ვინ როდის ბრუნდება ჩავის განკარგულებაში

ვინ როდის ბრუნდება ჩავის განკარგულებაში

ჩავი ერნანდესს პირველი გუნდის ფეხბურთელები ნელ-ნელა უბრუნდებიან.

აქამდე გუნდთან ერთად ის მოთამაშეები ვარჯიშობდნენ, რომლებსაც მუნდიალზე არ უთამაშიათ, დღეიდან კი "ბლაუგრანას" კატარში მყოფი ფეხბურთელები ნელ-ნელა დაუბრუნდებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით დღეს ვარჯიშს განაახლებენ ჯგუფში ჩარჩენილი ფეხბურთელები - ანდრეას კრისტენსენი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

რობერტ ლევანდოვსკი ვარჯიშს ზეგ, 14 დეკემბერს დაუბრუნდება.

8 ესპანელს "სიუტატ ესპორტივაზე" 16 დეკემბერს ვიხილავთ.

ფრენკი დე იონგი, რაფინია და მემფის დეპაი 19 დეკემბერს დაგვიბრუნდებიან.

გუნდს ბოლოს შეუერთდებიან უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე. ისინი ჩავის განკარგულებაში 26 დეკემბრიდან იქნებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 დეკემბერი 2022 14:29
    2
    მესის მადლობა დეპაი და დე იონგი რო დროულად დაგვიბრუნა გუნდში.
    Culé [?]
    #1 12 დეკემბერი 2022 13:09
    7
    დემბელე დატოვეთ ყატარში მონად