დანი ოლმოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” მხოლოდ ორი მთავარი მოთამაშე დაიმატა და მესამე ახალგაზრდა ვარსკვლავი რუნი ბარდგი “ბარსა ატლეტიკიდან” – გუნდი მაინც “რეალ მადრიდზე” უკეთესად გაძლიერდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” კვლავ ხელფასის ლიმიტის ფარგლებს ცდება, მარკუს რაშფორდის და ჟოან გარსიას დამატება ოპტიმიზმს აჩენს. ოლმომ Cadena Cope-სთან საუბრისას გუნდის გაძლიერება ასე შეაფასა:
რეალ მადრიდსაც სურს საუკეთესო მოთამაშეები ჰყავდეს და ამ მხრივ კარგი ზაფხული აქვთ, მაგრამ ჩვენც გავძლიერდით და ვიტყოდი, რომ უკეთესადაც.
ოლმო მადრიდის გუნდებზე:
ოლმო შეეხო “ატლეტიკო მადრიდის” სერიოზულ აქტიურობასაც:
ყველა გუნდი ცვლის შემადგენლობას ზაფხულში თუ ზამთარში. არ გვაწუხებს, ვინ ვის დაიმატებს, რადგან უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე.
“ბარსელონას” ტრანსფერები:
-
ჟოან გარსია – €25 მილიონად ესპანიოლიდან
-
მარკუს რაშფორდი – იჯარით, ხელფასის ხარჯი: €14 მილიონი
-
რუნი ბარდგი – “ბარსა ატლეტიკი”
-
სუფთა ხარჯი – მხოლოდ €2 მილიონი (წასულ მოთამაშეებზე მიღებული თანხის გამო: პაუ ვიქტორი, ალექს ვალე, პაბლო ტორე)
“რეალ მადრიდის” დიდი ხარჯები:
-
ალვარო კარერასი – €50 მლნ
-
დინ ჰუისენი – €60 მლნ
-
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – €10 მლნ
-
ფრანკო მასტანტუონო – €45 მლნ (ზოგიერთი ცნობით საერთო ღირებულება €63 მლნ)
სუფთა ხარჯი – €165.5 მილიონი
“ატლეტიკო მადრიდი” – ყველაზე აქტიური:
-
8 ახალი დამატება, მათ შორის: კლემან ლენგლე, ხუან მუსო
-
გაყიდული: ლინო, მურინო, რიკელმე, კორეა
-
სუფთა ხარჯი – €85 მილიონი
ძირითადი შემადგენლობიდან, ერთი ფორავარდია ჩვენი პრობლემა და ერთი ცენტრალური მცველიც დაგვხატავდა
გისმინოს ღმერთმა, თუმცა მეეჭვება. რეალმა რამდენიმე ფეხბურთელი იყიდა ჩვენ კი მეკარე და ჩამოფასებული რაშფორდი ვიქირავეთ.
ბარემ ქოცების პარტიაში შედით
მანდ იციან ხოლმე ეგეთი ტყუილებით საკუთარი თავის და ხალხის მოტყუება
ჩვენ რომ გავძლიერდით, ისე გაძლიერდა მტერი!
რომ არა ლა მანსია და ფლიკი- მილანზე უარეს დღეში ვიქნებოდით.
სისულელე თქვა ოლმომ. ჩამოწერილი რაშფორდი, უცნობი ბარდჯი და ესპანიოლის მეკარე მოვიყვანეთ. რეალმა კი არგენტინის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი და ორი პერსპექტიული ესპანელი მცველი, რომლებმაც დაამტკიცეს უკვე, რომ მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში.
Რეალისგან განსხვავებით ჩვენ ძირითადი შემადგენლობა დაბალანსებული გვქონდა ფორვადის დამატება კარგი იქნებოდა მაგრამ რას ვიზავთ ეს ერთი წელი ვიქნებით ლევანას იმედზე ძირითადის მხოლოდ გარსია დავიმატეთ რაშფორდი და რუნი კი მეტ რესურს მოგვცემს შეტევაში აი რეალის საქმე კი ბუნდოვანია კი ვითომ დიდი შევსება აქვთ მაგრამ ის პრობლემები არ მოაგვარეს რაც ჰქონდათ კროოსის შემცვლწლი არავინ მოიყვანეს კვლავ და უკვე მოდრიჩმაც დატოვა გუნდი ასევე შეტევა ისევ ისეთი დაუბალანსებელი აქვთ როგორც ჰქონდათ ვინისიუსი მბაპე ორი ფეხბურთელი რომელიც არ თამაშობენ პრესინგს და არც დაცვაში ჩამოდიან დასახმარებლად ასევე არ დაიმატეს მარჯვენა ვინგერი და მოიყვანეს 17 წლის მასტანტუნო რომელიც არ არის კლასიკური ვინგერი და მისნაირი ისედაც ჰყავდათ გიულერის და ბრაჰიმის სახით ერთადერთი რაც გააძლიერეს დაცვის ფლანგებია მაგრამ ეგ საკმარისი არ იქნება მთლიანობაში ისევ ისეთი დაუბალანსებელი გუნდია რაც წინა წელს იყვნენ ამ ვითარებით ბარსელონა ცალსახა ფავოფიტი იქნება ლალიგის მოგების