“ბარსელონა” უახლოვდება ნიკო უილიამსის ტრანსფერის დასრულებას და შემდეგ სხვა პოზიციების გაძლიერებაზე გადაერთვება. ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მარჯვენა მცველის პოზიციაა.
ჟიულ კუნდე ბოლო 2-3 სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება, თუმცა ფლიკს ნაკლები ნდობა აქვს მის ალტერნატივებში. ახალგაზრდა ექტორ ფორტმა გასულ სეზონში მცირე სათამაშო დრო მიიღო და სავარაუდოა, რომ ზაფხულში კლუბს ან იჯარით დატოვებს, ან სრულად გაიყიდება გამოსყიდვის პუნქტით.
ასეთ შემთხვევაში, “ბარსელონა” აუცილებლად განიხილავს ახალ მარჯვენა მცველის დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კლუბს მარკ პუბილის მიმართ ინტერესს უკავშირებდნენ, ახლა ყურადღების ცენტრში დენზელ დამფრისი მოექცა.
“ბარსელონა” აკვირდება დენზელ დუმფრისს – გამოსასყიდი 25 მილიონი ევროა
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბარსელონა” ერთ-ერთი კლუბია, რომელიც “ინტერის” 29 წლის მარჯვენა მცველს აკვირდება. ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, მაგრამ მოთამაშის კონტრაქტში გაწერილი €25 მილიონიანი გამოსასყიდი ძალაშია უახლოეს კვირებში.
სწორედ ამ ვადის სიმცირე ქმნის სირთულეს – “ბარსელონა” ჯერ კიდევ ფოკუსირებულია ნიკო უილიამსის ტრანსფერზე და პარალელურად ცდილობს ფეხბურთელების გაყიდვით თანხების მობილიზებას.
დუმფრისის ბრწყინვალე მატჩები “ბარსელონას” წინააღმდეგ
“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის დამფრისი ნაცნობია – სწორედ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ, როცა ორ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და “ინტერმა” საერთო ჯამში 7 გოლი გაიტანა.
როგორც ჟიულ კუნდეს ალტერნატივა, დუმფრისი იდეალურად ერგება ფლიკის ტაქტიკურ ხედვას, თუმცა რთული იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება იმ მოკლე დროში, როცა გამოსასყიდი ჯერ კიდევ ძალაშია.
სეტანტა,
ჯერ დავიწყოთ იქედან რომ მე შენი ბიჯო არ ვარ და სანამ ფეხბურთზე დაიწყებ მსჯელობას
ჯერ ელემენტარული წესები უნდა იცოდე სოციუმში მოქცევის.
უცხო ადამიანს ეგრე რომ არ უნდა მიმართო ეგ უნდა ისწავლო ჯერ.
რაც შეეხება ამერიკას და ევროპას პრობლემა თავად ტურნირში არის და არა იმაში, რომ ამერიკაში ტარდება.
თითიდან გამოწოვილი ტურნირი, რომელიც ფიფას გარდა არავის სურდა.
ამერიკაში, რა თქმა უნდა ფეხბურთი არ არის პოპულარული, მაგრამ კარგად დაგეგმილ და პრესტიჟულ ტურნირებს უყურებს ხალხი და ისე ცნობისთვის ეგ ტურნირი ისეთ ქალაქებში ტარდება, სადაც ლათინო ამერიკელები არიან ბევრი და მაგათთვის ფეხბურთი ნ1 სპორტია.
1994 წელს როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში, დასწრების კუთხით (ადგილობრივებს ვგულისხმობ) პრობლემა არ ყოფილია; ასევე როდესაც ევროპული გუნდები ამერიკულ ტურნეს მართავენ ანშლაგებია ხოლმე.
ასე რომ, შენი არგუმენტი რბილად რომ ვთქვათ, სტერეოტიპულია და მეტი არაფერი.
ევროპაში ტვ-ში ყურების მხრივაც დაბალი მაჩვენებელი აქვს.
