რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” მარჯვენა მცველი ჟიულ კუნდე “ბლაუგრანასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, დღეს კი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის საჯარო ცერემონია გაიმართა.
ფრანგმა ფეხბურთელმა “ბარსასთან” კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა.
კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან მარტივი იყო, რადგან კლუბს და მე ერთი და იგივე სურვილი გვქონდა. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი ოცნებაა, ტიტულები კიდევ მოვიგო.
გაგვიმართლა, რომ ისეთ გუნდში ვიმყოფებით, სადაც იცი, რომ ყოველ სეზონში ტიტულებისთვის იბრძოლებ. გასული სეზონი ძალიან კარგი იყო. ყველაფრის მოგება ვერ შევძელით, მაგრამ წელს მეტისკენ მივისწრაფვით. შესაძლოა, უფრო წარმატებული სეზონი გამოვიდეს.
გამორჩეული მომენტები? “ესპანიოლთან” მოპოვებულ ჩემპიონობას და რა თქმა უნდა, “რეალ მადრიდთან” ესპანეთის თასის ფინალს გამოვარჩევდი. გარდა იმისა, რომ მართლაც შესანიშნავი მატჩი შედგა, 116-ე წუთზე გოლის გატანა მოვახერხე და გუნდს მოვაგებინე, რაც განსაკუთრებული იყო.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავს უფრო და უფრო კომოფრტულად ვგრძნობ. ყველაფერი მწვრთნელის სურვილზეა დამოკიდებული.
ფანები ყოველთვის კარგად მეპყრობოდნენ. ეს სასიამოვნო და დასაფასებელია. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს უფრო გავახარებ.
ვცდილობ, ყოველ სეზონში უკეთესი ვიყო. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ ერთ მათგანს რომ ვირჩევდე, ნაკლები გოლის გაშვებას ვიტყოდი.
– განაცხადა კუნდემ.
ოფიციალურად სირზე მოიბამ ლაპორტამ კლუბსი მთავარი ლოზუნგი და სტადიონზე mes que un Club აღარ ეწერება😀 მარტო ამის გამოა გასაგდები გუნდიდან ეს ღორი
ბაზარი არაა, წყალი ყველა დირკაში გასდის, მეორე იარუსის ტრიბუნა დატბორილია.
ლაპორტას არჩევნები როდისაა ტრანსფერებს ზაფხულში უნდა ველოდოთ თუ ზამთარში
ლაპორტას დდშვც რა უქნა კაპნოუს, როგორ საცოდავადაა გაუბედურებული🥲🥲 მოსწრებაზე არიან ახლა და სად რას აფუჩეჩებენ კაცმა არიცის.
ჩვენი მოდნიცა ბიჭი
Barca,
28 ში
წილისყრა როდისაა? ჩემპიონთა ლიგის
ძალიან კარგი
ფრენკიმ აგენტი შეიცვალა და უფრო სწრაფად წავიდა კონტრაქტის საქმე, მას ხელფასი ეზრდება 9 მილიონამდე ხელზე, რაც ნიშნავს რო ბარსა 16-17 მილიონს გადაიხდის ოღონდ ის დათანხმდა ხელფასის გადავადებას, კონტრაქტი 2028 წლამდე გაუგრძელეს კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.
ფრენკი მალე გაახანგრძლივებს და როგორ AS წერს ხელფასსაც შეიმცირებსო.
სიახლეზე მეტი რეკლამაა საიტზე სამწუხაროდ