“ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟიულ კუნდე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” დამარცხების (1-2) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.
გაკვირვებული არ ვარ. დღეს “პარი სენ-ჟერმენმა” აჩვენა, რომ ევროპის ჩემპიონია… ისინი უფრო ძლიერები იყვნენ.
ვფიქრობ, პსჟ-ს, ბურთის ფლობის მხრივ, ფიზიკურად უპირატესობა ჰქონდა. ჩვენ ასევე პრესინგს წარმატებით ვერ ვახორციელებდით, როგორც გვინდოდა. დღეს ყველა ასპექტში ჩავარდნა გვქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ პსჟ-მა მართლაც შესანიშნავად ითამაშა.
დიდი ტექსტი გამომივა, მაგრამ ვფიქრობ წაკითხვად ღირს, თუკი რეალურად გაინტერესბთ გუშინ რა მოხდა და კლუბში რა მდგომარეობაა.
ჯერ ყველაფერი იმით დაიწყო რომ თამაშამდე ნიადაგი მოამზადეს, პსჟს ყველა გაეტრავმა და თუ წააგეს ეგ არაფერიო, ამ დროს კი ლამის ყველა ბარსას ფანი ბაქიბუქობდა ამათ მარტივად გადავუვლითო, ნუ ჯერ მარტო აქ ჩანს რა დონის დებილი ფანბეისიც გვყავს, ელემენტარული იმის გააანალიზება და ახსნა რომ არ შეუძლიათ თუ რა დონის დანაკლისით ვხვდებოდით ჩვენც და ზუსტად ეგ ფანბეისი იმსახურებს იმ თავზე გადმო*მას რაც ახლა ხდება.
რეალობა:
არავინ საუბრობს იმაზე თუ რამხელა დანაკლისია რაფინია, მითუმეტეს დიდ თამაშებში, ელემენტარული გუშინ ფიზიკურად დავიჩაგრეთ (რასაც მერე მივუბრუნდები) რაფინია კი ჩვენებიდან ყველაზე მეტს დარბის და აპრესინგებს. დაგვაკლდა ჩემთვის პირადად სუპერმენი კაცი – ჟოან გარსია, რომელიც უბრალო მეკარე არაა და ვინც თამაშებს უყურებს და აზროვნებს, იმასაც ხედავს რომ ჟოანი პრაქტიკულად მეხუთე მცველია, ტიპი რომელსაც უზუსტესი პასი, უმაგრესი გამოსვლები და ხაზზე უმაგრესი რეფლექსები აქვს, დაგვაკლდა ფიზიკურად მეორე ყველაზე ძლიერი ტიპი ფერმინის სახით, თან ამას ისიც ემატება რომ წელს ოლმო არაა ფორმაში და მინუს კაცია, შესაბამისად კაცნაკლული ნახევარდაცვით ვითამაშეთ, რეალურად არ გვყავდა იამალი, რომლის დაბრუნებაც აშკარად იჩქარეს და ტიპს ნახევარი საათის მერე აღარც ურბენია, დაგვაკლდა ბალდე, რომლის დაუფასებლობაც მიტყდება, მაგრამ უკვე ვახსენე რა დონის დებილი ფანბეისიც გვყავს და არ მიკვირს, ასევე დიდი დანაკლისია გავიც ,მისი ხასიათი გუშინ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თან თამაშის პროცესში იმდენი ურტყეს პედრის რომ ბოლოს მისი გაყვანაც გახდა საჭირო და აქ გავის ფაქტორი ძალიან დიდი იქნებოდა.
ანუ ჯამში მივიღეთ რა რომ:
არ იყვნენ რაფინია, გარსია, ფერმინი, იამალი, ბალდე, გავი და ბოლოს პედრიც, მაგრამ ამ მომენტისთვის ხალხი ამის ნაცვლად მხოლოდ იმაზე საუბრობს რომ პსჟს დემბელე, კვარა, დუე და მარკინიოსი არ ყავდა. და რა თქმა უნდა ეგეც უდიდესი დანაკლისია, მაგრამ მხოლოდ შეტევაში, აი რაშია განსხვავება, ანუ ბარსას ყველა რგოლში (მეკარე, დაცვა, ნახდაცვა და შეტევა) აკლია ხალხი, ხოლო სკამის სასტავი ფორმაში არაა, ამიტომ მივიღეთ ის შედეგი რომ ჩვენებიდან უდიდესი ტვირთი დააწვა პირველ რიგში ნახევარდაცვას სადაც 2 კაცით ვიყავით, შემდეგ ფლანგის მცველებს, სადაც მარტინი და კუნდე არიან.. და ამას დაემატა ის რომ შემტევებისგან მხოლოდ ტორესი აპრესინგებდა, რადგან იამალსა და რაშფორდს უბრალოდ არ შეუძლიათ და აი შედეგიც: ნახევარი საათის შემდეგ, ნახდაცვას უკვე აღარაფრის *რაკი აღარ ჰქონდა იმდენი ტვირთი ზიდეს და ინტენსივობა დავარდა. ამიტომაც წავაგეთ!
