საგა დაიწყო – დეკუ ნიკო უილიამსის აგენტს შეხვდა

საგა დაიწყო – დეკუ ნიკო უილიამსის აგენტს შეხვდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა – “ბარსელონა” “ბილბაოს” შემტევის, ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.

Sport-ის ინფორმაციით, დღეს “ბარსას” სპორტული დირექტორი დეკუ უილიამსის აგენტს, ფელიშ ტაინტას შეხვდა. შეხვედრა, რომელიც თავად ფეხბურთელის მოთხოვნით შედგა, საათნახევარი გაგრძელდა. ნიკოს “ბლაუგრანაში” გადმოსვლა სურს. დეკუმ 22 წლის მოთამაშის აგენტს რეგისტრაციის გარკვეული გარანტიები მისცა.

Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, რომ უილიამსი მზადაა, ხელფასი შეიმციროს და კატალონიური კლუბის მიერ გასულ წელს შეთავაზებულ ანაზღაურებას დასთანხმდეს – 12 მილიონ ევროს სეზონში.

ამ ზაფხულსაც – ნიკო უილიამსის საგა დაიწყო!

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (44)

  • me da barca
    15 ივნ 2025, 01:44

    31 აგვისტოს იტყვიან დროში ვერ ჩავეტიეთო.
    უმეტესობას აქ ფლიკის იმედი უფრო აქვთ ვიდრე ამისი.
    50/50 ან გაამართლებს ან არა. მოკლედ ლატარეაა ამის ყიდვა. ისე ბილბაო არაა მთლად ლეგანესი და სტატისტიკუ წესით უკეთესი უნდა ქონდეს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    14 ივნ 2025, 21:29

    უნდა მოვიყვანოთ აუცილებლად

  • Mascerano
    14 ივნ 2025, 17:56

    ციტატა: Bakero

    ციტატა: Mascerano

    ციტატა: ზურაბ
    ყველაზე გამართლებული ტრანსფერი იქნება ეს. თან ასეთისთვის 12 მ არის კარგი ჩვენთვის. ჩემი აზრით 80 მ ც ღირს ეს ფეხბურთელი . ისე რამდენს იხდიან. ამ ტრანსფერზე ვოცნებობ რადგან ვიცი ეს და იამალი რას უზავენ როგორც ჰაინკესის ბაიერნში რობენ რიბენი იყვნენ რომ აწიოკებდნენ ყველაფერს ზუსტად ასეთი შეტევა გვექნება თან როგორ მაგრა უგებენ ერთმანეთს


    იამალი კაი გასაგებია მაგრამ ნიკოზე მართლა ფიქრობ რომ რიბერის ნახევარი მაინც გახდება? უნიჭოა ტიპი უნიჭო, დემბელე ნიჭიერია მარა დებილი, ეს ნიკო დებილიცაა და უნიჭოც. დიასი შემდგარი ფეხბურთელია და თუ ლიგა გვინდა უნდა ვიყიდოთ შემდგარი ფეხბურთელები, ნიკოს მსგავს შლანგში 60მლ გადახდა არის ყველაზე დიდი სისულელე


