workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ლეგენდა შესაძლოა ალ აჰლის მწვრთნელად დაინიშნოს

ბარსელონას ლეგენდა შესაძლოა ალ აჰლის მწვრთნელად დაინიშნოს

უკვე ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესი “ბარსელონადან” დაითხოვეს და ახლა ის სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას განიხილავს. 45 წლის მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო, ერთწლიანი შესვენება აეღო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ და ეს პერიოდი პრაქტიკულად დასრულებულია.

ახალი თავგადასავალი?

ამ ეტაპზე ჩავი იწყებს შემდეგი გუნდის შერჩევაზე ფიქრს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ის რამდენიმე ევროპულ და აზიურ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის, იყვნენ “მანჩესტერ იუნაიტედი”, “იუვენტუსი” და “აიაქსი”, თუმცა ახლა მისი მომავალი შესაძლოა იმ რეგიონში გაგრძელდეს, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობია.

“ალ აჰლის” ინტერესი

The Athletic-ის ცნობით, საუდის არაბეთის პროლიგის კლუბი “ალ აჰლი” ჩავის მწვრთნელად დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს. ჩავის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება კატარში, “ალ სადში” ჰქონდა და ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება მის კარიერაში ლოგიკური გაგრძელება შეიძლება იყოს. ამჟამად “ალ აჰლის” ხელმძღვანელობს მატიას იასლე, თუმცა მას უკავშირებენ “ლაიფციგის” პოტენციურ თავკაცობას. თუ იასლე კლუბს დატოვებს, ჩავი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება მის შემცვლელად, თუმცა კონკურენცია დიდი იქნება, მათ შორის, არის “ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელი ანჟე პოსტეკოღლუ.

ძველი ნაცნობების შესაძლო შეხვედრა

თუ ჩავი მართლაც გადავა “ალ აჰლიში”, ის ისევ იმუშავებს ფრანკ კესიესთან ერთად, რომელიც მას “ბარსელონაში” ჰყავდა, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტორებისა, სავარაუდოა, რომ ჩავი ისევ ევოპაში დარჩენას ამჯობინებს.

მომავლის მოლოდინში

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს ჩავი საქმიანობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის მზადაა დაელოდოს სწორ შესაძლებლობას – ამიტომაც არსებობს ვარიანტი, რომ ის 2026 წლის დასაწყისამდე არ დაბრუნდეს საქმეში. რაც არ უნდა მოხდეს, საინტერესო იქნება ჩავის საბოლოო არჩევანი, როცა დაბრუნების დრო დადგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივნ 2025, 14:53
    #10

    ტოტენჰემს არ უნდა ნეტავ? რატომღაც მგონია რომ ეს ორი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 ივნ 2025, 21:20
    #9

    ალ სადი არა გაბალა კიდე

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2025, 18:05
    #8

    მეც თავიდან კარგი მწვრთნელი მეგონა, მაგრამ როცა ფლიკმა იგივე სასტავით სასწაულები აკეთა ჩავიზე ძალიან დამეკარგა წარმოდგენა. ხშირად გამიგია, კარგი ფეხბურთელი იშვიათად ხდება კარგი მწვრთნელიო, ამის პირველი მაგალითი ხო თვით პელეა, გინდაც მარადონა. სხვათაშორის არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლო ბილარდო, ვინც 1986 წელს "ალბისელესტეს" მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო მომდევნო მუნდიალზე ფინალში ათამაშა, სპეციალობით ექიმი იყო.

  • me da barca
    schedule 16 ივნ 2025, 17:40
    #7

    დიდი პატივისცემის მიუხედავად არ მჯერა მე ამის მწვრთნელობის. არადა ყოველთის მეგონა ამისგან მაგარი მწვრთნელი დადგებოდა, თუმცა შევცდი.

  • MESSI 2017
    schedule 16 ივნ 2025, 16:40
    #6

    აქ ჩანს რა დონის <<ცენზურის დარღვევა>> მწვრთნელია❤️ ეგდოს არაბეთის კუნძულზე და იყოს მეტ დონეს ვერ უქაჩავს თავისი სამწვრთნელო სტილი

  • frenkie dejong21
    schedule 16 ივნ 2025, 15:51
    #5

    ჯერ ხო ძლივს წამოვიდა იმ არაბეთიდან და ახლა კიდე იქ ბრუნდება😃შეაკვდა ამ არაბებს

    არ ნდომებია ამას წესიერი სამწვრთნელო კარიერა და იყოს იმ აქლემებთან

  • Koundè 23
    schedule 16 ივნ 2025, 15:16
    #4

    ევროპაში ჯობია დარჩეს

  • Iniesta_8
    schedule 16 ივნ 2025, 14:21
    #3

    ციტატა: Visca barca
    ტოპ 5 ლიგის საშუალოზე მაღალი დონის გუნდი მოუხდებოდა რომელიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის


    ეგეთებს ხავი არ სჭირდებათ.

  • Barca
    schedule 16 ივნ 2025, 13:15
    #2

    ევროპაში დარჩეს და ისეთ გუნდში იქნებოდა კაი რომელიც ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს

  • Visca barca
    schedule 16 ივნ 2025, 12:40
    #1

    ტოპ 5 ლიგის საშუალოზე მაღალი დონის გუნდი მოუხდებოდა რომელიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის