ბარსელონამ ფერმინ ლოპესის შესაძლო წასვლის შემთხვევაში სარეზერვო გეგმა მოამზადა

ბარსელონამ ფერმინ ლოპესის შესაძლო წასვლის შემთხვევაში სარეზერვო გეგმა მოამზადა

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებს ძირითადად გასვლითი ტრანსფერების ფორმალობებით ატარებს, თუმცა ერთ-ერთი შესაძლო გარიგება შეიძლება მთლიან სურათს ცვლიდეს. საქმე ეხება 22 წლის შემტევ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს, რომელიც “ჩელსიში” ტრანსფერს განიხილავს.

კატალონიელებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ვოიცეხ შჩესნისა და რუნი ბარდგის რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ინაკი პენია წავიდა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალგაზრდა ფორვარდის იან ვირჯილის, გამოცდილი ნახევარმცველის ორიოლ რომეუსა და მცველის ექტორ ფორტის შესაძლო წასვლაზე (ფორტის შემთხვევაში – იჯარით). მათი წასვლა კლუბს თავისუფალ ადგილს გაუჩენს, რათა ზემოხსენებული სამეული საბოლოოდ დარეგისტრირდეს, თუმცა თუ ლოპესი მართლაც დატოვებს გუნდს და “ბარსელონა” მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ეს ნაბიჯი დაახლოებით 45 მილიონი ევროს თავისუფალ სივრცეს გაუჩენს ხელფასების ლიმიტში, რაც პრობლემებს ერთიანად მოხსნის.

“ბარსელონას” გეგმა ლოპესის გარეშე

კლუბი მის შემცვლელს სატრანსფერო ბაზარზე არ ეძებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” მზად არის 17 წლის დრო ფერნანდესს მიენდოს, რომელმაც ზაფხულის წინასასეზონო პერიოდში შთამბეჭდავად იასპარეზა და მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის სიმპათიაც დაიმსახურა. კლუბსა და სამწვრთნელო შტაბს სჯერა, რომ ფერნანდესი მზად არის ძირითად გუნდში გადასასვლელად.

სასტარტო პოზიციისთვის დიდი კონკურენცია

ლოპესისთვის გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო რთულია, რადგან მისი პოზიციისთვის გუნდში კონკურენცია ძალიან მაღალია. დანი ოლმო ითვლება ძირითად კანდიდატად შემტევ ნახევარმცველად, მაგრამ აქვე თამაშის უნარი აქვთ პედრის, გავისა და რაფინიასაც.

შესაძლო ალტერნატიული გეზი

თუ ხელფასების ლიმიტში საკმარისი სივრცე გაჩნდება, ვარაუდობენ, რომ “ბარსელონამ” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შესაძლოა დაცვის გაძლიერება სცადოს. სპორტული დირექტორი დეკუს ბოლო პერიოდში ორი წლის მანძილზე ნანატრი მიზნების აგენტებთან შეხვედრის დროს შეამჩნიეს. ამას ემატება ისიც, რომ კლუბმა მოულოდნელად დაკარგა ინიგო მარტინესი, რაც დაცვის ხაზში პრობლემას ქმნის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (20)

  • nika 54
    31 აგვ 2025, 15:30

    საქმე ეხება 22 წლის შემტევ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს, რომელიც "ჩელსიში" ტრანსფერს განიხილავს.
    რატო ჩელსიში, როცა ნიუკასლი ორმაგს იხდის.

  • araujo4
    30 აგვ 2025, 15:26

    ჩაკვდა საიტი

  • Pirat❤️💙
    30 აგვ 2025, 14:49

    იან ვირჯილი წავიდა დადეთ მაინც რამე ინფო ტრანსფერზე

  • OldMember
    30 აგვ 2025, 14:39

    განრიგი დაიდო ნიუკასლი გვაქვს პირველი გასვლაზე და მერე ეგრე პსჟ. რაღაც მხრივ კარგია ეგრევე ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაშები დასაწყისშივე რომ გვაქვს.

  • kuko
    30 აგვ 2025, 14:30

    მგონი გადარჩა გავი სერიოზულ ტრამვას რაც ეგონათ ის არ აღმოჩნდა და მარტო რაიოსთან გამოტოვებსო, მერე ხოდზეა ჩვეულებრივად. ეხლა ნუ.არცერთი ფეხბურთელის ტრამვა არ გვაწყობს ყველა ჰაერივით საჭიროა

  • Barca
    30 აგვ 2025, 13:46

    ვან ვირგილი როგორ გაუშვეს

  • PUIOL5
    30 აგვ 2025, 13:30

    გავის დედამოეხნა, ისევ ტრავმა იგივე მუხლზე სადაც იოგები გაიწყვიტა, ეს უკვე დიდი ფეხბურთს ვერ ითამაშებს, იგივეს ვიტყვი ბერნალზეც ამიტომ დროა გამოფხიზლდნენ და ჩამშლელი იყიდონ

  • Don_Andresito
    30 აგვ 2025, 12:10

    ციტატა: Barca for life
    მაგარი რაჭველები ხართ რა.. წესიერ რამეებზე მაინც დებდეთ სტატიებს, იმენა ჩამორჩენილები ხართ, არადა რამდენი ინფო დაიდროპა ჯერ მარტო დღეს..
    ჩელსიმ ფაკუნდო გაიფორმა ბრაიტონიდან რომელიც 10იანია და ეს უკვე 80-90% იმის მანიშნებელია რომ ფერმინმა უარი უთხრა, ასევე ფერმინმა ახალი ჩლს მაისურის წარდგენაშიც მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზეც ჩვეულებრივად დადის და დაიწერა რომ წესით დღეს იტყვის საბოლოო პასუხს. ნუ ამ ინფოებზე დაყრდნობით 80% რჩება და ბარსაზეც დაიწერა რომ 90ზე ნაკლებად არ გაუშვებენო.

    ასევე მარტინი დაარეგისტრირეს და რუნისა და შესნის რეგისტრაციაზე ითქვა რომ რაიოსთან თამაშამდე ეგეც მოესწრება იმის გამო რომ გარანტიის სახით 7 მილიონი წარადგინეს და თუ საჭირო გახდა კიდევ დაამატებენ მაგას.

    რაც შეეხება მცველის მოყვანას, არამგონია *ლე დეკუმ საერთოდ რამე გააკეთოს, ესეც მაგის მაქსიმუმ იყო რომ გარსია, რუნი და რაშფორდი მოიყვანა. ზატო ნახევარი ლამასია დაყიდა კაპიკებში და თურმე 48 მილიონამდე ასულა ჩვენი წლევანდელი შემოსავალი ბავშვებში, ეგ ვირჯილიც წავიდა უკვე 3.5 მილიონად მალიორკაში, რომეუსთანაც შეთანხმდნენ კონტრაქტის გაწყვეტაზე, პენიაც გაიჯარდა ელჩეში და ა.შ.
    მოკლედ თუ რამეს აკეთებთ, ხარისხიანად აკეთეთ!


    ჩელსიმ ფაკუნდოც იყიდა და ენცისოც. ორივე 10 ია მარა პირველ გუნდში არც ერთს არ გააჩერებენ და სტრასბურგში გააიჯარებენ ერთს, მეორეს სადმე პრემიერ ლიგაშI. ჩელსის ვისაც ყიდულობს ყველა რო პირველ გუნდში გააჩერონ გასახდელის ისე გაფართოება მოუწევთ არსენალის გასახდელამდე მივლენ. ფერმინმა თუ დაბრო უთხრა ეგრევე იყიდიან. მარა ჩელსი არასდროს იხდის თანხას ერთიანად, 3 ზე ან 4 ზე ყოფს. ამიტომ ხარჯავენ ამდენს და ამიტომ ვერ სცემს ხმას ვერავინ. ერთადერთი ვარიანტი ფერმინის გაყიდვის რაზეც თანახმა ვიქნებოდი თუ ნიუკასლი გაგვიცვლის ისაკში მარა ფულის დამატების ერთი ადგილიც არ გვაქვს. ერთი პროსტა გილე ფერნანდესი მეცოდება, ძალიან მაგარი ბიჭია და ფერმინის წასვლა მისცემდა შანსს წესით, დარწმუნებული ვარ საკადრისი ყურადღება მიაქციონ და ოლმოსაც აჯობებს და ფერმინსაც არაფრით ჩამოუვარდება. თU არავინ წავიდა ფიზიკურად არაა მაგისი ადგილი გუნდში და მიაყიდის დეკო 3 მილიონად როგორც ვირგილი გაყიდეს. გუნდი ტყიდან გამოქცეულ ნიკოში ჩადიოდა ასტრონომიულ თანხას, ლა მასიაში ყავდათ სწრაფი და ჭკვიანი გარემარბი გოლის ალღოთი, 3 მილიონად გაყიდეს და რაშდორდი მოიყვანეს. ვირგილში აღებული ფული რაშფორდის ხელფასის მესამედია

  • La Pulga10
    30 აგვ 2025, 11:34

    გავის ტრამვის ფონზე აღარ მგონია ფერმინკ გაიყიდოს

  • MESSI 2017
    30 აგვ 2025, 03:06

    გავის ტრამვა მიუღია თან იგივე მუხლზე და გაყიდონ ეგ ბიჭი სანამ დროა და არ შეგვრჩა ფატისავით შუშა პროგრესი 0 აქ ამხანაგურებში თითქოს რაღაც მარა ლალიგაში საშინელებაა

  • Barca for life
    30 აგვ 2025, 02:06

    მაგარი რაჭველები ხართ რა.. წესიერ რამეებზე მაინც დებდეთ სტატიებს, იმენა ჩამორჩენილები ხართ, არადა რამდენი ინფო დაიდროპა ჯერ მარტო დღეს..
    ჩელსიმ ფაკუნდო გაიფორმა ბრაიტონიდან რომელიც 10იანია და ეს უკვე 80-90% იმის მანიშნებელია რომ ფერმინმა უარი უთხრა, ასევე ფერმინმა ახალი ჩლს მაისურის წარდგენაშიც მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზეც ჩვეულებრივად დადის და დაიწერა რომ წესით დღეს იტყვის საბოლოო პასუხს. ნუ ამ ინფოებზე დაყრდნობით 80% რჩება და ბარსაზეც დაიწერა რომ 90ზე ნაკლებად არ გაუშვებენო.

