workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანუელ პელეგრინი: ეს აუხსნელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებებია

მანუელ პელეგრინი: ეს აუხსნელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებებია

bolt მოკლედ
"ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ბარსელონასთან" მარცხის (2-5) შემდეგ მსაჯობა მკაცრად გააკრიტიკა. ჩილელი სპეციალისტის თქმით, გაუქმებულმა გოლმა და ფაკუნდო ბერნალის გაძევებამ 60 000 მაყურებლის წინაშე მატჩის ბედი უსამართლოდ გადაწყვიტა.

“ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ (2-5), “რეალ ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე ემოციები არ დამალა და მსაჯების მისამართით უმწვავესი განცხადებები გააკეთა. ჩილელმა სპეციალისტმა პირველივე პასუხში დეტალურად ჩამოთვალა ყველა სადავო ეპიზოდი, რომლებმაც, მისი აზრით, ანდალუსიური კლუბი პირდაპირ დააზარალა:

“ეს უსუსურობის განცდაა, ეჭვგარეშეა. ანგარიში 2-5 არ ასახავს იმას, რაც მოედანზე რეალურად ხდებოდა. მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია გაუგებარმა და აუხსნელმა გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც რიცხობრივ უმცირესობაში დაგვტოვა: აბსურდულად გაუქმებული გოლი, როდესაც ფეხბურთელს მცველი ეჯახება და 30 მეტრში შემთხვევითი ხელით თამაში ფიქსირდება, რასაც გოლზე არანაირი გავლენა არ ჰქონია; მეტოქის გოლის ეპიზოდში ფეხი თავში ჩაარტყეს და VAR-ს მომენტი არც კი გადაუმოწმებია; და გაძევება, სადაც ლამინ იამალის მხრიდან აშკარა პროვოკაცია იყო – მსაჯს ორივესთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, მან კი ერთი გააძევა, მეორეს კი მხოლოდ გაფრთხილება მისცა. იყო ეპიზოდები, რომლებმაც მხოლოდ ჩვენ დაგვაზარალა”.

“სპექტაკლი 60 000 ადამიანის თვალწინ მოკლეს”

პელეგრინი ჯოვანი ლო სელსოს გაუქმებული გოლის მომენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და მსაჯების სიმკაცრე გააკრიტიკა:

“იყო ბევრი ორთაბრძოლა და უამრავი ჯარიმა, მაგრამ მოედანზე ორი ისეთი გუნდი იდგა, რომელთაც ფეხბურთის თამაში უყვართ და მსგავსი კრიტერიუმის გამოყენების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. კუჩო ბურთის მკერდით მიღებას აპირებს, მცველი მას ხელს ჰკრავს და ბურთი ხელზე კარიდან 30 მეტრის დაშორებით ეხება – ამას კარში გასულ ბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ეს ‘ბარსელონას’ მცველის ბიძგის შედეგი იყო. ასეთი გადაწყვეტილებები 60 000 გულშემატკივრის თვალწინ საფეხბურთო სპექტაკლს კლავს”.

11×11-ზე ბრძოლა და წითელი ბარათის ფაქტორი

ანდალუსიელთა დამრიგებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაკუნდო ბერნალის გაძევებამდე მოედანზე სრულიად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა:

“მატჩის ბალანსი უპირველესად სწორედ გაძევებამ დაარღვია და საბოლოო ტაბლოზე ისეთი სხვაობა დააფიქსირა, როგორიც გუნდებს შორის არ ყოფილა. სანამ 11×11-ზე ვთამაშობდით, ‘ბარსელონას’ თანაბრად ვეპაექრებოდით. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის. მათ კაცნაკლულ მეტოქეს ბოლო გოლები სწორედ ამ უპირატესობის ხარჯზე გაუტანეს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Aron
    Aron ახალბედა
    schedule 18 ოქტ 2026, 09:42
    #3

    მცველმა კრა ხელიო რო იძახის, როცა ბეტისმა პირველი თავით გაიტანა ზემოდან და უკნიდანაც ხელის კვრა იყო რბილად რო ვთქვათ, მაგრამ გოლი არ გაუუქმა მსაჯმა და ეგრეა, მაგას ორთაბრძოლა ქვია. ხელით რო გაიგდო ის ბურთი და მაგ შეტევას გოლი მოყვა ეგაა მიზეზი გაუქმების. გაგდებას რაც შეეხება, გაწევ გამოწევა ერთია და ჩარტყმა მეორეა, იქ არავინ ზომავს ეტკინა… არ ეტკინა… გაუტეხა თავი და ა.შ მოქმედება იწვევს გაძევებას და არა შედეგი… ისე 17-18წლის არ უნდა გჯობდეს პროფესიონალიზმში,იამალი მეტად დავაფასე… ვინისიუსმაც როცა მოქაჩა ქაჯივით და 4 მატჩიანი გაიჩალიჩა, არადა გოლისთვის საერთოდ არ ჭირდებოდა ეგ და არც რაიმე ტრავმა მიაყენა, მაგრამ დაისაჯა… აქეთ ბარსას წინააღმდეგაც ბევრჯერ იუხეშეს, ერთხელ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარა გაატარა მსაჯმა. მოკლედ ასე თუ ისე მსაჯმა ნამდვილად არ გააფუჭა თამაში და მითუმეტეს ბეტისის წაგება არაა მისი ბრალი, პელეგრინიმ პირველ რიგში ბერნალს მოთხოვოს…

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 18 ოქტ 2026, 09:09
    #2

    გაძევებამდე თანაბრად ვებრძოდითო, ბურთის ფლობას შეხედე გენიოსო.

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 18 ოქტ 2026, 09:07
    #1

    ხოო არააა ხელით რომ შეისწორა ბურთი კი არა და ხელით გაუკეთა პასი რომელსაც გოლი მოყვა რა თქმა უნდა არანაირი კავშირი გოლთან არ ქონია კიი მართალია, რომ არა მსაჯები ბარსა როგორ მოიგებდა ამ თამაშს, კიი აბა რაა