პსჟს შემთხვევაში რა თქმა უნდა სახელები მშვენივრად ჟღერს: ოო მათ ხომ დემბელე არ ჰყავდათ, მათ ხომ კვარა არ ჰყავდათ და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე ისაა რომ მათ ნაცვლად ვინებიც იყვნენ, ჩვენებისგან განსხვავებით იმდენად მაგრად აპრესინგებდნენ რომ ამან ნახევარდაცვას ბურთი მოუტანა, აი სადაა ძაღლის თავი დამარხული: პრესინგში!
დღემდე ბევრი იწუნებს ჰაი ლაინს და ბარსას დაცვას დასტირის, საქმე კი იმაშია რომ ჰაილაინი არაა უბრალოდ თამაშგარის მახე, არამედ პირველ რიგში ეგ გუნდს უფლებას აძლევს რომ მაღალი პრესინგი ითამაშოს, ბურთი სწრაფად დაიბრუნოს და თამაში აკონტროლს, ხოლო თუ ვინიცობაა და პრესინგმა ვერ გაამართლა, შემდეგ შემოდის თამაშგარის მახე და აი ახლა რაშია მთავარი პრობლემა: თუკი შემტევები სწორად ვერ აპრესინგებენ, ჯაფა ნახევარდაცვას აწვება და აი ისინიც თუ ჩავარდნენ, შემდეგ დაცვა დიდ გასაჭირში ვარდება, რადგან კონტრები სპონტანურობაზეა აგებული და არა პოზიციურ თამაშზე, ხოლო სპონტანურობაში ის იგებს ვისაც ყველაზე მაღალი აიქიუ აქვს, და მაგალითად სწორედ ამიტომაა არაუხო დებილი რომ ამ სისტემაში თავისივე აიქიუს გამო ვერ თამაშობს, არადა ყველანაირი მონაცემი აქვს, რადგან ამ სისტემას პირველ რიგში გამძლე და ჯანიანი ტიპები ჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ტვინის გარეშე უბრალოდ ნულია.
ხოდა თამაშს რომ დავუბრუნდეთ, შემტევებიდან პრესინგის *რაკი მხოლოდ ტორესს ჰქონდა (ამიტომაც მოხვდა ძირითადში) უბრალოდ ტორესსაც აკლია აიქიუ და თუ პრესინგში გეხმარება, ზატო შეტევების დროსაა დებილი, იამალი ტრავმის გამო ვერ დარბოდა, რაშფორდი კი ახლა სწავლობს სირბილს, ანუ ამ სისტემის დასამარება ჩვენივე ფეხბურთელებით იწყება, მივედით ნახევარდაცვასთან და აქაც ჯერ ოლმოა პირველი კაცი, ვინც უნდა აპრესინგებდეს, მაგრამ ოლმოს პრესინგზე ცუდი ძალიან ცოტა რამ მინახავს, შემდეგ მივდივართ პედრისთან და რა დონეზეც არ უნდა მიყვარდეს ფაქტია რომ პედრი არაა ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი, ეგ კი არა ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებელიცაა როცა მეტოქე მთელი ძალით მირბის და ამ დროს პედრი ქანცგაწყვეტილივით მოძუნძულებს, ამის შემდეგ მივდივართ დეიონგთან, რომელიც დაცვითი თამაშით არ გამოირჩევა, ხოლო სპონტანურობაში და მეტოქეების გარემოცვაში ხშირად ჩერჩეტდება, და მერე მივდივართ საწყალ დაცვასთან, სადაც *ვერებიანი ხალხია საჭირო და ამ დროს გვხვდება აკანკალებული მარტინი და კუბარსი, ისე კი კუნდესაც არანაკლებ აკანკალებს ხოლმე, აი ამიტომ იყო ინიგო დიდი ძალა რომ ლომის გული და გამოცდილება ჰქონდა რაც კუბარსისაც აგულიანებდა, ახლა კი რამდენჯერაც ჩვენს დაცვას მეტოქე უახლოვდება იმდენჯერ პირჯვარს ვიწერ..
