ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “საბაჰსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ შეხვედრას შოტლანდიელი მსაჯი ნიკოლას უოლში მოემსახურება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 35 წლის უოლში შოტლანდიის ჩემპიონატის მატჩებს 2013 წლიდან მსაჯობს, 2018 წლიდან კი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია.
ჩემპიონთა ლიგაზე ეს მისთვის მეშვიდე შეხვედრა იქნება. გარდა ამისა, შოტლანდიელს ევროპა ლიგაზეც აქვს მსაჯობის გამოცდილება.
უოლში “ბარსელონას” მატჩს პირველად განსჯის. სამაგიეროდ, მას სხვა ესპანურ კლუბებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. შოტლანდიელმა ორჯერ იმსაჯა “ვილიარეალის” შეხვედრაში, ბოლოს გასულ სეზონში, როდესაც ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე “აიაქსს” დაუპირისპირდა. მას ასევე უმსაჯია “სელტას” მატჩში.
უოლშისთვის ეს “საბაჰის” მონაწილეობით გამართული პირველი შეხვედრაც იქნება, თუმცა მას აზერბაიჯანულ კლუბებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მანამდე შოტლანდიელი მსაჯი “ყარაბაღისა” და “გაბალას” მატჩებს მოემსახურა.
მთავარი მსაჯის ასისტენტები ფრენსის კონორი და დენიელ მაკფარლეინი იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი დონალდ რობერტსონი შეასრულებს. VAR-ზე ენდრიუ დალასი იმუშავებს, მისი ასისტენტი კი სტივენ მაკლინი იქნება.




forum კომენტარები (0)