავხდებოდით ის ძველი ბარსა მესის დროდ რო გვახსოვს.

  • Barca
    schedule 02 ოქტ 2025, 17:08
    #25

    ციტატა: Barca for life
    ჩემი აზრით ყველაზე მეტად ადგილზე მოსმა იამალს კი არა ფლიკს ჭირდება.
    აგერ მთელი სამყარო თუ ხედავს რომ *ლეობაა მარტო ამ ჰაი ლაინით თამაში და ჩვენს დაცვას აბუჩად იგდებენ, მაგანაც ხომ უნდა აწიოს *რაკი და ახალი ტაქტიკით უნდა აათამაშოს გუნდი თორე როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!
    არაუხოსნაირი მონსტრი გვყავს და ვერ ვიყენებთ, კუნდეც მშვენიერია დაცვაში, მაგრამ კონტრებზე ძალიან უჭირს სწრაფ ვინგერებთან და მაგის დაცვასაც ვერ ვიყენებთ, მშვენიერი მცველია კუბარსიც, მაგრამ მარტო ეგ ვერ აკონტროლებს მაგ ჰაილაინს, ძალიან კარგია ბალდე და სულ პოზიციურ დაცვაში დამზღვევთან ერთად არამგონია ვინმე გაცდეს.
    ანუ მშვენიერი დაცვა გვყავს, ამ დაცვამ 2 წლის წინ ევროპაში ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად და რეკორდები ამყარა, ახლა მითუმეტეს კუბარსით გაძლიერდა ის დაცვა, აგერ რეაქტიული ბალდეა, პრაიმ ასაკში დაღვინებული კუნდე და არაუხო გვყავს, პლუს კრისტენსენი და გარსია, უბრალოდ ეს ჰაილაინი ასამარებს ყველას პოტენციალს. მათ შორის ამის გამო ნახდაცვას ატყდება ყველაზე დიდი ჯაფა და ეს პედრიც კანტე რომ ვერაა და 90 წუთი ყველგან რომ ვერ დარბის მაგიტომაა რომ 75 წუთის მერე თამაშს მეტოქეს ვაძლევთ.
    ამას ისიც ემატება რომ მაგ ჰაილაინში უმნიშვნელოვანესია შემტევებისგან პრესინგი და ჩვენი 5 შემტევიდან მხოლოდ რაფინია და ტორესი არიან თავდაუზოგავად მშრომელები, თუმცა აქედანაც ტორესი არაა ძირითადის კაცი და გამოდის რომ შემტევებიდან მხოლოდ 1 კაცი აპრესინგებს, ნახევარდაცვიდან ფერმინი თუ არაა არავინ აპრესინგებს და ყველა პოზიციურად თამაშობს, დაცვა კიდე მოშლილია კონტრების დროს. ხოლო იმის გამო რომ ვიღაცეებს ზედმეტი ზეწოლა აქვთ და ხალხსაც წესიერად ვერ ვასვენებთ, ტრავმიანობა მომრავლდა და ეს ტრავმიანობა რომ გვაყენებს ზიანს, ისე არაფერი.

    ერთი სიტყვით, ფლიკმა საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს და სხვა სტრატეგიებს უნდა მიმართოს.
    პატარა გუნდებთან თუ უნდა დატოვოს ჰაილაინი, მაგრამ დიდ გუნდებთან ვერანაირად ვეღარ გამოვა, რადგან ყველა დიდ გუნდს ყავს ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ხალხი, ნახდაცვაში კიდე ისეთი ტიპები ვინებსაც ჩვენი ჰაილაინის გაჭრა შეუძლიათ ერთი პასით და ვინაიდან და რადგანაც ეგეთ გუნდებთან სრული კონტროლის მოპოვება ჭირს, შესაბამისად ნაკლები საგოლე შანსი იქმნება და რაც უფრო ნაკლები შანსი გვაქვს მით უფრო ნაკლებად მუშაობს ის ტაქტიკა რომ 3ს გამიტან 4ს გაგიტან..
    ხოდა რავი, მთელი სეზონი აქვს წინ და ერთ რაღაცაზე ჩაკირკიტებას, ჯობია სიახლეები ეძებოს და თუ ვერ მოძებნა, მაშინ არამგონია ეს სეზონი ჩვენთვის კარგად დამთავრდეს, დღის ბოლოს კი ლაპორტას, თავისი დეკუიანად და ალბათ ფლიკიანადაც აახვევინებენ..