    ასევე მარტინი დაარეგისტრირეს და რუნისა და შესნის რეგისტრაციაზე ითქვა რომ რაიოსთან თამაშამდე ეგეც მოესწრება იმის გამო რომ გარანტიის სახით 7 მილიონი წარადგინეს და თუ საჭირო გახდა კიდევ დაამატებენ მაგას.

    რაც შეეხება მცველის მოყვანას, არამგონია *ლე დეკუმ საერთოდ რამე გააკეთოს, ესეც მაგის მაქსიმუმ იყო რომ გარსია, რუნი და რაშფორდი მოიყვანა. ზატო ნახევარი ლამასია დაყიდა კაპიკებში და თურმე 48 მილიონამდე ასულა ჩვენი წლევანდელი შემოსავალი ბავშვებში, ეგ ვირჯილიც წავიდა უკვე 3.5 მილიონად მალიორკაში, რომეუსთანაც შეთანხმდნენ კონტრაქტის გაწყვეტაზე, პენიაც გაიჯარდა ელჩეში და ა.შ.
    მოკლედ თუ რამეს აკეთებთ, ხარისხიანად აკეთეთ!

  • kuko
    30 აგვ 2025, 01:35

    გავიზე იწერება ნაოპერაციები მუხლზე აქვს ტრამვაო

  • Fc Barca Batumi
    30 აგვ 2025, 01:25

    რაღა ფერმინს მიადექით?!
    დათა თუთაშხიადან:
    -ბაბა ფულიი.. გამოგდით!…
    ცოტაა გასაშვები?!
    ცალობით თუ ვერ ყიდით, ერთიანა კონა აბაზში მაინც გაუშვით!..
    მოკლედ ფერმინს ხელი არ დაედოს!!!

  • Bakero
    30 აგვ 2025, 00:46

    ტრავმიანი და ფორმაში არ მყოფი ოლმოს იმედზე გვტოვებენ მგონი ეს იდიოტები rage იმედია ჩავარდება ეგ (ფერმინის) ტრანსფერი

  • vaiman . vamsdrane
    29 აგვ 2025, 23:25

    სად ერეკლე და სად ჩემი 🖕 ეს ან ივარგებს ან არა, მე პირადად ვერაფერი სასწაული ვერ დავინახე ამ ბიჭში , მასე ჟერარ გუმბაუ ახალი ხავი იყო, სერჟი სამპერი კიდე ახალი ბუსკეტსი, მერე რა ვარსკვლავები გახდნენ კი ვნახეთ. არანაირად არ შეიძლება ფერმინის გაშვება, მითუმეტეს სუფთა ათი ნომერი არ გვყავს, ოლმოს იმედზე კიდე მე ვერ ვიქნებოდი, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო მაშინ არის ტრავმირებული.

  • Niclaus
    29 აგვ 2025, 23:16

    ჩემი აზრით საერთოდ არ არის კარგი გეგმა. ფერმინი სხვა დონის მოთამაშეა და უკვე მაღალ დონეზე დაამტიკცა თავისი შესაძლებლობები, დრო-ს კიდევ დრო დაჭირდება რომ თავდაჯერებულობა შეემატოს და ადაფტაცია მოახდინოს გუნდთან.

    თუ ამ სეზონში მართლა ლიგაზე ვაპირებთ გაწევას, ან ფერმინი უნდა შევინარჩუნოთ, ან ისეთ თანხად გავყიდოთ რომ შესაბამისად გავძლიერდეთ, რაც სატანსფერო ფანჯარის დასრულებამდე 2 დღით ადრე არარეალურია.

    ასე რომ შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, ჩემი აზრით.

  • barselona♥️💙
    29 აგვ 2025, 22:43

    მიქაუტაძე ოფიციალურად ვილიარეალის ფეხბურთელია

  • LEVANII
    29 აგვ 2025, 22:22

    Რავიცი დროს რო შანსი მიეცეს კი ძალიან კარგი იქნება მაგრამ ეს უფრო სამომავლო პროექტია დღესდღეობით ფერმინის დაკარგვა საგრძნობლად შეასუსტებს ნახევარდაცვას რადგან ოლმოს ვერ დავეყრდნობით მთლიან სეზონში არც რაფინიას ათიანობა არ მგონია რო კარგი იყოს. ძლიერ გუნდებთან ფერმინი უფრო გამოსადეგია ვიდრე ოლმო არ მგონია რო სათამაშო დროის ნაკლებობა ჰქონდეს ამ სეზონში და თუ ფულს დახამდა და მაგიტო წავიდა ჩელსიში მაშინ გზა მშვიდობისა ეგეთი ტიპები არ გვჭირდება გუნდში

  • Rick Sanchez
    29 აგვ 2025, 22:19

    ჩელსიში მეცოდება ფერმინი, ნიუ კასლმა მაინც იყიდოს ცოტა უფრო დალაგებული გუნდია.