“ბარსელონას” თავდამსხმელი ფერან ტორესი ახალ სეზონს მოუთმენლად ელის და პრესეზონს ნაადრევად იწყებს.
25 წლის შემტევის გასული სეზონის ბოლო ნაწილი აპენდიციტის ოპერაციის გამო გაუცდა და როგორც ჩანს, ის ახლა ძალიან მოტივირებულია.
Cadena SER-ის ინფორმაციით, ტორესი წინასასეზონო მზადებას უკვე შეუდგა. ის ფიზიკურ მდგომარეობაზე აქტიურად მუშაობს და უკვე 15 დღეა, ვარჯიშობს.
ფერანმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ვარჯიშის სურათები გამოაქვეყნა.
ნეტავ დონე არ დააგდოს და მშვენიერი ზამენაა ვისიც გინდა თავდასხმაში.
გამოთქმაა ასეთი (რომ გადათარგმნო) " წესრიგი ჯობნის (უგებს) კლასს " ფერან ტორესის შემთხვევაში მენტალობა ჯობნის კლასს ! უმაღლესი დონე ვერ არის მაგრამ სკამიდან მშვენიერი იყო ბევრიც გაიტანა და თამაშებიც მოგვაგებინა იმედია მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესი იქნება ვნახოთ
მემგონი ძირითადზეც ექნება პრეტენზია ამ სეზონში
თესლი კაცია ფერანი, შარშან 20-მდე გოლი შეაგდო, რაც სკამის ფეხბურთელისთვის უმაგრესი შედეგია, ბევრი მატჩი მოგვაგებინა და დაგვაქამბექებინა, ძირითადის დონე არ არის, მაგრამ სკამისთვის იდეალური კანდიდატია, ლევანდოვსკის შემცვლელი თუ არ მოჰყავთ, რაშფორდი მოიყვანონ მაინც შემადგენლობის სიღრმისთვის, სკამზე ფერანი და რაშფორდი რომ გყავს დიდი ძალაა უკვე.
სულ ეჭვებს ტოვებდა მარა ახლა ნამდვილად შეიძლება იმის თქმა რომ მეტ დროს იმსახურებს, მენტალობა რომ აქვ ეგ ისედაც ვიცოდით, იმედია ახალ სეზონში მეტ გოლს შეაგდებს კიდე
მიდი ძმი მოიხოდე თორე მარტო ლევანას იმედზე ვეღარ ვიქნებით შემოგვიბერდა ლევანგოლსკიც 😕