მოკლედ, პრობლემა არის თავად ტურნირში და არა ამერიკაში.
ალ ხალების და მალ ხალების და სამოყვარულო გუნდების ავსტრალიიდან, არავის აინტერესებს.
მარკეტინგული კუთხითაც ვერ შეფუთეს კარგად.
ელემენტარული იმდენი მიხვედრა უნდა ჰქონოდათ, რომ რადგანაც სანაკრებო ტურნირის ანალოგს აკეთებენ საჭიროა გრანდები თუნდაც ისეთები, რომლებისგან მხოლოდ სახელი დარჩა მაგალითად- ბარსა, ლივერპული, მილანი, მანჩესტერი და ა.შ ეს გამოიწვევდა უფრო მეტ ყურადღებას.
ხო, ისე ცნობისთვის ეგ ტურნირი პირველად 2000 წელს ჩატარდა ბრაზილიაში და არც იქ გამოუწვევია ძაან დიდი აჟიოტაჟი და რა გინდა თქვა ახლა ბრაზილიაში ფეხბურთი კიდიათ ?
შემდეგში ცოტა აზროვნებას მოუხმე და რაც მთავარია ზრდილობას.
ბარსასთან გაიგიჟა თავი, პსჟ-სთან ჩაისვარა
თან მინდა და თან არ მინდა☹️ ფაქტია 29 წლის არის, ორივე ფლანგზე თამაშობს და 25 ლიმონში ნაჩუქარია. პროსტა ფაქტია ძირითადში ვერ მოხვდება ბალდე და კუნდეა, თორე სკამზე ეს ფუფუნებაა ნებისმიერი გუნდისთვის. მოკლედ ჰერ ფლიკს შეეკითხონ ჯობია. ძია ტუ იტყვის მიყიდეთო უყიდონ. დღესდღეობით ამაში 25 მილიონი ნაჩუქარია. ზანგია, ჯანზეა და ერთი 3-4 წელი ცხენივით ირბენს😀
არსაიდან 100 მილიონი დაგვხატავდა არადა. ლევანას შემცვლელის ფულია მომავალ წელს boli.gif
რა ყლ##ე პრინციპით აარჩიეს გუნდები ამ საკლუბოზე ბიჯო :დდდდ
რაღაც ყლ###ობა ზელანდიური ოკლენდ სიტი არის და ბარსელონა, მილანი, ლივერპული, არსენალი, მანჩესტერი და მთელი როგო გრანდები არ არიან ამ მსოფლიოზე. პლიუს ამას ძაან დიდი სოცხე არის ამ დროს ამერიკაში.
უყ###ლევესი ტურნირი გამოვიდა საერთოდ არაა საფეხბურთო ატმოსფერო
არაა ამ ამერიკელების ეს ფეხბურთი და შეეცი თუ გინდა
ფულის გამო ინფანტინო საკუთარ დედას ახმარიებს მენავთობეებს 😡👌😃👌😡😡
ჩვეულებრივი ტავარნიაკი თამაშებია,სადაც მწვრთნელები ახალ იდეებს ტესტავენ. ეგაა და ეგ.
სეტანტა,
მომდევნო წელს ეგ ტურნირი არ იქნება.
ისეთი ფორმატში აპირებდნენ, როგორც სანაკრებო ტურნირია-ანუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარება.
ამერიკელები არაფერ შუაშია.
შუაგულ ევროპაში რომ ჩაეტარებინათ, მაინც ეგეთი ატმოსფერო იქნებოდა და ეგეთი უღიმღამო ტურნირი გამოვიდოდა.
ვახ ეხლა მოვედი სახლში და ეხლა გავიგე დიოგო ჟოტაზე და მის ძმაზე, ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ ოჯახს
Mascerano,
შეგიძლიათ ლოგიკური არგუმენტებით გვითხრათ რატომ არ გსურთ ნიკო ვილიამსი ბარსაში ?
