“ბარსელონამ” განაახლა ხელშეკრულება განელი ტალანტის, აბდულ აზიზ ისასთვის, რომელიც მომდევნო სეზონსაც “ბარსა ატლეტიკში” იჯარით გაატარებს. 19 წლის ფეხბურთელი უცნაური შემთხვევაა, რადგან გასულ სეზონში კატალონიურ კლუბში თითქმის არ უთამაშია.
აზიზი “ბარსელონაში” იჯარით გასულ ზაფხულს “დრიმიდან” გადავიდა და მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა ალბერტ სანჩესის ხელმძღვანელობით – სულ 26 წუთი. ეს მაშინ, როცა განის პრემიერ ლიგაში მას უკვე 61 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, სადაც 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მაისში, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდულ ნაკრებში ხუთჯერ ითამაშა, ოტო ადომ ეროვნული გუნდის პირველ შემადგენლობაში გამოიძახა და ტრინიდადისა და ტობაგოსთან 4:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში 30 წუთი დაუთმო.
“ბარსელონა” აზიზ ისას იჯარით დაბრუნებაზე შეთანხმდა
როგორც გამოცემა Sport იუწყება, “ბარსელონამ” აზიზის დაბრუნებაზე ახალი შეთანხმება დადო, თუმცა, სავარაუდოდ, მისი გამოსყიდვის ვარიანტი არ გამოიყენეს. გასული სეზონი მაისში მას აფრიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის გამო შეაწყვეტინა, სადაც ოთხჯერ ითამაშა და ერთხელ გაიტანა. მეოთხედფინალში მან მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მოიპოვა, თუმცა გუნდი ეგვიპტესთან პენალტების სერიაში დამარცხდა (ძირითადი დრო 2:2 დასრულდა).
გაურკვევლობა ტრანსფერის ღირებულების შესახებ
იმავე გამოცემის ცნობით, Ghana Soccer Net-ის ჟურნალისტი სადიქ ადამსი ირწმუნება, რომ “ბარსელონამ” უკვე გადაიხადა თანხა აზიზის ტრანსფერისთვის. მისი თქმით, თავდაპირველად კლუბმა 400 ათასი ევრო შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ ღირებულება 1 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს თანხა მხოლოდ იჯარის საფასურს გულისხმობს თუ არა, რადგან “ბარსელონამ” მხოლოდ ორი იჯარა დაადასტურა და მათი ღირებულება არ გაუმჟღავნებია.
კიდევ ერთი სეზონი “ბარსა ატლეტიკში”
გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აზიზი განის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და წარმატებებსაც აღწევს, თუმცა “ბარსა ატლეტიკში” მაინც უგულებელყოფილია. ახალ სეზონში კლუბის შვილობილ გუნდს ჟულიანო ბელეტი უხელმძღვანელებს და აზიზი ესპანეთის მეოთხე დივიზიონში ითამაშებს. ახალგაზრდა ტალანტი “ბარსელონას” ახალი პოლიტიკის ნაწილია – კლუბი ცდილობს იაფად მოიზიდოს პერსპექტიული ფეხბურთელები და შემდეგ მოგებით გაყიდოს.
ტებასის ხუშტურები ჩვენ გვეხება რეალს ხსნილი აქვს, უფასოდ იმატებენ ფეხბურთელებს კი მარა ვინ კითხულობს რამხელა ბონუსებს აძლევენ? ეგ არაა ხარჯი? ატლეტიკომ შარშან 100 მარტო ალვარესში გადაიხადა, იყიდა ლე ნორმანი 40 ად, სორლოტი და კიდე რამდენიმე კაცი, გალაჰერიც მგონი. 200 ის ფარგლებში დახარჯა და ყველა დაარეგისტრირა, როგორ?
როგორ და ჩვენ რო გრიზმანში 120 მილიონი მივეცით და უკან 25 მილიონად დაიბრუნეს აი ეგეთი საქმეების ჩარხვით. რამდენი ფეხბურთელი ყავს სერესოს უფასოდ წაყვანილი გახსოვთ?
ბართომეუ რომ ორმოს თხრიდა და მომცინარი სახით გუნდს მარხავდა, მაგის შედეგია ეგ
კანონი ბოლომდე იქაც არ კანონობს, თორემ ეგ სათვალებიანი მავნებელი ციხეში უნდა იჯდეს. ნეტა რატო არ უკრეს თავი? ვინმე დიდი ძია ხომ არ მფარველობს? საფუძველი საკმარისზე მეტი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც გარეთ დატოვეს.
კაი?
რას ჩალიჩობენ საერთოდ
ტებესი რაცაა ყველამ ვიცით,მაგრამ ტებესს დააბრალო ყველაფერი არის უსამართლობა.
ტებესმა უთხრა 37 წლის ლევანდოვსკის 33 მილიონი ხელფასი ჰქონდესო და დე იონგს 20 მილიონზე მეტიო, როკე მოიყვანო, რომელიც არ იყო მოსაყვანი?
