ანსუ ფატიმ “მონაკოში” გადასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც “ბარსელონაზეც” ისაუბრა.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ცვლილებები უკეთესობისკენაა. ამ სეზონში აქ ვიქნები, მაგრამ “ბარსელონასი” ყოველთვის მადლიერი ვიქნები, სადაც გავიზარდე და გამოცდილება მივიღე.
“ბრაიტონი” ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. ძალიან კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე და სასურველი სტაბილურობის შენარჩუნება ვერ შევძელი.
იმედი მაქვს, აქ ყველაფერი სხვაგვარად იქნება და სტაბილური ვიქნები. ყველაზე მთავარი ესაა და ბევრი თამაშის შესაძლებლობა, თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის.
მე და ლამინი “ბარსელონაში” ყოველთვის ერთად ვიყავით. აშკარაა, მას ძალიან ვუყვარვარ და ყველაფერს საუკეთესოს მისურვებს. წარმატებები თითქმის მთელმა გუნდმა მისურვა. ისინი კარგი ადამიანები არიან, რომლებთანაც ერთად “ლა მასიაში” დიდი დრო გავატარე. მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, განსაკუთრებით იამალს.
“მონაკოში” ფეხბურთით ისევ ვისიამოვნებ.
უკმაყოფილო რითი იქნები, ნაგვის მანქანის მძღოლის შვილი იყავი და ერთ სეზონში მესის მაისური მოგარგეს. იმის შემდეგ კი წლები მილიონებს ისე იღებდი, არც კი მოგრიდებია, მითუმეტეს რო არაფერში გუნდს არ გამოდგომიხარ.
ეჰ არადა რა იმედებით მოდიოდა
რამ დაგაქლიავა შე რეგვენო?!….
თუ გინდოდა ბარსა, რათ გამოდემბელდიიი…
იყავი ჩვენი შავი ბრილიანტი და.. გაქრი სადღაცა ჯანდაბაშიიიი?!…
წადი რააა…
ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ამ კაცს.
არადა უბრალოდ წარმოიდგინეთ ფორმაში მყოფი ეს კაციიი,ერთ ფლანგზე ფატი და მეორეზე იამალი🥶