workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დეკუ – ხანდახან ფეხბურთელები იმას ასაჯაროებენ, რაც შიდა სამზარეულოში უნდა დარჩეს

დეკუ – ხანდახან ფეხბურთელები იმას ასაჯაროებენ, რაც შიდა სამზარეულოში უნდა დარჩეს

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ღიად ისაუბრა როგორც “ატლეტიკის” ვარსკვლავ ნიკო უილიამსზე და მის აგენტზე, ასევე გუნდის კაპიტან მარკ-ანდრე ტერ შტეგენზეც.

გერმანელი მეკარის მომავალი კატალონიურ კლუბში ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს ბარსამ “ესპანიოლიდან” ჟოან გარსია 25 მილიონ ევროდ დაიმატა, მაშინ როდესაც ტერ შტეგენი სრულ მზადყოფნაში იყო.

“მარკი შესანიშნავი მეკარეა, გუნდის კაპიტანი, რომელსაც კლუბში დიდი ისტორია აქვს. მაგრამ როცა იგი დაშავდა, გვქონდა პრობლემა – საკმარისი ალტერნატივა არ გვყავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდა მეკარე დაგვემატებინა, რომელიც არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალსაც უზრუნველყოფდა,” – განაცხადა დეკუმ.

დირექტორის თქმით, კლუბს არ დაუგეგმავს ტერ შტეგენის ჩანაცვლება და არც მისი გაყიდვის გეგმები აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის კლუბის სტრატეგიის მიხედვით მიიღება და არა კონკრეტული ფეხბურთელების ახსნით.

კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა თავად ტერ შტეგენის განცხადება, როდესაც მან სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაცხადა, რომ ზურგის ტრავმის გამო სამი თვით ჩამოშორდებოდა მოედანს. ამ ნაბიჯმა “ბარსელონას” გართულება შეუქმნა საგანგებო რეგისტრაციის წესის გამოყენებაში, რაც კლუბს საშუალებას მისცემდა ახალი მეკარე დაემატებინა.

“ფეხბურთელს თავისუფლება აქვს საკუთარი მდგომარეობა ახსნას, თუმცა ჩემი აზრით, ხანდახან ფეხბურთელები იმას აქვეყნებენ საჯაროდ, რაც შიდა საკითხად უნდა დარჩეს. ეს არ არის კონტროვერსია, მაგრამ სოციალურ ქსელებში სიტუაცია ხშირად იძაბება,” – დასძინა დეკუმ. 

ტერ შტეგენი, რომელიც 33 წლისაა, კვლავ განიხილება “ბარსელონას” ერთ-ერთ ძირითად ძალად, თუმცა ჟოან გარსიას მოსვლით კონკურენცია მეკარის პოზიციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 01 ოქტ 2025, 19:47
    #5

    ხოდა გაასხმევინეთ ეგეთ ფეხბურთელებს

  • Flying Dutchman
    schedule 01 ოქტ 2025, 10:39
    #4

    ნახვამდის მარკ-ანდრე)

  • Rick Sanchez
    schedule 01 ოქტ 2025, 08:55
    #3

    ციტატა: რომანი
    რა არის ეს 😐

    ბარსელონასთან მატჩამდე 4 დღით ადრე პარის სენ-ჟერმენის ტრავმირებულთა სია ❌❌❌❌❌❌

    ხვიჩა კვარაცხელია ❌
    უსმან დემბელე ❌
    დეზირე დუე ❌
    ბრედლი ბარკოლა ❌
    ჟოაო ნევეში ❌
    მარკინიოსი ❌
    ვიტინია ❌
    ფაბიან რუისი ❌

    ვინღა დარჩა პარის სენ-ჟერმენს აბა ჩვენთან სათამაშოდ??????? 😀😃😀😃😀😃😀😃😀😃😀😃😀😃😃😀


    დემბელეს, დუეს, მარკინიოსის და კვარას გარდა ყველა განაცხადშია.

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2025, 03:25
    #2

    ტერ შტეგენი რო არ არის მთლად სუფთა იქიდანაც ჩანს, რო გუნდიდან წზდულ ლეგენდაზე ლაპარაკობს. მესი არ იყო ჩემი მეგობარიო ამბობს გუნდის კაპიტანზე და იმით ახსნა, ფო ერთხელ დამიყვირაო. აი ხო უნდა მოსწრებოდა ეგ პუიოლს და ენახა რა არის დაყვირება.

  • vaiman . vamsdrane
    schedule 30 სექ 2025, 23:00
    #1

    გააჯმეინეთ ზამთარშივე და დამთავრდა კინო, თვით მესი არაა კლუბზე დიდი და ტერშტეგენი ვინ ჩემი დმიტრო ჩიგრინსკი არის.