რეალს იმიტომ არ ეხება ეს წესები ყიდის სარფიანად ფეხბურთელებს და არ უნიშნავს ასტრონომიულ ხელფასებს და სპონსორებთან მომგებიანი კონტრაქტები აქვს და ლიგები მოიგო და სტადიონიც მალე ააშენა.
ამ შემთხვევაში ყველაფერში დამნაშავე არის ბარსელონას ხელმძღვანელობა.
ტებასი ტებასია, მაგრამ იქ საქართველო არაა და კანონი კანონია, სასამართლოც სასამართლოა;
ბართომეუ რომ ორმოს თხრიდა და მომცინარი სახით გუნდს მარხავდა, მაგის შედეგია ეგ
ტებასის ხუშტურები ჩვენ გვეხება რეალს ხსნილი აქვს, უფასოდ იმატებენ ფეხბურთელებს კი მარა ვინ კითხულობს რამხელა ბონუსებს აძლევენ? ეგ არაა ხარჯი? ატლეტიკომ შარშან 100 მარტო ალვარესში გადაიხადა, იყიდა ლე ნორმანი 40 ად, სორლოტი და კიდე რამდენიმე კაცი, გალაჰერიც მგონი. 200 ის ფარგლებში დახარჯა და ყველა დაარეგისტრირა, როგორ?
მართალიხაარ . ნუუ ტებასს რო ბარსაა იმენაა არ ევასებაა და გაგიჟებულიაა რო ვიხოდებით ეგ ცალკე თემაა კიდე
მართალი ხარ ძმა 200 მილიონებს ჰაერივით იხდიან ინგლისის კლუბები და ჩვენ კიდე 60 მილიონზე მეტს ვერ ვიხდით,ტებასი არის იმენა აუტანელი ტიპი რეალს და ატლეტიკოს შეუძლიათ თავისუფლად რეგისტრაციაც და ტრანსფერებიც,ჩვენ 1:1 წესზე არ გვაბრუნებს და რეგისტრაციებზე სასამართლო თუ არ ჩატარდა გამორიცხულია ტებასი არ დაარეგისტრირებს ბარსელონას ფეხბურთელს.
ტებასის ხუშტურები ჩვენ გვეხება რეალს ხსნილი აქვს, უფასოდ იმატებენ ფეხბურთელებს კი მარა ვინ კითხულობს რამხელა ბონუსებს აძლევენ? ეგ არაა ხარჯი? ატლეტიკომ შარშან 100 მარტო ალვარესში გადაიხადა, იყიდა ლე ნორმანი 40 ად, სორლოტი და კიდე რამდენიმე კაცი, გალაჰერიც მგონი. 200 ის ფარგლებში დახარჯა და ყველა დაარეგისტრირა, როგორ?
მართალიხაარ . ნუუ ტებასს რო ბარსაა იმენაა არ ევასებაა და გაგიჟებულიაა რო ვიხოდებით ეგ ცალკე თემაა კიდე
ტებასის ხუშტურები ჩვენ გვეხება რეალს ხსნილი აქვს, უფასოდ იმატებენ ფეხბურთელებს კი მარა ვინ კითხულობს რამხელა ბონუსებს აძლევენ? ეგ არაა ხარჯი? ატლეტიკომ შარშან 100 მარტო ალვარესში გადაიხადა, იყიდა ლე ნორმანი 40 ად, სორლოტი და კიდე რამდენიმე კაცი, გალაჰერიც მგონი. 200 ის ფარგლებში დახარჯა და ყველა დაარეგისტრირა, როგორ?
პრემიერ ლიგის გუნდები რასაც აკეთწბ ტრანსფერებზეე რმხელა თვისუფლებაც აქვთ მაგის ფონზეე დანარჩენ ლიგებში რაც ხდება არის სრული მარაზმიი ლივერპული არსენალი ჩელსიი სიტი ყველა 300 მილიონს მაინც ხარჯავს ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზეე და თან ყველა ჩუმადაა უეფაა და ფიფაც ხმასარიღებს დებილი ტებასის ხუშტურებზე რომააა ყველაფერი . რა კრიზისი რის კრიზისი ყველაზე შემოსავლიანი კლუბია დღესაც ბარსაა და უაზროოდ ცდილობონ დასუსტებას ლივერპულსს როვუყურებ ნერვები მოგეშლებაა ტიპები რაცარუნდა მაგარი სეზონი ქონოდაა მაინც პსჟს გადაგდებულ ეკიტიკეში იხდიან 100 მილიონს. იქ ვირცი იყიდეს 130 მილიონად კერკეში ფრიმპონგი 50 მამარდა კიდიათ 0 შეზღუდვაა . მაგათზე კარგი წინა სეზონი ჩვენ გვქონდაა და რაა მაინც ნეხვშია კლუბი ბოლომდე. აიი მანჩესტერსს შევხედოთ კაი 20 წელიააა ნადგურდებააა კლუბიიი მილიარდები აქვთ წყალში გადაყრილიი და 80 მილიონებსს ისვრიან ეგენიიც კიდე აგე ეხლაა კუნიაა მბემუებში კარგიი რაა 😆.