workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკმა ტერ შტეგენის გაშვება გადაწყვიტა! — ბარსას მწვრთნელი გერმანელით უკმაყოფილოა

ჰანსი ფლიკმა ტერ შტეგენის გაშვება გადაწყვიტა! — ბარსას მწვრთნელი გერმანელით უკმაყოფილოა

კატალონიური პრესის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გაყიდვა სურს, რადგან ბარსელონას მწვრთნელი თავისი თანამემამულის ქმედებებით იმედგაცრუებულია.

როგორც ირკვევა, ტრავმის მოშუშების შემდეგ, გერმანელი მეკარის აგენტმა დეკუს დაურეკა, რათა ეცნობებინა, რომ მარკი სრულად გამოჯანმრთელებული იყო და მან ინტერის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში თამაში მოითხოვა. რა თქმა უნდა, ჰანსი ფლიკმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც ტერ შტეგენი გუნდის საგულშემატკივროდ იტალიაში არ გაემგზავრა (მაგალითად, ჟიულ კუნდესგან განსხვავებით, რომელიც ტრავმირებული იყო).

გარდა ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობას დაგეგმილი ჰქონდა, რომ ლა ლიგის გასული სეზონის ბოლო საშინაო მატჩის (ვილიარეალთან) შემდეგ, საჩემპიონო ზეიმისას ფეხბურთელებს ქომაგებისთვის უნდა მიემართათ, მაგრამ ტერ შტეგენმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა და ეს ყველაფერი ჩაშალა. ბარსას მესვეურები ძალიან გაბრაზებულნი იყვნენ, რომ გერმანელმა 50 000 გულშემატკივარი არაფრად ჩააგდო – თასის აწევამდე ჰანსი ფლიკი და ჟოან ლაპორტა სწორედ მარკის საქციელს განიხილავდნენ.

კატალონიურ გრანდს სურს, ტერ შტეგენს პატივისცემით დაემშვიდობოს, თუმცა თავად გერმანელს სხვა გეგმები აქვს – მას მოლაპარაკებები არ აინტერესებს და წასვლაზე უარს იტყვის მაშინაც კი, თუ კლუბი კონტრაქტის გასაწყვეტად და კომპენსაციის გადასახდელად მზად იქნება. მარკის აზრით, “ბლაუგრანა” მის გასაგდებად მედიას იყენებს.

ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ ფლიკი გერმანელს წასვლაში დაარწმუნებს. ჰანსი ტერ შტეგენს აუხსნის, რომ მასზე იმედებს აღარ ამყარებს და მომავალი სეზონიდან პირველი მეკარე ჟოან გარსია იქნება (რომელსაც ბარსა ესპანიოლიდან გამოისყიდის), სათადარიგო კი – ვოიცეხ შჩესნი. იმ შემთხვევაში, თუ მარკი დარჩება, კოპა დელ რეიზეც არ ათამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკსა და ტერ შტეგენს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა, როცა ისინი ერთმანეთს გერმანიის ნაკრებში გადაეკვეთნენ, რადგან ძირითადი მეკარე მანუელ ნოიერი იყო. მას შემდეგ კი, რაც მარკმა ლაზარეთიდან დაბრუნების მერე სასურველი სათამაშო დრო ვერ მიიღო, ვითარება გაუარესდა. პლუს, ფლიკი ფიქრობს, რომ 33 წლის ფეხბურთელი მასზე ზეწოლას ახორციელებს.

ტერ შტეგენის კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში – ბარსელონა გერმანელს, ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ, 1 წლის ხელფასს შესთავაზებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • me da barca
    schedule 12 ივნ 2025, 08:35
    #14

    ზოგიერთი თავისი თანამემამულის დაკრიშვას დაიწყებდა, ფლიკი კი პროფესიონალია.

  • Asdfgj123
    schedule 08 ივნ 2025, 21:49
    #12

    აუ რა თამაში მიდის, არ უყურებთ ალკარასმა რა თამაში შემოაბრუნა

  • Don_Andresito
    schedule 08 ივნ 2025, 20:25
    #11

    შესნიზე 5 ჯერ დიდი ხელფასი აქვს მინიმუმ. არც მე მემეტება ესე გასაგდებად მარა ფაქტია დონე აღარ აქვს და ეს თუ მართალია ყველაფერი მაშIნ კია საცემი. ისე კონტრაქტის გაწყვეტაო, რეალი 20 მილიონად გაყიდიდა ტიპს. ესენი კიდე კაცს ვერ უშვებენ წესიერად.