და ფლიკის ბრალი რა არის:
ჰაილაინის გარდა სხვა ტაქტიკებიც არსებობს და არ შეიძლება მთელი ორი წელი მხოლოდ 1 ტაქტიკით გამოდიოდე და გეგმა ბ არ გქონდეს, რეალურად მხოლოდ ამით გვჯობნის პსჟ, სისტემურად შეკრული გუნდია და ტაქტიკიდან ტაქტიკაზე ძალიან მაგრად ეწყობიან, გუშინ პირველ ტაიმში ვაჯობეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, მათ კი ნახევრდაცვაში მეტობა შექმნეს, ხოლო ფლანგებიდან პრესინგი გაზარდეს, ამ პრესინგმა კი მეტობიან ნახევარდაცვას ბურთი მოუტანა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს რომ გადაგვიარეს, არადა რეალურად პსჟ-ს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ სისტემა შეცვალეს, მერე კი ფლიკმა ისეთი *ლეობებიც იკადრა როგორიცაა რაშფორდის და პედრის მოხსნა, არ ვიცი ტრავმის თუ გადაღლილობის გამო, მაგრამ ფაქტია სწორედ მანდ წააგო.
ერთი სიტყვით, ვიღაცები ლაპორტასა და ტრანსფერებს აბრალებთ, ვიღაცეები პსჟ-ს ადიდებთ, ვიღაცეებმა უკვე ჩამოწერეს ბარსა და ამით მხოლოდ იმას ამტკიცებთ რომ ფეხბურთს მხოლოდ ზედაპირულად უყურებთ.
რა თქმა უნდა ტრანსფერები გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ 2-3 ტრანსფერზეა საუბარი, ზატო ამხელა დანაკლისით რომ ვართ მაგას თვალს როგორ არ უსწორებთ?! მითუმეტეს როცა ამას ემატება მენტალური მხარე, ყოველ სამ დღეში თამაში, გადაღლილობა, სკამისა და გეგმა ბ-ს არ არსებობა, ხოლო თამაშის დროს ცარიელ კარში რომ ვერ იტან და ნახევრად ტრავმიანი ხალხის თამაში გიწევს, რა თქმა უნდა ასეთ *ლეობას ითამაშებ, აბა რა გგონიათ? რომ ეს ტიპები რობოტები არიან თუ რა პონტია, მერე კიდე ხალხი ისე იქცევა თითქოს ვიღაცა ტორპედოსთან წავაგეთ და თითქოს ეს პსჟ ნახევარი გუნდით გამოვიდა, არადა ძირითადიდან მარტო დემბელე და კვარა აკლდათ ისეთები ვისაც კარგი ტიპებით ვერ შეცვლიდნენ, თუმცა მათ ნაცვლად ვინებმაც ითამაშეს, ძალიან კარგად გაისარჯნენ ჩვენებისგან განსხვავებით, ამიტომაა რომ სახელები არაფერს ნიშნავს, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია და პირველ რიგში სისტემა იგებს. ხოლო ჩვენი სკამის ხალხი შეიძლება სახელებით აღემატებიან მათი სკამის ხალხს, მაგრამ იმათი სკამის ხალხი ჩვენზე ჯანიანი და სისტემურია და იმის გათვალისწინებით თუ რა სისტემებითაც ვთამაშობთ, მათი ფაქტორი უფრო გადამწყვეტია.
და გამოსავალი რაშია:
პირველ რიგში ტრავმიანობის აღმოფხვრაში! წლებია ვაკვირდები და როცა ვი*ვამთ უმეტეს შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება რომ ძირითადიდან სულ მცირე 3 კაცი მაინც გვაკლია, წინა წელსაც ის შედეგი არ დაიდებოდა ძირითადის სასტავს სტაბილურად უტრავმოდ რომ არ ეთამაშა მთელი იანვარი-აპრილის პერიოდი, ხოლო როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სწორედ მაშინ აგველეწა ჯერ ბალდე, მერე ლევანა, მერე კუნდე და ეგაა უპირველესი მიზეზი რატომაც გამოვვარდით ინტერთან. ჩვენი გუნდი სტილისტიკიდან გამომდინარე ზედმეტად დამოკიდებულია ძირითადი 11 კაცის თამაშზე, ხოლო როცა თვეები ერთი და იგივე ხალხი შეუცვლელად თამაშობს და მერე 2-3 კაცი ერთდროულად იმტვრევა, სერიოზული გარღვევა გვეწყება, რადგან სკამის ხალხი იგივენაირი კლასისა და შეთამაშების არ გვყავს და სპონტანურად უწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება, ამიტომაცაა რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი სკამიდან ძირითადში ვერავინ ვერ მკვიდრდება, რაც ყოველთვის პრობლემა იყო, ეთ ლისთ ამ 20 წლის განმავლობაში რაც მე ამათი გულშემატკივარი ვარ.
