ბარსელონას ლეგენდა, ჩავი ერნანდესი მსოფლიოს მასშტაბით შეთავაზებებს ღებულობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავითი ალ ჰილალი და ბაიერ ლევერკუზენი ინტერესდებიან. არაბებმა ჟორჟე ჟეზუსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, გერმანული კლუბი კი ჩაბი ალონსოს (რომელიც, დიდი ალბათობით, რეალ მადრიდში გადავა) შემცვლელს ეძებს.
ლეგენდარული კატალონიელის დანიშვნა სხვა ევროპულ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებსაც სურთ. ასევე, ნაკლებად სანდო წყარომ (Sun Football) გააჟღერა ტოტენჰემის სახელიც, საიდანაც, შესაძლოა, ენჯ პოსტეკოგლუ გაუშვან.
ბარსას ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ლა ლიგის გუნდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და 1 წლით დასვენება გადაწყვიტა. ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწელიწადნახევარი გაატარა და 2 ტიტული მოიგო (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი).
ადრე გავრცელდა ცნობები, რომ 45 წლის სპეციალისტის მიზანი ძლიერი და გრძელვადიანი პროექტის ჩაბარებაა, რომელიც მას უმაღლეს დონეზე დაბრუნებასა და ტოპ გუნდებთან კონკურენციის შესაძლებლობას მისცემს.
მარადონა არ გამოდგა მწვრთნელად და მითუმეტეს პელე და ჩავი რატომ ივარგებდა მაინც და მაინც.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსაში გაატარა მთელი კარიერა ჩავიმ, მაინც არაა ბოლომდე შემტევი ფეხბურთის მოყვარული. თუ გუნდი ერთი ბურთით იგებდა ფაქტიურად დაცვაზე გადაყავდა და თავს იცავდა. ფლიკის ნაცვლად რომ ჩავი იყოს ახლა იქნებოდა სვარკა გუნდი. როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი არის უდიდესი განსხვავება. ვფიქრობდი მაგარი მწვრთნელი დადგებოდა მისგან და გახარებული ვიყავი რომ დანიშნეს, მაგრამ ახლა არანაირად არ მინდა ისევ დაბრუნდეს ბარსაში. სხვაგან კი წარმატებებს ვუსურვებ.
ლევერკუზენი, დორტმუნდი, პსვ, ფეინოორდი, პორტო, ბენფიკა, სპორტინგი, სევილია… რამე ასეთი მოუხდებოდა ჩავის
ალონსოს ეს შემტევი ლევერკუზენი რამდენად მოუხდება ჩავის არ ვიცი. ტოტენჰემისთვის კი არ მემეტება.
იუვენტუსი მგონია ჩავისთვის საუკეთესო ვარიანტი
თუ ტიტულების მოგება უნდა, ტოტენჰემში წავიდეს
ევროპაში წევიდოს ჯობია
შემადგენლობა გამოცხადდა
ალ ჰილალი და ტოტე არ გინდა კაცურად. ლევერკუზენი ჯობია.
ვიდეო შემხვდა გუშინდელი რეალი სელტას თამაშშიი 3:2 რომ იყო ასპასმა გააკეთა გამჭოლი პასი 1×1 გაიყვანა თანაგუნდელი და გაიტანა გოლი რომელიც აფსაითი ჩათვალეს მარაა თურმე აფსაითი კიარა მეტოქეზე 1 მეტრით უკან ყოფილა იაგო პას რომ აკეთებდა🤣🤣🤣 ბიჭოო და მერე გეტყვიან ყლიფონები ვარ სელონაო🤭🤭🤭 ეს მართლა მსაჯრიდის და ვარდრიდის რეალი😟😟😟 დაგაჯვით ენაზე ვინც ოდესმე იტყვის რეალზე მეტად ეხმარებიანო ბარსელონასო ისტორია მაინც წაიკითხეთ თუმცა რეალზე ყველაფერი მოგონილია აბა არაა🤭🤭🤭🤭
დორტმუნდი იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი