workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პაბლო ტორე მალიორკაში გადადის

ოფიციალურად: პაბლო ტორე მალიორკაში გადადის

22 წლის ესპანელი ნახევარმცველი პაბლო ტორე კარიერას “მალიორკაში” განაგრძობს. “ბარსელონამ” ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. განცხადებიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ “ბლაუგრანა” ფეხბურთელის გამოსყიდვისა და მისი მომდევნო ტრანსფერიდან წილის მიღების უფლებას იტოვებს.

პაბლო ტორე “ბარსელონაში” 2022 წელს სანტანდერის “რასინგიდან” 6 მილიონ ევროდ გადმოვიდა. 2023/24 წლების სეზონი მან “ჟირონაში” იჯარით გაატარა, დანარჩენ ორ წელიწადში კი კატალონიელთა რიგებში 27 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 16 ივლ 2025, 19:27
    #9

    იმედია უკან დასაბრუნებელი გზა მაინც დაიტოვეს, რა იცი რა ხდება.

  • Rick Sanchez
    schedule 16 ივლ 2025, 02:00
    #8

    5 მილიონი იწერება არაოფიციალურად, რავი მინიმუმ 10ს აიღებდა სხვა ნებისმიერი კლუბი ამ ბიჭში.

  • MessiAbuTidze4848
    schedule 15 ივლ 2025, 15:48
    #7

    cruyff9, არანაირი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია ამ სეზონში და შესაბამისად არც არავინ გადაიხდიდა ტალანტში 15-20 მილიონს , რომელსაც დიდად დიდი არაფერი დაუმტკიცებია , აქ კაი ჯანდაბას არ ჰქონია დრო და შესაძლებლობა მარა ჟირონაში როცა იყო მაშინ უნდა აფეთქებულიყო

  • cruyff9
    schedule 15 ივლ 2025, 12:43
    #6

    ბიჭოო რანაირად არ უნდა გაყიდო ასეთი ფეხბურთელი მინიმუმ 15 მილიონად??ყველა ჩვენ რატო გვაგოიმებს

  • Rivaldo
    schedule 15 ივლ 2025, 00:44
    #5

    გაყიდიდნენ 4 მილიონად და უტყდებათ ალბათ თქმა🥹 ცოდოები🤮 აბა სხვა მიზეზი რა უნდა იყოს.

  • PAIN
    schedule 14 ივლ 2025, 22:06
    #3

    ოლიმპიკიდან რუნი გავიფორმეთ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მთელი ამბები… დაიტესტება პრე სეზონზე ვნახავთ რა შეუძლია, რატომ არაფერს წერთ ამაზე 🤚🏻

  • Don_Andresito
    schedule 14 ივლ 2025, 21:58
    #2

    ესეთ ხალხს გუნდები 20 მილიონებად ყიდიან

  • jacky iakovenko
    schedule 14 ივლ 2025, 21:57
    #1

    კარგია რომ გაიყიდა ეს, ცოდო იყო სკამზე … ცუდი ისაა რომ ძაან იაფად წაიყვანეს