Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს სურს, მომდევნო სეზონში მეკარის პოზიციაზე ჟოან გარსია და ვოიცეხ შჩესნი ჰყავდეს.
წყაროს ცნობებით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფლიკის ამ იდეას მხარს უჭერს. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გუშინდელი კომენტარის მიუხედავად, “ბლაუგრანას” პოზიცია უცვლელი რჩება. “ბარსას” 33 წლის გერმანელ კარის დარაჯთან მის მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უსაუბრია, რადგან კლუბს არც გარსიასთან და არც შჩესნისთან კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია.
“ბარსელონა” მიიჩნევს, რომ მეკარის პოზიციაზე სრული ცვლილებების დრო მოვიდა, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, როდესაც კლაუდიო ბრავომ და ტერ შტეგენმა ვიქტორ ვალდესი შეცვალეს.
ტერ შტეგენი თვლის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ “ბლაუგრანა” მას არ ეთანხმება. თუ მარკს სურს, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გერმანიის პირველი მეკარე იყოს, მან “ბარსას” დატოვების საკითხი უნდა განიხილოს და ისეთი კლუბი მოძებნოს, სადაც სათამაშო დრო გარანტირებული ექნება.
ალბათ ლიგის მოგებას ელოდება, რო ორი თასით წავიდეს.
სერიოზულად ამბობ მაგას?
შესნი ვითომ შტეგენზე უკეთესი მეკარეა, ან იყო როდესმე?
გაუშვით შტეგენი