workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ტოლედოს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

ბარსელონამ ტოლედოს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

bolt მოკლედ
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა და ჰანსი ფლიკმა ვარჯიშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტოლედოში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. ტრაგედიას, ბოლო მონაცემებით, 69 ადამიანი ემსხვერპლა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა და მისმა ფეხბურთელებმა დღეს, 29 ოქტომბერს, ვარჯიშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა ხსოვნას.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, ტოლედოს პროვინციაში მოხდა. იმ დროისთვის, როდესაც “ბარსელონამ” ოთხშაბათის დილის ვარჯიში დაიწყო, კატასტროფის მასშტაბები ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო. სწორედ ამიტომ გუნდმა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მომდევნო დღეს გამართა.

“ბარსელონამ” ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი ჯერ კიდევ ოთხშაბათს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებით გამოთქვა:

“ბარსელონა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტოლედოს პროვინციაში, ლოს-იებენესსა და ურდას შორის მომხდარი მძიმე სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა გამო. კლუბი თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ლამინ იამალმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

“ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა დაღუპულთა ოჯახებსა და ყველას, ვინც ტრაგედიის შედეგად დაზარალდა. ყველას დიდ მხნეობას გისურვებთ”.

ტოლედოში ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა. 29 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულია 69 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 180-ს აჭარბებს. მათგან 50 მძიმე მდგომარეობაშია, 10-ზე მეტის მდგომარეობა კი კრიტიკულად ფასდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი