პირველივე სეზონში ტრიპლეტის (ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერ თასი) მოპოვების მიუხედავად, ჰანსი ფლიკს “ბარსელონაში” რამდენიმე საკადრო საკითხი მაინც გადასაჭრელი აქვს.
ფლიკი 2024/25 წლების სეზონში ძირითადად ერთსა და იმავე ბირთვს ეყრდნობოდა, რაც შედეგად იმათთვის “ლუსტრაციას” ნიშნავდა, ვინც სათადარიგოთა რიგებში დარჩა.
თუ ფერმინ ლოპესისადმი ინტერესს ფლიკი დაბლოკავს, პაბლო ტორეს მომავალი სულ სხვა მიმართულებით განვითარდება – ახალგაზრდა ნახევარმცველი მზადაა კლუბი დატოვოს.
ტორეს კრიტიკა ფლიკის მიმართ: “არ იყო სამართლიანი”
ახალგაზრდულ ნაკრებთან შეკრების დროს ტორემ ღიად ილაპარაკა იმაზე, რომ მას არასაკმარისი სათამაშო დრო მიეცა:
ვფიქრობ, ბევრად მეტი წუთი უნდა მეთამაშა. დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ფლიკი ჩემთან სამართლიანი არ იყო და ეს პირდაპირ ვუთხარი. როცა მინდორზე ვიყავი, არ ვთვლი, რომ თავი ცუდად წარმოვაჩინე. ეს მისი გადაწყვეტილებებია, მაგრამ ხშირად ვერ ვიგებდი, რატომ ვრჩებოდი თერთმეტეულს მიღმა.“
სამი კლუბი პაბლო ტორესთვის იბრძვის
ტორე აშკარად უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით კლუბში და მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება. შესაბამისად, “ბარსელონა” მზად არის მის გასაყიდად.
Diario Sport-ის ცნობით, “ვალენსია”, “სევილია” და “ოსასუნა” დაინტერესებულნი არიან ნახევარმცველით. მათ სეზონური იჯარის ვარიანტი განიხილეს, თუმცა “ბარსელონა” ამ წინადადებას არ დათანხმდება და მხოლოდ ფეხბურთელის სრულ ტრანსფერზე იქნება ყაბულს იმ პირობით, რომ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი ჩაიწერება.
ახლა ამას მოუნდა ფლიკისთვის ჭკუის სწავლება? ვერ ხედავს როგორი დატვირთული კალენდარი ქონდა ბარსას? ერთი თამაშიც კი არ გვქონია ადვილად მოსაგები, სულ წკიპზე ვიარეთ ჩემპიონობაზე.
კარგი ხარ პაბლო მაგრამ ამ გუნდში ამ ეტაპზე ზედმეტი ხარ