workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალის აგენტებს სურთ, ლამინი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

იამალის აგენტებს სურთ, ლამინი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

“ბარსელონას” 17 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მანამდე მხარეებმა გარკვეული დეტალები უნდა შეათანხმონ.

COPE-ს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო იტყობინება, რომ იამალის აგენტებმა “ბარსელონას” სთხოვეს, მათი კლიენტი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ესპანელი ვუნდერკინდი ამას იმსახურებს. ამის არგუმენტი ისაა, რომ ლამინი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა, რადგან მოედანზე ყველაზე მეტ შანსს, სხვაობას ქმნის, აქვს რაღაც განსხვავებული და ინტერვიუებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ასევე იგრძნობა, რომ იამალი კლუბს ფინანსურად ყველაზე მეტად დაეხმარება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10-ნომრიან მაისურს ჩაიბარებს.

წყაროს ცნობებით, “ბარსელონას” ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ კატალონიურ კლუბს წარსულის შეცდომების გამეორება არ სურს.

“ბარსას” ახლანდელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები რობერტ ლევანდოვსკი და ფრენკი დე იონგი არიან, თუმცა ივარაუდება, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველის კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში მისი ხელფასი შემცირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • Giorgi17
    schedule 21 მაი 2025, 20:08
    #20

    ციტატა: Lasha Mamuladze
    ეს თუ რეალში არ ამოყოფს თავს აი ნახავთ.. უბრალოდ დროის საკითხია…არაფერში ჭირდებათ ნიკო და მაინც ყიდულობენ ეშინიათ ბარსასი..ის ქრინჯიც თუ მართლა გადავიდა რეალში მაშინ მართლა შაა#ვეცი ლაპორტას და ყვერესსაც ორივეს ერთად რა….

    არა ძმაო რა რეალში ვინ გაუშვებს ამას რეალში ეგეთი ყვერიც არაა ლაპორტა ეს რო დაკარგოს

  • jacky iakovenko
    schedule 21 მაი 2025, 20:07
    #19

    აჰა აგერ ფრენკი ხელფასის დაკლებას დათანხმდაო

  • RONALDINHO-10
    schedule 21 მაი 2025, 20:05
    #18

    La Pulga10, არაა, სად ნახე შეგიძლია მითხრა?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 21 მაი 2025, 20:00
    #17

    ამ მაღალმა სახელფასო ჭერმა დააქცია კლუბი, სხვამ კი არაფერმა

  • La Pulga10
    schedule 21 მაი 2025, 19:59
    #16

    ახალი ფორმები ნახეთ? რა საზიზღრობაა

  • CHEPE
    schedule 21 მაი 2025, 19:47
    #15

    არადა პედრი რომ არა ჩემ ღლეს მიაღწევდა რამეს ბარსელონა😒😒 პედრის წელს იმდენი ასისტი გაუფუჭეს გინდა იამალნა გინდრა რაფინიამ და გინდ ლევანდოვსკმა 30 ასისტი მაინც ექნებოდა დამატებით რაც გააკეთა წელს… პედრია ხერხემალი ამ კლუბის და ილოცონ რომ რამე არ მოუვიდეს მითუმეტეს სანაკრებოებზე

  • JustBarcaLover
    schedule 21 მაი 2025, 19:39
    #14

    აგენტებს ვინ ეკითხება

  • MESSI 2017
    schedule 21 მაი 2025, 19:29
    #13

    ტყუილია იამალის გაშავება უნდათ სირებს😂 თუ მართალია იამალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პედრი რომლის გარეშეც ინალაცი 0ია ბევრ თამაშში რეაკურ სხვაკბას პედრი ბალდე იამალი ქმნიან

  • jacky iakovenko
    schedule 21 მაი 2025, 19:26
    #12

    იმ ფეხბურთს გავარტყი მე ჰაუბიცა და ჰაიმარსი სადაც 17 წლის ღლაპი ნ…რაოდენობის ხელფასს ითხოვს თუ გინდ პელე+მარადონა+გარინჩა+რონალდინიოს ნაჯვარი იყოს და ვარსკვლავებს წყვეტტეს ცაზე……
    პ.ს ფლიკმა გაახანგრძლივა ოფიციალურად

  • Lasha Mamuladze
    schedule 21 მაი 2025, 19:16
    #11

    ეს თუ რეალში არ ამოყოფს თავს აი ნახავთ.. უბრალოდ დროის საკითხია…არაფერში ჭირდებათ ნიკო და მაინც ყიდულობენ ეშინიათ ბარსასი..ის ქრინჯიც თუ მართლა გადავიდა რეალში მაშინ მართლა შაა#ვეცი ლაპორტას და ყვერესსაც ორივეს ერთად რა….

