“ბარსელონა” აგრძელებს ფინანსური რესურსების მობილიზაციას და ცდილობს ფეხბურთელების გაყიდვით შემოსავლის გენერირებას. კლუბის რიგებს მალე დატოვებს აკადემიის პერსპექტიული ტალანტი – ნოა დარვიხი.
ორი წლის წინ, “ბარსელონამ” დარვიხი “ფრაიბურგიდან” შეიძინა 2.5 მილიონ ევროდ და მის მიმართ საკმაოდ მაღალი მოლოდინები არსებობდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში გამოირჩეოდა და ბევრს სჯეროდა, რომ ის კატალონიაში საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენდა.
ნოა დარვიხი “ბარსელონას” ტოვებს და გერმანიაში ბრუნდება
თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. დარვიხს “ბარსელონას” რიგებში ორი წლის განმავლობაში პირველი გუნდის შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია და ახლა კლუბის დატოვება ემუქრება. ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, დარვიხი გერმანიაში ბრუნდება და “შტუტგარტს” შეუერთდება.
“შტუტგარტი” დარვიხს მუდმივ კონტრაქტზე დაიმატებს – “ბარსელონასთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბუნდესლიგის კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა და საბოლოოდ, სასურველი შეთანხმებაც დაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” მცირე ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებს ტრანსფერის სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში არ იქნება შეტანილი არც გამოსასყიდი პუნქტი და არც რაიმე ფორმის მომავლის კონტროლი. შესაბამისად, კატალონიური კლუბი ფეხბურთელის მომავალზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა, მან “ლა მასიას” არაერთ ფეხბურთელს მისცა შანსი, თუმცა დარვიხი მათ შორის არ ყოფილა და როგორც ჩანს, ამ ტრანსფერით “ბარსელონა” საბოლოოდ თვლის, რომ ფეხბურთელის პოტენციალს ისეთ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, როგორც ადრე.
გარდა ამისა, მომდევნო სეზონში დარვიხის პირველ გუნდში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ რაფინია შემტევ ნახევარმცველად გადაინაცვლებს, ნიკო უილიამსის მოსვლის შემდეგ. ამ ფონზე, ტრანსფერი ლოგიკურად ითვლება ყველა მხარისთვის, თუმცა ფაქტი, რომ “ბარსელონა” კონტროლის უფლებას სრულად კარგავს, გარკვეულწილად, მინუსად უნდა ჩაითვალოს.
ფიზიკურად ვერაა
იყოს მინუსით თუ კარგად გადაიხდიან.
აუ რა იმედი მქონდა ამ ბიჭის და როგორც ჩანს საერთოდ ვერ გაამართლა, თორემ ფლიკი ამას არ გაუშვებდა, შანსი არ არის
გული დამწყდა
გაუშვან რატომაც არა ტყუილად არის გუნდში და სხვაგან აწყობს კარიერას აქ არაა მაგის ადგილი
ფლიკს რომ ეს ჭირდებოდეს არსად გაუშვებდა. ალბათ საკმარისი მონაცემები და ნიჭი ვერ დაინახა ამ ბიჭში და მაგიტომაც ტოვებს ბარსას.