“სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერის” ბაზაზე აქტივობა ჩვეულ რიტმში გრძელდება და სამშაბათს ახალი სახეც გამოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიღებული შვებულების შემდეგ, ჟიულ კუნდე პირველ გუნდს დაუბრუნდა და სპეციფიკური სამუშაო შეასრულა.
ფრანგმა მცველმა ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ, პირველი სავარჯიშო სესია დაასრულა. ვარჯიში “ტიტო ვილანოვას” მოედანზე გაიმართა.
სესიაში მონაწილეობა მიიღო პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა მოთამაშემ, სარეზერვო გუნდის 13 ფეხბურთელთან ერთად. ესენია: ჰამზა აბდელკარიმი, ჩავი ესპარტი, ებრიმა ტუნკარა, ჟორდი პესკერი, არონ იააკობიშვილი, იკერ როდრიგესი, ორიან გორენი, ალვარო კორტესი, ბრიან ფარინიასი, ტომი მარკესი, ჟოფრე ტორენტსი, გილე ფერნანდესი და ტონი ფერნანდესი.
გუნდი ვარჯიშს ოთხშაბათს ორმაგი სესიით დაუბრუნდება.
forum კომენტარები (0)