“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი მარკ ბერნალი მძიმე ტრავმისა და ერთწლიანი უქმობის შემდეგ ბრუნდება. ივარაუდება, რომ 18 წლის ფეხბურთელი “ვალენსიასთან” მატჩისთვის თამაშის ნებართვას მიიღებს და შეხვედრის განაცხადში მოხვდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გეგმავს, ბერნალი ტრავმის მორჩენის შემდეგ განაცხადში პირველად დაასახელოს.
ბერანლმა გასული წლის 27 აგვისტოს “რაიო ვალიეკანოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში (1-2) ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მას შემდეგ მარკი უთამაშებელია.
წყაროს ცნობებით, ბერნალი დაბრუნებას უკვე დიდი ხანია მოუთმენლად ელის. მას ჟოან გამპერის თასზე 10 აგვისტოს “კომოსთან” გამართულ დაპირისპირებაში მონაწილეობა უნდოდა, მაგრამ ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელს მოცდა ურჩია და შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მინდა, 15 წელი ითამაშო და არა ერთი თამაში”.
რაიოს დედას შემოვევლე უეცრდ, ვერ ვიტან ამ თარს გუნდს.
ფლიკი ძალიან უფრთხილდება ყველას და სათითაოდ პერსონალურად უდგება ფეხბურთელებს. აი ესაა მწვრთნელი.
ადრეა ჯერ მაინც მგონი
ერთი თვის წინ უკვე მზად იყო უბრალოდ ფლიკი არ რისკავს და ძაან კარგს შვრება სეზონის მეორე ნახევრიდან უკვე ხოდზე უნდა იყოს ძირითადისთვის, ეს ტრავმა უკან კი დახევდა მაგრამ ბერნალს რაც მთავარია სათამაშო ინტელექტი აქვს ვერაფერს უზავდა ეგ ტრავმა ამიტომ შეილება ფიზიკურად ცოტა ნელი იყოს ბუსკეტსივით მაგრამ მჯერა თავის სიტყვას იტყვის❤️
ღმერთმა ქნას ამას ეშველოს და აღარ გაიტრავმოს!
აუ ეს ბიჭი მოიხოდოს და რადიკალურად შეიცვლება ნახევარდაცვა ძალიან გავძლიერდებით.
"მინდა, 15 წელი ითამაშო და არა ერთი თამაში".
ეს მაგარი გვყავს, მაგრამ რა ქნას ამ საცოდავმა მარტომ. სასტავის ვერა და ვერ დაუკომპლექტეს რაც მოვიდა.
არამგონია ამამ 15 წელი ითამაშოს, ყველაზე დედამოხბული ტრავმაა ეს. აგერ გავის კარიერა ფაქტობრივად განადგურდა, ღმერთმა ქნას ბერნალმა სრულყოფილად დაძლიოს.