  • Mariamk
    schedule 08 ივნ 2025, 16:54
    #10

    ციტატა: Asdfgj123

    ციტატა: Mariamk

    ციტატა: Asdfgj123
    ამაზე უკეთესი ეხლა ვინ გვყავს? შჩესნის სულ
    აჯობებს, თან 2 წლით პატარაა.. გერმანელს
    გერმანელი
    გაეგდო არ ვიცი რა

    და თვითონ რომ ასე ამაზრზენად იქცევა არაფერია??? ყოველთვის ქმნიდა გუნდში არასასურველ სიტუაციას, თუნდაც მესისთან უთანხმოება რომ გავიხსენოთ. გარსია რომ გაოფიციალურდება ფლიკი არ გააკარებს ძირითადს და ღირსიც იქნება. ასეთი ამაზრზენი საქციელით კი ვერასდროს ვერ გახდება ბარსას ლეგენდა. ინიესტამ, ჩავიმ, პიკემ და სხვებმა დატოვეს ბარსა როგორც ლეგენდებმა და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმეს, ეს ნაგავი კი ბოლო ორი წელია არაფერს აკეთებს, საშინელ ფორმაშია და ძირითადზე აქვს კიდევ პრეტენზია და აქეთ “ადალჟენიებს” აკეთებს თითქოს ვინმე იყოს დამნაშავე რომ თვითონ საშუალო დონის მეკარეც აღარაა. უნდა წავიდეს!!! ფლიკს 100%ით ვენდობი და მას თუ ურთულებს სამუშაო სიტუაციას ჯანდაბამდე გზა ჰქონია დაუნახავ შტეგენს


    ღმერთმა უწყის შიგბით რა ხდება და ვინ არის მართალი, მე როგორც მეკარე ეგ ავღნიშნე რომ ჯობია..

    გარსია კიდე რას იზავს რავიცი, ტიპი ესპანეგის სამ
    მეკარეში ვერ ხვდება..
    სადღაც ეწერა დონარუმა 40 მილიონიო..

    ნუ ახლა უნაი სიმონი, რაია და რემირო გარსიაზე გამოცდილები არიან და ასე თუ ისე ლოგიკურია რომ ვერ მოხვდა ნაკრებში, თან მხოლოდ ეს სეზონი ჰქონდა ნორმალური. ფაქტია რომ აქვს განვითარების და გაზრდის პოტენციალი.
    დონარუმას პსჟ არანაირად არ გამოგვატანს 40 მილიონად და თან დაიწერა რომ თვითონ სერია ა-ში სურს თამაშიო, ან საერთოდ არც დატოვებს პსჟ-ს.

    არ ვიცი, ფაქტია რომ ცვლილებებია გუნდში საჭირო, რაზეც სამწუხაროდ ვერ ვიწევით. ვერც შტეგენით, ვერც არაუხოთი და ვერც 38 წლის ლევანდოვსკით ფონს ვერ გავალთ, ამას პირველ რიგში ფეხბურთელები უნდა გრძნობდნენ და მიდიოდნენ და ცუდ მდგომარეობაში არ აყენებდნენ გუნდს მაგრამ ვინ მოგვცა ჩვენ ეგ ბედი

  • Vaxodimosi
    schedule 08 ივნ 2025, 16:46
    #9

    თქვენ მართლაა ფეზბურთს ჭურვში ხოარ უყურებთ კაცმააა კონკურეციაში შესასვლელად მზადვარო და არაა ძირითადი მინდაოო არუნდა წასვლა უყვარს გუნდი საუბარი უნდაა და არც ელაპარაკებიან ისე აგდებენ და ტოვებენ უგუნდოდ მეროვიყო ლაპორტას იმენა დაუშვებდი ამდენიხანი გუნდშიროვარ და ზამენაზეც არმსვავს მასეე სადააა გაგდება მთლად შტეგენს ნუმიაწერთ ყველაფერს ახლაა დააა ცოტაა იაზროვნეთ ლენგლეე როგეყოლება ტიპმა 5 გპლი გაუშვა ესპანეთთან გავიდადა დაუქამბექეს ვინ მეკარეს აბრალი რას აბრალი რაგუნდი ჟუტგლებით თამაშობდი ფეხბურთ რა ლიგის მოგება მილანზე ცუდი გუნდი ვიყავით იმენა

