ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–12 ტურის ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” და “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელებმა, ხოსეპ გვარდიოლამ და მარსელო ბიელსამ პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს შეხვედრის შესახებ.
“ბარსელონა” ყოველთვის არაჩვეულებრივ რაღაცეებს აკეთებს. კატალონიელებისგან ყოველთვის მოულოდნელს უნდა ელოდე. მათ თამაშში შესანიშნავი იდეები და განვითარება შეიმჩნევა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვფიქრობ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები. ტემპი მაღალი იყო და დაძაბულობა ყოველთვის შეიმჩნეოდა. ასევე ძალიან მიყვარს, როდესაც მოედანზე პატარ–პატარა ჩხუბები, წაკინკლავებები ხდება ხოლმე. რა შემიძლია ვთქვა მესიზე? ის ყველასგან განსხვავებულია. ნებისმიერ დროს შეუძლია აიღოს თამაში საკუთარ თავზე და კლუბს წარმატება მოუტანოს. არგენტინელზე ყველაფერი უკვე ნათქვამია და არაფრის დამატება არ შემიძლია. ის საუკეთესოა.” –განაცხადა ბიელსამ.
“აი ამას ჰქვია ფეხბურთი! ეს იყო ნამდვილი შოუ, სანახაობა! ბრწყინვალე მატჩი იყო და დიდი მადლობა 22–ვე ფეხბურთელს. ყოველთვის კარგია ისეთი დაპირისპირების ყურება, როდესაც ორივე გუნდი მოგებისათვის ბოლომდე იბრძვის. მარსელო ბიელსა შესანიშნავი მწვრთნელია და მისმა შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ ერთ–ერთი საუკეთესოები არიან. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, არასოდეს არ მიპაექრია ისეთ ძლიერ კლუბთან, როგორიც გუშინ “ატლეტიკი” იყო. რაც შეეხებათ ჩვენებს, კმაყოფილი ვარ მათი თამაშით. მესი ნამდვილად გამოსარჩევია, რადგან მან ამ სეზონში პირველად გაიტანა გასვლით შეხვედრაში და რაც მთავარია, მოგვიტანა 1 ქულა.” –თქვა გვარდიოლამ.