ასევე მეორე გამოსავალი ისაა რომ ფლიკმა *რაკი უნდა აწიოს და გეგმა ბ-ზე უნდა იმუშავოს, სადაც ჰაილაინზე აღარ ვიქნებით დამოკიდებულები და ბევრ სხვა გადაწყვეტებს დანერგავს,
სეზონი ახლა დაიწყო და ბევრი რამაა დასამუშავებელი, იმედია ეს მარცხი ისევე გამოგვაღვიძებს, როგორც ატლეტიკოსთან 2-1-ის მერე გამოიღვიძეს. შემადგენლობა კარგი გვყავს, პოტენციალი უდავოდ დიდი გვაქვს, მწვრთნელი ჭკვიანი კაცია და თან ისეთია, შემორტყმის რომ არ მოერიდება, ამიტომ პირიქით, ძალიან მიხარია რომ ამ სეზონის სტარტზე ბევრი ისეთი რამ ხდება რაც ჩვენს მინუსებს გვაჩვენებს და გამოსწორებისკენ მიგვითითებს, უბრალოდ მთავრია რომ გამოსწორება მართლა სცადონ, ხოლო დღის ბოლოს მაინც ტიტულებს ითვლიან დღევანდელობაში და გამარჯვებულებს აღარ ასამართლებენ, ამიტომ ყველაფერი წინაა, ამ ბარსასთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და სჯობს დასაწყისში შემოგარტყან ვიდრე ბოლოს.
30 წუთი ითამაშა მხოლოდ ბარსელონამ და კიდე ჰოო რაც გამოიკვეთა ცენტრს ვიჭერთ პსჟ დონის კლუბთან ესაა რომ შემსრულებლები გამოსირდნენ მომენტებს ვერიყენებენ და დაცვა კიდე ინიგო რომ არა ყველა მატჩი დაძაბულად წავიდოდა ბარსელონასი გოლების მხრივ.. მარცხენა წესიერი ვინგერი, ცენტფორვარდი, ცენტრმცველი, უეჭველი ჭირდება ამ ბარსელონას დანარჩენი სრულყოფილია ზამენიან ძირითადიანად
ფაქტია რომ მოერე ტაიმში ბარსამ დაუთმო
რაშუაშია იმალი? ტრავმიდან ახლა დაბრუნდა ბავშვია ჯერ და რა გაფუჭა გუშინ რომ? ბურთი ვერ მიქონდათ იამალამდე კუნდე დაცვიდან თავს ვერ ყოფდა ან იამალზე კარგად ვინ ითამაშა რო? რატო გადაეკიდე ამ
ბავშვს რას აშავებს ან აფუჭებს? ისეთი პასი დახატა ერთი ეგეთი პასი არ გაუკეთებია პსჟს .