  • Asdfgj123
    schedule 08 ივნ 2025, 16:41
    #8

    ციტატა: Mariamk

    ციტატა: Asdfgj123
    ამაზე უკეთესი ეხლა ვინ გვყავს? შჩესნის სულ
    აჯობებს, თან 2 წლით პატარაა.. გერმანელს
    გერმანელი
    გაეგდო არ ვიცი რა

    და თვითონ რომ ასე ამაზრზენად იქცევა არაფერია??? ყოველთვის ქმნიდა გუნდში არასასურველ სიტუაციას, თუნდაც მესისთან უთანხმოება რომ გავიხსენოთ. გარსია რომ გაოფიციალურდება ფლიკი არ გააკარებს ძირითადს და ღირსიც იქნება. ასეთი ამაზრზენი საქციელით კი ვერასდროს ვერ გახდება ბარსას ლეგენდა. ინიესტამ, ჩავიმ, პიკემ და სხვებმა დატოვეს ბარსა როგორც ლეგენდებმა და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმეს, ეს ნაგავი კი ბოლო ორი წელია არაფერს აკეთებს, საშინელ ფორმაშია და ძირითადზე აქვს კიდევ პრეტენზია და აქეთ “ადალჟენიებს” აკეთებს თითქოს ვინმე იყოს დამნაშავე რომ თვითონ საშუალო დონის მეკარეც აღარაა. უნდა წავიდეს!!! ფლიკს 100%ით ვენდობი და მას თუ ურთულებს სამუშაო სიტუაციას ჯანდაბამდე გზა ჰქონია დაუნახავ შტეგენს


    ღმერთმა უწყის შიგბით რა ხდება და ვინ არის მართალი, მე როგორც მეკარე ეგ ავღნიშნე რომ ჯობია..

    გარსია კიდე რას იზავს რავიცი, ტიპი ესპანეგის სამ
    მეკარეში ვერ ხვდება..
    სადღაც ეწერა დონარუმა 40 მილიონიო..

  • GelaD8
    schedule 08 ივნ 2025, 16:26
    #7

    დიდი ხანია არის ეს გასაᲨვები და არაუხოც.. ახლა ავხსნი Ჩემსას.. უკვე წლებია მე ვწერ აქ რომ 2-8 მერე უნდა გაეᲨვაᲗ.. არაუხოც.. რადგან ვისაც ფეხბურᲗი უᲗამაᲨია მიხვდება რომ არის ის რაᲦაც რასაც ვერ ახსნის.. ᲗიᲗქოს ყველა მონაცემი აქვს მაგრამ არის Ძალიან უიᲦბლო და ეს გუნდზეც აისახება.. ასევე არაუხოც.. უნდა მოიᲨორო უიᲦბლო მოᲗამაᲨეები… Ჩემპიონებიც უნდა მოიყვანო რომ გუნდმა მნიᲨვნელოვან ᲗამაᲨებᲨი არ Ჩაისვაროს… ბევრჯერ დამიწერია და კიდე დავწერე რომ მიუხედავად იმისა რომ ვალდეს ქონდა გამონაᲗებები.. ყველა ფინალს და დიდ ᲗამაᲨს უმაᲦლეს დონეზე ატარებდა.. ლიგაზე ვალდესის Შეცდომა არახსენდება რაც გუნდს დაᲦუპავდა… ᲩემᲗვის ის ნომერ პირველია… ხოდა ეს Შტეგო ᲩვენᲗან არის მᲗელი კარიერა და ზუსტად ამ პერიოდს ემᲗხვევა ბარსას უიᲦბლოდ და უაზროდ წაგებული მატᲩები.. ასე რომ უნდა წავიდეს… ესდა არაუხოც აუცილებლად…

  • Mariamk
    schedule 08 ივნ 2025, 16:19
    #6

    ციტატა: Asdfgj123
    ამაზე უკეთესი ეხლა ვინ გვყავს? შჩესნის სულ
    აჯობებს, თან 2 წლით პატარაა.. გერმანელს
    გერმანელი
    გაეგდო არ ვიცი რა

    და თვითონ რომ ასე ამაზრზენად იქცევა არაფერია??? ყოველთვის ქმნიდა გუნდში არასასურველ სიტუაციას, თუნდაც მესისთან უთანხმოება რომ გავიხსენოთ. გარსია რომ გაოფიციალურდება ფლიკი არ გააკარებს ძირითადს და ღირსიც იქნება. ასეთი ამაზრზენი საქციელით კი ვერასდროს ვერ გახდება ბარსას ლეგენდა. ინიესტამ, ჩავიმ, პიკემ და სხვებმა დატოვეს ბარსა როგორც ლეგენდებმა და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმეს, ეს ნაგავი კი ბოლო ორი წელია არაფერს აკეთებს, საშინელ ფორმაშია და ძირითადზე აქვს კიდევ პრეტენზია და აქეთ “ადალჟენიებს” აკეთებს თითქოს ვინმე იყოს დამნაშავე რომ თვითონ საშუალო დონის მეკარეც აღარაა. უნდა წავიდეს!!! ფლიკს 100%ით ვენდობი და მას თუ ურთულებს სამუშაო სიტუაციას ჯანდაბამდე გზა ჰქონია დაუნახავ შტეგენს

  • Asdfgj123
    schedule 08 ივნ 2025, 15:13
    #5

    ამაზე უკეთესი ეხლა ვინ გვყავს? შჩესნის სულ
    აჯობებს, თან 2 წლით პატარაა.. გერმანელს
    გერმანელი
    გაეგდო არ ვიცი რა

  • Vaxodimosi
    schedule 08 ივნ 2025, 15:08
    #4

    ყველა გასული გოლი ყველა საიტზე ყველგან ტრიალებს რაც არუნდა გაუშვას და ამას აბრალენებნ 1-1 ზე ცზრიანსაც როუტანენ მედიაა მაგრად აამუშავა ლაპორტამ რო გაეგდო და შტეგენს შეაწმინდა ხელები ფლიკს კიდე ტიპაჟი არევასება აბაა შესნი ვინააა მეგავიყვანდი ინტერთან პირადად ბარსას როვმდგარიყავი გააგდეს რაააა და ჰარსას ფანები კიდე ისეთი სამარცხვინპები ხართ უმეტესობაა რო რავი დაცვააა სუჭაობი იყო ამგუნდში და მეკარე მოისროლეს რომელიც პირადად იგებდა ტიტულებს მესის მერე, ვალვერდეზეც იძახდით გავაგდოთო გაგდეს და 2 წელი ევროპა ლიგას ვხეხავდით კაცი 1 ადგილიდან არჩამოვარდნილა ესგუნდი ხავის აშენებულია და არა ლაპორტა ბენძღი გაზულუქებულის გაიყიდა ყველა კაი ფეხბურთელი და მეკარე მომითრიეს იმწელს ისეე ამოგვტენიან რო სანატრებელი გაგიხდებათ შტეგენი მერეკი ვიცინებ

  • Niclaus
    schedule 08 ივნ 2025, 15:07
    #3

    გასაშვებია უდაოდ, მოვიდა ცვლელების დრო და სამწუხაროდ შტეგენი არაა ის მეკარე, რომელიც თამაშებს გადაარჩენს და ლიგას მოგვაგებინებს. ერთი რაც მინდა რომ სწორად გააკეთონ არის საკმარისი პატივი სცენ რადგან გუნდის კაპიტანია და ამდენი ხანია კლუბშია და ნორმალურად აუსნან სიტუაცია. ისე კი თუ *რაკის თამაშს გააგრძლეებს როგორც ინტერთან მაშინ კი იცის რაც ელოდება.

  • Visca barca
    schedule 08 ივნ 2025, 14:57
    #2

    თუ არ უნდა წასვლა ეგდოს მესამე მეკარედ და დაეხმაროს ხოლმე ბე გუნდს და ვნახავთ როგორ წაიყვანენ მსოფლიოზე. გააგდეთ მოაშორეთ აქედან ეს პრეტენზიული ქვეშა💩💩💩🤡

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 14:47
    #1

    დააგდონ სკამზე, და ვნახოთ როგორ წაიყვანენ ნაკრებში რო გადაი–ვა თავზე სულ ამ უნამუსომ. ათამაშეს რო გამოჯანმრთელდა და კი ვნახეთ 3 გოლი გაუშვა და ვერცერთი სეივი ვერ გააკეთა.
    მეორეც, აგენტი როდის გახდა ექსპერტი მედიცინაში თუ სპორტში? დავიჯერო ფლიკზე უკეთესად ესმის ფეხბურთი?
    ეს რო კაცი ყოფილიყო მინდორზე უნდა დაემტკიცებინა თავისი კლასი და არა ამის აგენტს მოეყოლა ამბები.
    სხვა გზა არ არის დააყენონ ტრანსფერზე და წაიყვანს ვიღაცა, არ წავა და იჯდეს სათადარიგოზე ოღონდ ცალკე. ვინმეს რამე არ გადასდოს.