ჰანსი ფლიკმა ინტერის წინააღმდეგ დაცვის ოთხეული თითქმის შეარჩია

ჰანსი ფლიკმა ინტერის წინააღმდეგ დაცვის ოთხეული თითქმის შეარჩია

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – გუნდს რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, მაგრამ ხვალ, ინტერთან გასვლაზე თამაში სასტარტოს ორი მცველის გარეშე მოუწევს.

ალეხანდრო ბალდემ მომჯობინება ვერ მოასწრო. ასევე, ტრავმირებულია ჟიულ კუნდეც, რომელიც ინტერთან პირველ შეხვედრაში დაშავდა.

ხავი მიგელის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი “ნერაძურის” წინააღმდეგ ასეთ დაცვის ხაზს დააყენებს: ცენტრს პაუ კუბარსი და რონალდ არაუხო გაამაგრებენ, მარჯვენა მცველად ერიკ გარსია დადგება, მარცხნივ კი ინიგო მარტინესი იქნება.

ამასთან, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიურ გუნდს ლაუტარო მარტინესი და ბენჟამენ პავარი დაუბრუნდნენ, რაც ასევე ცუდი ამბავია.

ბარსელონაში გამართული დაპირისპირება 3-3 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი სტარტს ხვალ, 23:00 საათზე აიღებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (49)

  • nika 54
    08 მაი 2025, 15:57

    ფლანგის მცველების(უფრო სწორად მათი არ ყოფნა) გადაწყვეტს ყველაფერს.

  • ზებულონი
    06 მაი 2025, 20:42

    ეს კაცი თუ ინტერს გასცდა.ცხოვრების ბოლომდე ვუქომაგებ სადაც წავა

  • jacky iakovenko
    06 მაი 2025, 07:57

    ციტატა: Iniesta_8
    ფლანგის მცველები არ გვყავს ამიტომ რაფინიას და იამალს მარტო გაუჭირდებათ მომენტების შექმნა, ლევანდოვსკიზე და ოლმოზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ცენტრში როგორ გაარღვევენ დაცვას. ოლმომ იცის ხოლმე პატარა სივრცეებში გაძრომა და გატანა იქნება ერთი ხვალაც იკისროს.

    ლევანა სასტარტოში არ იქნება და ეგეც პრობლემაა მეორე ტაიმში რამდენად კარგად ჩაერთვება თამაშში … ბალდეს მაგიერ ისევ მარტინი თუ დააყენა აი მაშინ გვექნება პრობლემა. ინძაგის კიდე და ფეხბურთელბსაც ლაპარაკში ეტყობათ რომ პირდაპირ პენალტების სერიაზე ფიქრობენ იმიტომ რომ იძახიან იამალას 3 ფეხბურთელი დაუდგება პერსონალურ მცველადო

  • mesi_10
    06 მაი 2025, 06:32

    ძალიან გაჭირდება მარა თუ მოინდომებენ ამათი ბარიერის დაძლევა შესაძლებელია ამ შემადგენლობით.. ერთი რისი იმედიც არ მაქ ეს პენალტების სერიაა და იმედია მინიმუმ დამატებით ტაიმში მოვახერხებთ რამეს..

  • Iniesta_8
    06 მაი 2025, 02:02

    ფლანგის მცველები არ გვყავს ამიტომ რაფინიას და იამალს მარტო გაუჭირდებათ მომენტების შექმნა, ლევანდოვსკიზე და ოლმოზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ცენტრში როგორ გაარღვევენ დაცვას. ოლმომ იცის ხოლმე პატარა სივრცეებში გაძრომა და გატანა იქნება ერთი ხვალაც იკისროს.

  • Vamossssleooo22
    06 მაი 2025, 00:51

    ხვალ წვიმაა მილანში ძააან რთული თამაშვი გვექნება, რას ფიქრობ5თ??

  • mari
    06 მაი 2025, 00:42

    ციტატა: Albicelecte
    ერთი კარგი ისაა, რომ გარსია და ინიგო ცენტრში შემოიწევენ და იმ გორილას დააზღვევენ, დაქოცების წუთი რომ დაუდგება…

    smile ::დდდ
    როგორ "გიყვართ" ქოცები?! მაგათი ხსენების გარეშე კომენტარს არ წერთ::დდდ

  • jacky iakovenko
    06 მაი 2025, 00:23

    ციტატა: me da barca

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: me da barca
    ვალიადოლიდთან ცენტრში ვიღაცა, რომ დააგდო ძირს და ყვითელი აიკიდა. რატომ? რისთვის?
    რავი ყველა დაზაფრულები და ნერვებზე ვართ. სადღაც შიშიც შემოგვეპარა. ზოგს დიდი დოზით, ზოგს ისე რა. ჰოოდა ხვალ, რომ ბარსამ ამ შემადგენლობით გაგვაოცოს და პირღია დაგვტოვოს???
    ღმერთმა ქნას!

    ეგრე ჯიკაობს კუბარსიც და მარტინესიც 🤣ეგ მგონი მაგათი ფიჩაა ეგეთი 😂ისე კრავენ ხოლმე ხელს თითქოს მუთაქას აგდებენ და ვიღAც მგაისთვის დაგვსჯის და თან ძაან უდრო დროს …

    ორონდ ხვალ არა.
    რა მოხდება იმათმა აიკიდონ წითელი მერვე წუთზე, ორმა წამყვანმა ტრავმა მიიღოს მე-12 და მე-16 წუთზე, 2 ავტოგოლი გაიტანონ და ცხოვრება გაგვიადვილონ. მე თანახმა ვარ ასეთი სცენარის.

    🤣 დაწყვიტა ხალხი. ისედაც მოვიგებთ !!

  • me da barca
    06 მაი 2025, 00:20