სულ მის ძაგებაში ბრძანდებით და ასეთი რა დაგიშავათ ?
ფული ასესხეთ და არ დაგიბრუნათ თუ უფრო დიდი ცოდვა ასწევს კისერზე ნიკოს ?
ბარსელონას ადმინისტრაციას კიდე არ გაუკეთებია განცხადება ჯოტას ავარიაზე?
ყველმა გუნდმა დაწერა თითქმის
შეტევაში კარგია მგრამ დაცვაში დირკაა უსუსტესია.
ლიონი იშლებაო და მიქაუტაძე 15 მ ში რომ მოგვცენ არ ღირს ლევანას ზამენისთვის ?
ვინ მაგალითად?
სიტიმ მაგალითად შერკი დაიმატა 40მლ ნაკლები დაუჯდა, ჩვენ მაგის ადგილას კასტილა ლევანდივსკი გვყავს, (თუ ალვარესი მოყავთ მომავალწელს ჯანდაბას) რეალმა ტრენტი უფასოდ, ჰუისეინი მგონი 50 მლ დაუჯდა თან განვადებით, არადა წარმოიდგინე ცენტრში კუბარსი ჰუისეინი რომ გვეყოლებოდა, ნებისმიერ ორესინგს გაუძლებდენ., მასტანტუნოუც მაგარი დაიმატეს, მაგის ადგილას არ გვიჭირს მაგრამ გაასწორებდა კიდევ ერთი ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი. ლივერპულმა ვირტცი წაიყვანა, მაგას ჩვენ ვერ ვიყიდიდით ბაზარი არაა. ჩვენ მთელი ზაფხული ნიკოს უნდა ვსდიოთ რომელიც ან გაამართლებს ან არა, თან დრაკსაც ათამაშებს, მაგას გულით რომ უნდოდეს გადმოსვლა აგერ მაგალითი ოლმოა რომელიც ბოლოწამამდე ჯეროდა კლუბის. ახლა წინაწელთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ.
მარჯვნივ კუნდე და გარსია გვყვავს, ლანდრი ფარეც კარგი ბიჭია. მარცხნივ უფრო გვჭირდება კაცი და ზოგადად, თუ ფული აქვთ, ისევ შემტევი უნდა მოვიყვანოთ. ფორვარდი, ან ვინგერი. მანდ გვაკლია შემადგენლობის სიღრმე
ინტერი იშლება მგონი და ვინც დასათრევია ბასტონია ან ის მცველი შავკანიანი გერმანელი როა,
დეიგო ჟოტა დაიღუპა ავარიაში 😢😢
25 მილიონი არაა ბევრი, თან ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.
ამან ჩვენთან გაიგიჟა თავი და გახდა მესი თორე დიდი ისეთი არაფერი არაა,მითუმეტეს სკამზე არ დაჯდება და კუნდეს ცენტრში შემოწევა არევს სიტუაციას და დაიჩაგრება მეორე სართულზე,გვყავს გარსია შემცვლელად და თუ რამეა კანსელუც დავითრიოთ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში
ჯერ მოსაყვანი ვინ არის ის ვერ მოგიყვანიათ ეხლა დუმფრისზე გადარრთვნენ
ვინ მაგალითად?
სკამზე ეს არ დაჯდება და კუნდე მითუმეტეს, ეს ფლანგზე და კუნდე ცენტრალურ მცველად ვაბშე არევს დალაგებულ დაცვას, თან კუნდე არაა მაღალი მეორე სართულზე რომ ითამაშოს, პლუს კუბარსიც დაბალია და ორი დაბალი ცენტრალური მცველი ახლანდელ ფეხბურთში კატასტროფაა.
დუმფრიზმა ჩვენთან დადო კარიერის პიკი თუარა დიდი არაფერი არაა. მაინც არაქვთ მოყვანის დრაკი. გადაეკიდენ ნიკოს და ამასობაში თუ ვინმე ნიჭიერი იყო ყველა წაიყვანა რეალმა და სიტიმ