Მარესკამ რომ წაკუზა ლუის ენრიკე და მისი პსჟ, სრული შემადგენლობით რომ იყვნენ და საუკეთესო ფორმაში, ამას რატომ არ აღნიშნა? Დააჭერინეს ლუჩოს იტალიური "სპაგეტი"? Და რა ქნა ენრიკემ მატჩის ბოლოს? Ღირსეულად ვერც კი მიიღო წაგება, ამ პსჟს ფლიკის ბაიერნის დედის დედას მოუკითხავდა, შედარება სასაცილოც კია. Ერთადერთი კლუბია ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში ბაიერნი რომელმაც ყველა მატჩი მოიგო რაც ითამაშა ძირითად დროში, რაზეა საერთოდ საუბარი? Სად ფლიკის ბაიერნი და სად ენრიკეს პსჟ? :)))
ერთადერთი "დამნაშავე" გუშინდელი ფიასკოს არის იამალი? თქვენ ფიქრობთ რომ სჯობს იამალი რეალში, პსჟში ან სადმე სხვა გუნდში თამაშობდეს? ცუდი თამაში ქონდა თითქმის ყველას და მათ შორის იამალსაც. მაგრამ ცუდმა იამალმა სამი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა, სხვასაც ამდენი რომ შეექმნა შედეგი სხვა გვექნებოდა. ვისგანაც არ ველოდი კარგ თამაშს ჟერარ მარტინი და გარსია, თავს გადაახტნენ და თავიანთი საუკეთესო ვერსია დადეს, რაშფორდიც კი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა ამ ფონზე
ერთადერთი პლუსი გუშინდელი თამაშიდან ისაა პრე და შემდგომი მოვლენბებით რო უკვე ფლიკიც ღიად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იამალისადმი …. ჩემი აზრით სიტუაცია ძაან დაიძაბება და კიდევ დიდი უბედურება ისაა რო არავინ ყავს ამალას ისეთი რო ჩაცხოს თავში და უთხრას როცა ყველა გეუბნება ჩაინიკი ხარ ბოლი უნდა ამოუშვაო
ხოდა ნელ ნელა უნდა გაეზარდოს დრო თამშიდან თამშამდე რო ჩადგეს ფორმაში და ვაბშეტამ გუნდს რო შეეწყოს თორე გუშინ რო შემოვიდა პაზლში ვერ ჩაჯდა საერთოდ
ასეთ პრესინგს ევროპაში ვერავინ თამაშობს, ფლიკის ბაიერნსაც კი წაკუზავდა ეს პსჟ. ასეთ პრესინგს ხავიესტა თუ გაუძლებდა სხვა ვერავინ. მსოფლიო საკლუბოზე უყურეთ რა უქნეს ბაიერნს, რეალს, დედა მოუ..ნეს პრესინგით. მოსნტრი შექმნა ენრიკემ და სულ არ ჭირდება ამ გუნდს თუნდაც დემბელე, ვინც არ უნდა იყოს მის ნაცვლად თავის საქმეს მაინც გააკეთებს. დღეს დღეობით ლუჩო ევროპაში საუკეთესო მწვრთნელია.
rivaldo80, კი აუცილებლად უნდა მიეცეს მეტი დრო მაგრამ ჯერ ჯერობით მეეჭვება მზად იყოს 20 წუთზე მეტის სათამაშოდ, ერთ წლიანი ტრამვიდან ეხლა დაბრუნება ბოლოს და ბოლოს
მაგის დაწერას ვაპორებდი ბერნალი უნდა გახდეს ძირითადის საყრდენი პედრია გასვლის მერე საერთოდ გაქრა დეიონგი.
დროა ბერნალს მიეცეს მეტი დრო ყველაზე მეტად ეგ გვჭირდება ნახევარ დაცვაში
მინდა გაგახსენოთ შარშანდელი მატჩი მონაკოსთან სადაც ზუსტად იგივე გუნდი იყო რაც გუშინ ზუსტად იგივე მიზეზებით წააგეს, დაჟე ისე ითამაშა მონაკომ ფლიკის მწვრთნელობა ეჭვ ქვეშ დადგა ეგრევე მაგრამ მერე სეზონის განმავლობაში რაც მოხდა ყველამ ვნახეთ…
ლაპორტას გაშვებას ვინ წყვიტავს?
ნუ გააჩემპიონეთ პესეჟე, ეგ იმის ფონზე ჩანს საუკეთესო გუნდი რო დანარჩენი გიგანტები ტრანფორმაციის პროცეში არიან, თითქმის ყველა დიდი გუნდი, დაიცათ ჯერ აქ პესეჟემ ტრაკში წიწაკა ამოისვა ისეთი ირბინეს წავლენ და ლიგა ერთში წააგებენ, გეუბნებით რაფინიას და ფერმი ლოპესის არ ყოფნამ განაპირობა ეს მარცხი მაგიტომ ვერ წარიმართა ჩვენი პრესინგი წარმატებულად, და ფლანგები რო ძლიერი ყავს პესეჟეს ეგ რათქმაუნდა, მაგან შეუწყო ხელი პესეჟეს, დემბელესთან ერთად უფრო იყო შანსი რო წაეგოთ, მაგრამ მე ის მაინტერესებს ამ გუნდად ვინც მიდის ყველას მერე უდგება და რახდება მაგას რით ავხსნით 😀😀
აზრი არ აქვს, აღარ არის ეს ჩავი-ინიესტა-მესის დროინდელი ბარსა და აღარც აღარასოდეს იქნება
დეონგი ჩამშლელად კარგია ვალენსიას დონის გუნდებთან, ჩვენ გვინდა ჩამშლელი რომელიც შეტევას ჩაშლის და ბურთსაც დაიჭერს, კარგი იქნება ვიტინიაზე იჩალიჩონ, სუბიმენდი გაუშვეს ხელიდან, მოკლედ ხელმძღვანელობა გვყავს კატასტროფა. ბართომეუს დროს რომ ფლიკი ყოფილიყო მინიმუმ 2 ლიგას დადებდა ეს კაცი ზედიზედ.
