ბარსას უილიამსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი ექნება – რივალდო

ბარსას უილიამსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი ექნება – რივალდო

“ბარსელონას” ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ ნიკო უილიამსი კატალონიური კლუბისთვის ძალიან სასარგებლო შენაძენი იქნებოდა.

ვფიქრობ, “ბარსელონას” უკვე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ, როდესაც ამ დონის მოთამაშე მოდის, ყველაფრის მოგების შანსები კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის, რაც “ბარსას” მთავარი მიზანია.

ვიმედოვნებთ, რომ უილიამსი “ბლაუგრანაში” გადმოვა.

– ციტირებს რივალდოს სიტყვებს Sport.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    05 ივლ 2025, 14:03

    "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ ნიკო უილიამსი კატალონიური კლუბისთვის ძალიან სასარგებლო შენაძენი იქნებოდა.

    ერთი დიდი მსახიობი და ამავე დროს საუცხოო ფეხბურთის დიქტორ-კომენტატორი გვყავდა ეროსი მანჯგალაძე, რა თქმა უნდა კოტე მახარაძესთან ერთად. დიდ თამაშებს მაგ. ოქროს მატჩს ორივე ერთად უძღვებოდა. მსახიობები იყვნენ და სიტყვებს რო იტყვიან ჯიბეში არ ეძებდნენ. თბილისში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ნახევარფინალი იყო და ერთი ბურთით მოგება გვინდოდა სტუმრად 0-0 ვითამაშეთ, მაშინდელი წესებით მხოლოდ მოგება გვინდოდა ან ისევ 0-0 და დამატებითი დრო. მატჩის ბოლო წუთი იყო და ანგარიში საყაიმო იყო 1-1 ეს ანგარიში კი სტუმრებს აწყობდათ. სწორედ ამ დროს პენალტი დაიდო ჩვენ სასარგებლოდ. ბურთთან გივი ნოდია მივიდა და სანამ წერტილზე ასწორებდა ეროსი ნოდიას აქებდა და ლამის ცაში აყავდა ჩვენი მებრძოლი, ბომბარდირი და ლამის ბომბდამშენი უძახა, დარტყმა იყვირა და მიაყოლა წადი შენი!!!! (ბურთი ერთი მეტრით აცდა კარს). ჰოდა ეხლა რივალდო თავის სიტყვებს ასე მგონია ეროსივით მიაყოლებდა წადი შენიიიი!!!!

  • Rick Sanchez
    04 ივლ 2025, 13:50

    ნიკო უილიამსი ვერასდროს მოიგებს დიდ საკლუბო ტიტულს, ეს რა ქნა ბიჭო, ეს რა გააკეთა🤣🤣