workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრუნდება, მაგრამ რჩება? ბერნალის ბედი ბარსელონაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ბრუნდება, მაგრამ რჩება? ბერნალის ბედი ბარსელონაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

“ბარსელონა” ბოლო კვირებში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს დაემშვიდობა – ანსუ ფატის და პაბლო ტორეს წასვლის შემდეგ შესაძლოა მორიგი ტალანტიც დაემატოს ამ სიას.

მიმდინარე ზაფხულს, კატალონიურმა გრანდმა ორი ფეხბურთელი დაიმატა: ჟოან გარსია და მარკუს რაშფორდი, რომლის ტრანსფერიც ოფიციალურად ოთხშაბათს დადასტურდა, თუმცა კლუბში მარკ ბერნალის დაბრუნებაც ახალ შენაძენად აღიქმება – 18 წლის ნახევარმცველი თითქმის მთელი 2024-25 წლების სეზონი გამოტოვა ACL-ის მძიმე ტრავმის გამო, რომელიც გასულ აგვისტოში მიიღო.

მას შემდეგ ბერნალი ინტენსიურად მუშაობდა აღდგენაზე და უკვე სრულ მზადყოფნაშია. ის მონაწილეობს კლუბის წინასასეზონო ვარჯიშებში, თუმცა სეზონის პირველ მატჩში მისი მონაწილეობა შესაძლოა ნაადრევი იყოს.

“რომა” და “ბეტისი” ბერნალით ინტერესდებიან

თუმცა სრულიად გამორიცხული არაა, რომ ბერნალმა “ბარსელონას” მაისურით საერთოდ ვერ ითამაშოს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იტალიური “რომა” დაინტერესებულია მისი გადაბირებით და უკვე დაამყარა კონტაქტი ლა ლიგის ჩემპიონთან ტრანსფერის თაობაზე.

ბერნალით ესპანური “ბეტისიც” არის დაინტერესებული, თუმცა ისინი კონკურენციაში უკანა პლანზე რჩებიან. იტალიური კლუბი აქტიურად ცდილობს მოლაპარაკებების დაჩქარებას, რადგან მარკ ბერნალს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მიუხედავად მისი ბოლო ტრავმისა.

აღსანიშნავია, რომ ბერნალის შესაძლო გასხვისება “ბარსელონადან” სერიოზულ სიურპრიზად ითვლება – კლუბის შიგნით ყველა მაღალი შეფასებით საუბრობს მასზე, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც. მისი საბოლოო წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია; თუნდაც იჯარით გაშვების შემთხვევაში, კლუბის გეგმაა, რომ ბერნალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს 2025-26 წლების სეზონში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 26 ივლ 2025, 14:40
    #8

    სტატიაში მიუთითე ხოლმე ინფორმაციის წყარო, რომ მშვიდად გავლანძღო ჭორების წერისთვის.

  • Rivaldo
    schedule 26 ივლ 2025, 00:48
    #7

    ციტატა: ინიესტა-8
    რა ორ აზროვანი სტატიაა?! ბერნალს ვინ გაუშვებს,რა სუსულელეა.


    აუფ ეგ, რომ სისულელეა რამით გვაღზღვევს?😅 ორ წუთში შემიძლია ამ გუნდის გაკეთებული უარესი სისულელეები ჩამოვწერო. დარწმუნებული ვარ შენც შელძებ.ასე რომ მე საერთოდ, აი საერთოდ არაფერი გამიკვირდება ამათგან. ნუ ერთადერთი რაც შედარებით გვაზღვევს არის არჩევნები გაისად. ისედაც 0 -ს ქვემოთ არის გასიებულის რეიტინგები და ავტორიტეტი და მართლა ყვერებში ცელის გამოსმა იქნება წინასაარჩევნოდ რომელიმე ნიჭიერი ახალგაზრდის დაკარგვა. ეგ მამშვიდებს თორე ამათი ნაჭამი ძღნერის თითოეული
    კოვზი ( რაღა კოვზი, ლაფატკა) მახსოვს🤬🤮

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 25 ივლ 2025, 19:42
    #6

    დასატოვებელია ულაპარაკოდ. იჯარა მაქსიმუმ

  • nika 54
    schedule 25 ივლ 2025, 19:30
    #5

    ძლივს ბუსკეტსის შემცვლელი ვიპოვეთო და რო მორჩა ეხლა უშვებენ.

  • Niclaus
    schedule 25 ივლ 2025, 18:38
    #4

    ამას სამუდამო ტრანსფერზე არავინ გაუშვებს, არც იმდენი ხელფასი აქვს რომ განათხოვრებით ავშენდეთ, ასე რომ დიდი ალბათობით არსდ არ წავა და ნელნელა მიიღებს სათამაშო დროს, როგორც გავი.

  • ინიესტა-8
    schedule 25 ივლ 2025, 15:02
    #3

    რა ორ აზროვანი სტატიაა?! ბერნალს ვინ გაუშვებს,რა სუსულელეა.

  • Don_Andresito
    schedule 25 ივლ 2025, 14:19
    #2

    ფლიკი ამას ძირითადის კაცად ხედავს დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ტანმაღალი კაცია ნახევარდაცვაში, ინტელექტი, პასის კულტურა, ყველაფერი აქვს, ტრავმები აღარ მიიღოს და ფრენკის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს რა გასხვისებაზეა ლაპარაკი.

  • Lasha Mamuladze
    schedule 25 ივლ 2025, 13:27
    #1

    ე ბიჭო თუ არ მიდის და საბოლოოდ მაინც რჩება სტატიის აზრს ვერ ვხედავ, მითუმეტეს ფლიკისგან ნდობა თუ აქვს და ტრანსფერებს ვერ დებს კლუბი რა თქმა უნდა რომ არავინ გაუშვებს, სხვა რა არი ახალი, მაგალითად კამპ ნოუს შესახებ, თუ ვერ ესწრება 2026 მდე, რომელ სტადიონზე იგეგმება თამაშები და ასე შემდეგ…