    მართლა თვლი რომ ფერან ტორესს ნიჭი აქვს? ან იმ თავის საშუალო სათამაშო კლასს ასცდება ოდესმე ? მონდომებაზე ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე და პასუხისმგებლობაზე არ გელაპარაკები ეხლა! მის ბუნებრივ მონაცემებზე გეკითხები ! ერიკ გარსიას თუ ფეხბურთის სათამაშო ინტელექტი აღმოაჩნდებოდა იფიქრებდა ვინმე ? ორი სეზონის წინ ლენგლე 2-ს ვეძახდი ცოცხალ და მკვდარს ვაგინებდი პირადად მე ნახევარ საიტთან ერთად ! და ბოლოს ყველაზე ! ყველაზე ! ყველაზე მთავარი კაცი ! რაფინია ! აი მაგას ვერანაირ სიზმარში და ნირვანაში მყოფიც კი ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ! შეადარე სუპერ ტალანტი იამალის და რაფინიას შრომა ერთმანეთს ახლოს ვერ მივა იამალი კი არა მთელი გუნდი რაფინიას გაწეულ ვირივით შრომასთან მთელი სეზონის განმავლობაში ! ( ქართველებთან შრომა რომ არ ფასობს ეგეც ვიცი 66 წლის ასაკში wink ) რაფინიასგან რომ კაცი გუნდის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელს გააკეთებს შოკია რომელსაც ჰანსი ფლიკი ჰქვია ! აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ დღევანდელი მდგომარეობით ნიკო უილიამსი სამი ასოა (ნაკრებში რომ თამაშობს ეგ ჩემთვის იმას ნიშნავს რომ უკეთესი ვინგერი ესპანეთს არ ჰყავს !) მაგრამ იმ სამი კაცის (რაფინია/გარსია/ტორესი) გათვალისწინებით იმათ ფონზე ნიკო უილიამსი როგორც " გასაკეთებელი " მასალა " ბრილიანტია " ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ეხლა თორემ ტაქტიკურად სათამაშო ინტელექტით გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერებით (რწმენა თავის თავში და შესაძლებლობებში) უსუსტესია


    ფერან ტორესზე არასოდეს მითქვამს ნიჭიერიათქო, უბრალოთ მშრომელი ტიპია და სკამზე ნორმალურია, რავი ზამენაზე აბა ფენომენოს დონის ფორვარდი არ დგვიჯდება, ჩემი აზრით საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს ფერანი, შემოიყვან და რაღაცას მოგცემს, როტაციაშიც გამოიყენებ, ანალოგიურის თქმა შემიძლია გარსიაზეც, ზამენაზე ნორმალურია, რაფინიას რაც შეეხება არც ეგ გამოირჩევა რონალდინიოს ნიჭით მაგრამ ვირივით ძლიერია, დაუღლელია, თავდასხმა დაცვა ყველგან დარბის, პოზიციებს კარგად იცვლის, თამაშს კარგად კითხულობს, გოლის ალღოსაც არ უჩივის და რაც მთავარია პასი ჩაწოდებაც კარგი აქვს, მაგის მინუსი დრიბლინგია თუმცა სამაგიეროდ იმდენი პლუსი აქვს რომ ფარავს მაგ მინუს. ნიკოს ზამენისთვის თუ განიხილავ მაშინ იდეალურია მაგრამ არაა კლუბი იმ სიტუაციაში რომ 60 მლ გადაიხადოს სკამის ფეხბურთელში, ფლიკი მართლა ჯადოქარი ხოარააა რომ ყველა შლანგისგან სალამური გააკეთოს, ლიგის მოგება გვჭირდება რომ რეპუტაცია აღვიდგინოთ და ამიტომ ვფიქრობ რომ შემდგარი ფეხბურთელები გვჭირდება

  • Levani
    14 ივნ 2025, 17:37

    Ამას ძირითადში განიხილავთ? Ჩემი აზროთ შემტევი ტრიო არ უნდა შეიცვალოს რაფინია სადაც არის ისევ იქ უნდა იყოს სეზონის სტარტზე სანამ ოლმოს დაარეგისტრირებდნენ რამდენიმე თამაში ითამაშა ცენტრში მაგრამ არ მომეწონა მარცხენა ფლანგზე უკეთესია. შეიძლება ისე ვერ ამწვავებს როგორც ვინგერს ევალება მაგრამ უბურთოდ ძალიან კარგად მოქმედებს ფლანგიდან ცენტრში კაგად შემოდიოდა და ნახევარმცველებს უადვილდებოდათ მისი ერთიერთზე დატოვება ასევე კონტრებზეც ძალიან კარგი არი. ცენტრში მისი უნარები უფრო შეიზღუდება რაფინია არარის კლასიკური ათიანი. Ვუილიამს უფრო რეზერვისტად განვიხილავ რომელიც იამალს და რაფინიას შეცვლის