დღეს “ბარსელონა” 2025/26 წლების სეზონს ოფიციალურად იწყებს. კატალონიური გუნდი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში “მალიორკას” სტუმრად დაუპირისპირდება.
ესპანური სპორტული გამოცემები აღნიშნული შეხვედრისთვის “ბლაუგრანას” სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ.
Sport: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კუბარსი, ბალდე, დე იონგი, პედრი, ფერმინი, იამალი, რაფინია, ტორესი.
Mundo Deportivo: ჟ. გარსია, კუნდე, არაუხო, კუბარსი, ბალდე, დე იონგი, პედრი, ფერმინი, იამალი, რაფინია, ტორესი.
AS: ჟ. გარსია, ე. გარსია, არაუხო, კუბარსი, ბალდე, დე იონგი, პედრი, ფერმინი, იამალი, რაფინია, ტორესი.
Marca: ჟ. გარსია, ე. გარსია, არაუხო, კუბარსი, ბალდე, დე იონგი, პედრი, ფერმინი, იამალი, რაფინია, ტორესი.
გამოცემები თითქმის იდენტურ თერთმეტეულს წარმოგვიდგენენ. აზრთა სხვაობა მხოლოდ დაცვის მარჯვენა ფლანგზეა. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ ამ პოზიციაზე ჟიულ კუნდე ითამაშებს, მადრიდელების აზრით კი, მარჯვენა მცველად ერიკ გარსიას ვიხილავთ.
ფლიკი ლაპორტას მოყვანილი არაა მერე ?
მაგარია თამადა, რაც არ უნდა ვთქვათ
კატალონიელი მიშა biggrin.gif
წინა სეზონთან შედარებით აშკარად დასუსტებულია შემადგენლობის მხრივ
არაუხოს და შტეგენის ყოფნაა მთავარი სისუსტე
ტრანსფერები რაც გაკეთდა არაა ცუდი, ძირითადი ბირთვი მაინც ის იქნებოდა ვინც შარშან იყო მთავარი ფიგურა
არაუხოს რომ ვხედავ სასტავში გული მერევა
არვიცი რამდენად სწორი თქვა გუშინ კომენტატორმა ჟირონას მატჩზე, ლა ლიგა აპირებს ახალი წესი სემოიღოს ვარ-ისთვის რაც ნიშნავს, რომ მატჩის განმავლობაში მწვრთნელებს ორ-ორი შანსი ექნებათ მოითხოვონ მომენტის გადამოწმება. თუ მწვრთნელი მართალი აღმოჩნდება მაშინ ის ორი ჩელენჯი ისევ დარჩება კიდევ გადასამოწმებლად. ახალი სეზონიდანო, მაგრამ დღეიდან თუ მომავალი წლიდან აღარ დაუკონკრეტებია ტიპს.
კარგია ჩინური რეალით დაწყება;
რეალ მადრიდი
რეალ სარაგოსა
რეალ სოსიედადი
რეალ ბეტისი
რეალ მალიორკა
რეალ ვალიადოლიდი
რეალ ოსასუნა
ყველასთან 6 ქულაა ასაღები (ნუ ზოგი სეგუდაშია, ვისთანაც იქნება სათამაშო, ყველასთან)
ვსო რაშფორდი დარეგისტრირებულია !!!! ბარსამ შემადგენლობა დაასახელა და შემდაგენლობაშია !!!!!
მთლად ადვილი გასეირნება არამგონია იყოს, მალიორკა კაი ავტობუსი გუნდია და საკმაოდ უხეში, საერთო ჯამში 3-0 მგონია. მეორე ტაიმში უფრო დავბომბავთ.
ივან ვირგილი განაცხადში არაა?