რობერტ ლევანდოვსკის მომავალი “ბარსელონაში” გაურკვეველია. კატალონიური გრანდი უკვე ზაფხულისთვის ახალი თავდამსხმელის მოყვანას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელი ბომბარდირის დრო “კამპ ნოუზე” (ამჟამად “მონჟუიკზე”) დასასრულს უახლოვდება.
ლევანდოვსკის კონტრაქტი 2026 წელს იწურება და მას შემდეგ, რაც აგვისტოში 38 წლის გახდა, კლუბი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.
“მილანი” უკვე დაუკავშირდა ფორვარდის აგენტს, პინი ზაჰავის. იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ჰკითხა, რამდენად რეალური იყო მისი სერია A-ში გადასვლა. გარდა ამისა, კვლავ არსებობს საუდის არაბეთის ვარიანტიც, რომელიც მზადაა პოლონელს ფინანსურად შეუდარებლად დიდი შეთავაზება გაუკეთოს.
მიუხედავად ასაკისა, ლევანდოვსკი კვლავ რჩება ლალიგის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად. ბოლო სეზონში მან 42 გოლი გაიტანა, მიმდინარე კამპანიაში კი უკვე ოთხჯერ გაიტანა, მაშინაც კი, როცა სეზონის პირველ შეხვედრებში ძირითადში არ იყო.
“ბარსელონა” კი მომავალს გეგმავს და მთავარი მიზანი ახალგაზრდა და ენერგიული თავდამსხმელის მოყვანაა, რათა ლევანდოვსკის ეპოქის შემდეგაც გუნდის შეტევითი პოტენციალი მაღალი დარჩეს.
მომკალით და ალვარესში ბომბარდირს ვერ ვხედავ, რონელიც სეზონში 30-40 გოლს გაიტანს. კი ძალიან მაგარია პრესინგზე, მონდომებული და მებრძოლი ბიჭია, მაგრამ აქამდე ხულიანის როგორც ბომბარდირის პროფილი არ გვინახავს. ღმერთმა ქნას ბარსაში სხვანაირად გაიხსნას და ეგეც შეიძინოს
სუარესისნაირი ცენტრალური თავდამსხმელი უნდა ბარსას 9 ნომერი
სკამზე შეიძლება კიდევ ერთი წლით დატოვება, ფაქტია ტორესს 38 წლის ლევანდოვსკიც ჯობია.
თავისუფლად შეიძლებოდა ისე მოწყობა რომ მინიმალური, მაგრამ მაინც რაღაც თანხა მიეღოთ ამის წასვლით თუმცა სად სცალია დეკუს ასეთ წვრილმანებზე ფიქრისთვის.