გამოხტება ეხლა ლაპორტა და ტრანსფერები არ გვინდაო დაიწყებს, ფერან ტორესი ბარსას მომავალიაო და რაღაც ბოდვებს მიაყოლებს როგორც ყოველთვის.
სამწუხაროდ ილუზიაა რომ ესენი ვინმეს იყიდიან ზამთარში იმედი ვიქონიოთ ზაფხულში იქნებ იყიდონ წესიერი ვინმე ეგეც საეჭვოა ბოლო წლების შემხედვარე
არვიცი რა ვთქვა ჯერ ჯერობით ახალი დაწყებულია სეზონი მაგრამ უკვე დაგვემტვრა ნახევარი კამანდა ძირითადი ვერ შეკრა ფლიკმა რო შეთამაშდნენ აი რაფა რატო დაგვაკლდა გუშინ არც იამალი არც რაშფორდი არ ადის პრესინგზე და არც დაცვას ეხმარებიან პედრის კიდე შეეტყო გუშინ დაღლა არ დაუსვენებია კაი ხანია ოლმოზე რა ვთქვა საზიზღრობაა დე იონგი კარგი კია ბურთის დაჭერაში მაგრამ სუფთა საყრდენი გვინდა სუბიმენდი არუნდა გაგვეშვა ხელიდან რაც შეეხება არაუხოს არ დაყენება შეცდომა იყო ჩემი აზრით ბოლო თამაშებია რო ეტყობა არაუხოს რო კარგად იდგა და მოხოდილია კუბარსის ძირითადი ჯერ ადრეა ასეთ დიდ გუნდებთან ჩემი აზრით კრისტენსენი არაუხოს დუეტი ჯობია ასეთ გუნდებთან რაც შეეხება ბალდეს ასე თუ გააგრძელა ამ სეზონში კიდე თუ დაიმტვრა მოგვიწევს ვინმე ახალი მცველის მოძებნა ფლანგის მარტინი კარგია კი დაცვაში მარა სისწრაფე აქ ნული რაც ცუდია გარსიასაც არუთამაშია გუშინ ცუდად პირველი გოლი კუბარსიმ თოხლა ზამთარში ეს გუნდი უნდა გაძლიერდეს თორე შეიძლება ლა ლიგაც დავკარგოთ და უტიტულოდ დავრჩეთ მე მეცოდება ფლიკი ამ ხელმძღვანელობის ხელში არაფრის მაქნისები რომ არიან ზამთარში ვინმე მცველი რო იყიდონ ამ შემტევი იჯარითაც თუნდაც გაასწორებდა სამწუხაროდ ეხლაც მოატყუებს სლე დეკუ და ლაპორტა ფლიკს და არავის დაიმატებენ ამ ზაფხულს ან მოუგდებენ ვიღაცას იჯარით და ვსიო მორჩა კინო და ასე აფერისტობით მეიგებს ლაპორტა არჩევნებს მიტო არ ბრუნდება გვარდიოლა ბარსაში რო იცის რა სლე ხელმძღვანელობა გვყავს ფლიკს რო ეხა ფული მიცა სასწაულ გუნდს შეკრავს მაგრამ 22 ფეხბურთელიდან 14 არის უკლასო და რაუნდა ქნას კაცმა როგორც ბაიერნმა გააქცია ფლიკი ისე გააქცევს ბარსაც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. იმედი მაქვს რეალს წავკუზავთ თვის ბოლოს და მეოთხედ ფინალში შევხვდებით პსჟ რევანშისთვის ძაან მინდა რო მოვუგოთ მაგრამ რავიცი ვნახოთ როგორ განვუთარდება სიტუაცია რეალის ფანები რო დაგვცინიან პსჟ მოგიგოთო თვითონ დაცვითი ეტალონის და სიმეონეს ავტობუსმა 5 გოლი გაუტანა დდდ