ბარსელონას კანტესთვის ბრძოლაში ტოტენჰემი შეეცილება

ბარსელონას კანტესთვის ბრძოლაში ტოტენჰემი შეეცილება

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად ნგოლო კანტეს კანდიდატურას განიხილავს.

ვერ ვიტყვით, რომ საქმე სერიოზულადაა, მაგრამ მსგავსი ცნობების გავრცელება გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, "ბარსელონა" კი სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე ნადირობს. სხვა საქმეა კანტეს ასაკი და მისი სათამაშო სტილი, რომელიც ბუსკეტსის სტილის იდენტური ნამდვილად არაა.

Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსა" კანტესთვის ბრძოლაში უკონკურენტო არ იქნება. 31 წლის ფეხბურთელის უფასოდ დამატებით "ტოტენჰემია" დაინტერესებული. "დეზების" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც კანტეს დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ კონტეს მწვრთნელობის დროს გადავიდა ნგოლო "ჩელსიში".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 ნოემბერი 2022 19:23
    0
    რა ეჩქარებათ ერთი ორი წელიც და მერე მოიყვანონ.
    ფანი [?]
    #4 4 ნოემბერი 2022 10:25
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ეს არ დამანახოთ ბარსაში კესი არ გვყოფნის და ახლა მეორე ჩლუნგი დაამატეთ

    ვინ არის ჩლუნგი კანტეე??🤔🤔 კარგად გცოდნია ფეხბურთიც და ფეხბურთელების არჩევაც😉😉
    კანტეა თურმე ჩლუნგი და ლიგა რომ მოიგო ჩელსიმ ტუხელის დამსახურება ყოფილა თურმე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ნოემბერი 2022 01:43
    0
    მე პირადად ეს ბარსაში საყრდენად ვერ წარმომიდგენია და თქვენი არვიცი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ნოემბერი 2022 22:27
    0
    ეს არ დამანახოთ ბარსაში კესი არ გვყოფნის და ახლა მეორე ჩლუნგი დაამატეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 ნოემბერი 2022 17:29
    6
    ეს ბუსკეცის შემცვლელად როდის უნდა მოგვეყვანა იცით? აი 3 წლის წინ მინიმუმ, ახლა კატნტეც ბებერია და თან იმდენი ტრამვები აქვს რომ 2 თამაშს ვერ აბავს ერთმანეთზე, თან ფორმაშიც არაა და ყველანაირად გაუმართლებელი ტრანსფერია, ყველა უფასო ფეხბურთელი ხო არ უნდა მოვიყვანოთ რა