  • Don_Andresito
    schedule 21 მაი 2025, 19:09
    #10

    მოსალოდნელი იყოს ეს ამბავი. მილიონი კომენტარი დავწერე ამაზე, რო პედრის და გავის თუ ვხედავ 10 წლის მერეც ბარსაში, იამალს ბოლომდე ვერ.. თუნდაც ამის გამო. ვერც გაამტყუნებ აგენტებს, ასეთი ჰოთ ფროფერთი ყავთ და მაქსიმალურზე აუწევენ ხელფასს. მარა უბედურება ისაა რო 17 წლის კაცს თუ 15 მილიონი ხელფასი უნდა, 25 წლის ასაკში მოუწევთ 60 მილიონის მიცემა როგორც მესის შემთხვევაში. სხვანაირად წავა შეიხებთან. მოკლედ ახლა მისცენ ესე 7 და მერე პერიოდულად უწიონ. მარა ლაპორტა სადღაც ამოწურავს მოთმინების ფიალას და მიაყიდის.

  • nikusha
    schedule 21 მაი 2025, 18:54
    #9

    ესპანეთის სუპერთასის წყვილები ცნობილია!

    ესპანეთის სუპერთასი 2026 წლის დასაწყისში გაიმართება, მონაწილე გუნდები კი „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „ბილბაო“ იქნებიან.

    აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბლანკოსის“ მეტოქე „ატლეტიკო“ იქნება, ხოლო „ბარსელონა“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

    შესაბამისად, ფინალში შესაძლოა დამატებით ერთი „ელ კლასიკოც“ ვიხილოთ.

  • Levani
    schedule 21 მაი 2025, 18:50
    #8

    Მოსალოდნელიც იყო რო ესე მოხდებოდა გუნდის წამყვანი ფეხბურთელია მის ასაკს ყურადღებას ნუ აქცევთ ბარსელონა გაცილებით მეტ შემოსავალს ნახავს თავად იამალისგან მესისაც ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა განსხვავება მხოლოდ ის არის რო იამალი ბევრად პატარა გახდა გუნდის ლიდერი

  • MushvaN
    schedule 21 მაი 2025, 18:16
    #7

    ეს თუ სიმართლეა,უნდა დაახურო თავზე ქუდი და მიაყოდონ შეიხებს ან სიტის 200/250 მილიონად
    გაყიდონ დე იონგიც თუ ხელფასი არ შეიმცირა
    კიდევ ვინც გასაყიდია
    არ შეიძლება ასე,მომავალია კი ბატონო, მაგრამ როცა გუნდს ოლმოს და ვიქტორის დარეგისტრირება უჭირს,ასე 17 წლის ასაკში არ უნდა იქცეოდეს…….
    ყველა გასაყიდი თუ გაიყიდება, რეალურად 300/400მილიონი ექნება ტრანფერებისთვის.
    გუნდში არ უნდა გააჩერო ისეთი მოთამაშე,რომელიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს
    რაც არ უნდა მაგარი იყოს,აჩვენა ინტერმა რომ თამაშებს გუნდი იგებს და გუნდური შრომა.
    ამხელა ხელფასი ამაზე სიტუაციას არევა გასახდელში
    ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ….

  • vitorborbafereira
    schedule 21 მაი 2025, 18:04
    #6

    ვირიშვილი მამამისის ხრიკებია, სანამ სრულწლოვანი გახდება ეგ აკონტროლებს

  • Messi 10
    schedule 21 მაი 2025, 17:41
    #5

    იმედია აგენტები ჩალიჩობენ და თვითონ ფეხებზე კიდია თორე იმ ლაპარაკების მერე რომ ბარსა ჩემი კლუბია და ა.შ ეს საქციელი არის ყლ..ბა

  • La Pulga10
    schedule 21 მაი 2025, 17:41
    #4

    აჰაა გამოყეს თავი. ჯერ კონტრაქტს ვერ აწერს ხელს იმის გამო რო არასრულწლოვანია და ამათ უნდათ 40 მილიონი უხადონ. ასაკის მატებასთან ერთად უნდა მოემატოს. მესი კი არაა მართლა.

  • me da barca
    schedule 21 მაი 2025, 17:28
    #3

    ეს აგენტი წილში უზის ამხელა ხელფასს, რომ ითხოვს?!
    დაიწყეს დამპლური თამაშები აგენტებმა.

  • jacky iakovenko
    schedule 21 მაი 2025, 17:18
    #2

    ეგრე გააგრძელე იამალ ჯერ ხელფასი მოითხოვე მაღალი მერე ახალი მწვერვალების დაპყრობას მიაწექი და ბოლოს ჩადი ბრაზილიაში მიუჯექი ნეიმარს და ქაუნთერი ითამაშეთ ერთად

  • Barca
    schedule 21 მაი 2025, 17:07
    #1

    უმეტესი შეტევა იამალიდან მიდის და 17 წლისაა ექნება ამბიციები გაყიდონ ფეხბურთელები მოუყვანონ ამას მარცხენა ვინგერი და ფორვარდი უილიამსი და გიოკერესი

    …………..