ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარ ჯუნიორი კარიერის განმავლობაში უკვე ფლობს უზარმაზარ ქონებას, რომელმაც ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად აქცია, თუმცა Diario AS-ისა და RIC-ის ცნობით, იგი შესაძლოა კიდევ უფრო გამდიდრდეს – გაუთვალისწინებელი მემკვიდრეობის წყალობით.
რეპორტების მიხედვით, ბრაზილიელმა მილიარდერმა, რომელიც 31 წლისაა, დაუქორწინებელია და შვილები არ ჰყავს, საკუთარი ქონება მთლიანად ნეიმარს დაუტოვა. მემკვიდრეობის ოდენობა €726.4 მილიონს შეადგენს და ნეიმარის უკვე არსებული დაახლოებით €300-მილიონიანი ქონების გაორმაგებას ნიშნავს, რაც მას მილიარდერთა კლუბში მოათავსებს.
მრეწველის პირად მოტივზეც გახდა ცნობილი – მან განმარტა, რომ ნეიმარის მსგავსად თავადაც „სიძულვილისა და ცილისწამების“ მსხვერპლი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ ჰყავს, ფეხბურთელი „ნამდვილი ოჯახის ადამიანი“ არის. საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა ანდერძი უკვე ხელმოწერილია და ორი საბუთით დამოწმებულია.
ამასობაში, ნეიმარის მთავარი მიზანი საფეხბურთო ასპარეზზე დაბრუნებაა. 33 წლის თავდამსხმელი ცდილობს, კვლავ მოხვდეს ბრაზილიის ნაკრებში და ბოლო შანსი ჰქონდეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისთვის. კარლო ანჩელოტიმ ის მეორე მოწვევაში არ შეიყვანა, თუმცა ფეხბურთელი მზად არის, დაამტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
ზოგს რა მაგრად ახვევია
რაღა უჭირს აწი
ძალიან საინტერესო ისტორიაა, საერთოდ მდიდრებს რო უფრო უმართლებთ ვიდრე ღარიბ ხალხს ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა. იმედია ეს თამაშში არ შეუშლის ხელს.
მადლობა ძაან საინტერესო ინფორმაციისთვის
ოლა, ავტორებო თვლა ან გადამოწმება მაინც ისწავლეთ, ჯობია როგორ ვუყურო ის დადოთ. პ.ს გადავარტყი ნეიმარს და ანდერძის დამწერსაც, მეტი ინფო ვერ ნახეთ? 3 დღის წინ ამოაგდო რომელიღაც რეკლამამ…
ზოგს რა ბედი აქვს და მე კოკა კოლის გათამაშებასაც ვერ ვიგებ ტფუი…
31 წლისააო და რა სჭირს ტიპს საანდერძო?! იბრიდება თუ რა ხდება?
ზოგი რა ბედზეა გაჩენილი- არ გინდა, მაგრამ "ძალით გტენიან" მილიონებს::დდდ