    ამოწეული დაცვის ხაზით რო არ ითამაშოს მაშინ მთლიანი სქემა ჩამოიშლება, ფლიკის სტრატეგიაა შეტევა ამოწეული დაცვის ხაზიდან ბურთის შეტევის ხაზამდე მიყვანა ბევრად მარტივია, ან რა არ მოგწონს სულ კარგი და სანახაობრივი თამაშია როცა ამოწეული დაცვით ვთამაშობთ

  • Barca1980
    schedule 02 ოქტ 2025, 14:47
    #24

    არადა უნდა იყოო, გათრიეს წინდაუკან ყველა მიმართულებით და პირველ გოლზე სეირნობის მაგივრად მენდეშის პასის მერე, ჯობდა სირბილი გაგეგრძელებინა და დაგეზღვია თანაგუნდელი. მაგას მე თუ ვნახე ფლიკიც ნახავს და შეიძლება სკამზეც აღმოჩნდე. დღესდღეობით გარსია იბრძვის თავდაუზოგავად დაცვაში რაც არუნდა გასაკვირი იყოს, არაუხო და დაემართა ყველას, მათშორის კუბარსსაც!!!

  • Lasha Mamuladze
    schedule 02 ოქტ 2025, 14:29
    #23

    Mariami Kh, იმედი მაქ მხოლოდ დაღლის ამბავია ან ტრავმების შიშის უბრალოდ წარმოუდგენელია ესე დაიწყოს გუნდმა თამაში და ბოლოს ისე ითამაშოს როგორც ითამაშაა…იმედი მაქ ამის მეტი არ მოხდება ეგეთი ძია ჰანსი არ აპატიებს…

  • frenkie dejong21
    schedule 02 ოქტ 2025, 14:25
    #22

    ბარსას გულშემატკივრებზე რა ვთქვა არ ვიცი პროსტა გაოცებული ვარ 😃 სახლში თამაშის უპირატესობა არ გვაქ იმენა:)) ასეთი მართლა არაფერი მინახია
    გასვლით თამაშებზე უკეთესი გულშემატკივრობა აქვს გუნდს იმიტომ რომ ნამდვილი ფანები არიან და არა ტურისტები
    მაგ ხალხს კიდე ჩვენს სტადიონზე სიარული აკრძალული აქვთ 🙂 Boixos Nois გარდა ყავს გუნდს ულტრასები იგივე ანტიმადრიდისტა და რავი კიდე ბევრი არიან მარა ლაპორტა ყ*ემ ყველას და ყველაფერს აუკრძალა სტადიონზე სიარული 🙂
    რავი ნუთუ ბორდში ვერავინ ვერ ხედავს ამ პრობლემას

  • Mariami Kh
    schedule 02 ოქტ 2025, 14:21
    #21

    ციტატა: CHEPE
    30 წუთი ითამაშა მხოლოდ ბარსელონამ და კიდე ჰოო რაც გამოიკვეთა ცენტრს ვიჭერთ პსჟ დონის კლუბთან ესაა რომ შემსრულებლები გამოსირდნენ მომენტებს ვერიყენებენ და დაცვა კიდე ინიგო რომ არა ყველა მატჩი დაძაბულად წავიდოდა ბარსელონასი გოლების მხრივ.. მარცხენა წესიერი ვინგერი, ცენტფორვარდი, ცენტრმცველი, უეჭველი ჭირდება ამ ბარსელონას დანარჩენი სრულყოფილია ზამენიან ძირითადიანად

    30 წუთის შემდეგ ძალიან მოეშვნენ, არ ველოდი. გუშინ 2 სხვაფასხვანაირი ბარსელონა ვნახეთ, ეტყობა ძალიან დაიღალნენ, დავიჯერო ფლიკის ფიზ.მომზადება არაა საკმარისად კომპლექსური რომ 60 წუთი მაინც გაუქაჩო ამ დონის გუნდს? ვერ ვხვდები რატო გაჩერდნენ 30 წუთის მერე, არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება