ბარსელონა სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

ბარსელონა სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

ესპანეთის თასის ფინალში გუშინდელი გამარჯვების (3-2) შემდეგ “ბარსელონა” მორიგი ტრებლის მოგებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი სამ ისტორიულ მიღწევას უმიზნებს.

“ბარსელონას” შანსი აქვს, გახდეს პირველი ევროპული კლუბი, რომელსაც ტრებლი სამჯერ ექნება მოგებული. აქამდე კატალონიელებმა ეს ორჯერ მოახერხეს – 2008/09 და 2014/15 წლების სეზონებში. იგივე შედეგით იწონებს თავს მიუნხენის “ბაიერნი” (2012/13 და 2019/20 წლების სეზონები). მსოფლიო რეკორდს კი ახალზელანდიური “ოკლენდ სიტი” და ეგვიპტური “ალ აჰლი” ფლობენ 4-4 ტრებლით.

დანარჩენი ორი პოტენციური მიღწევა კი კიდევ უფრო რთულად გასამეორებელი ჩანს.

“ბარსელონა” ახლოსაა, ტრებლი შეასრულოს როგორც კაცების, ასევე ქალების გუნდებით. ჰანსი ფლიკის გუნდმა ესპანეთის თასი უკვე მოიგო, ლა ლიგაში ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი ერთი ნაბიჯი აშორებს. ქალთა გუნდის საქმე არანაკლებ კარგად მიდის – კომფორტული უპირატესობა ჩემპიონატში, ფინალი თასზე და თითქმის განაღდებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე (“ჩელსისთან” 4-1 მოგება ნახევარფინალის პირველ მატჩში).

რაც შეეხება მესამე პოტენციურ მიღწევას – აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ კლუბს ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოეგოს როგორც კაცებში, ასევე ქალებში; ასევე არასდროს მომხდარა, რომ ერთ კლუბს ერთ სეზონში მოეგოს როგორც დიდების, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. “ბარსა” კი სამივე ამ ტურნირის მოგებას უმიზნებს. კაცებისა და ქალების საჩემპიონთალიგო პერსპექტივებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ამას ემატება ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც, რომლის ფინალშიც “ბლაუგრანა” ხვალ “ტრაბზონსპორს” შეხვდება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ახლოსაა, ერთ სეზონში მოიგეს სამივე ჩემპიონთა ლიგა – კაცების, ქალებისა და ახალგაზრდების.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (26)

  • mari
    29 აპრ 2025, 12:03

    ციტატა: Frenkie de Jong_
    Jules Kounde after Barcelona's Copa del Rey triumph over Real Madrid with a hat-trick 🚨🚨🚨🚨🎙🎙🎙🚨🚨:

    Today, the fans will praise me for scoring the third goal, or they will praise Pedri or Ferran for also scoring, but in truth, the only man who deserves praise is Hansi Flick 🤯❤️

    Everything we do is because of this man. He came to our club and didn't ask for transfers or changes. He came here and said, 'I believe in you and I will make you an invincible team.' 🤯❤️

    ამ გუნდს, მაგარი ზამენა უნდა და 2 ბომბა ტრანსფერი.


    აი ეს არის ფსიქოლოგია = როცა ადამიანს ნდობას უცხადებ, მას შეუძლია ყველაზე რთულ მომენტში დაუფიქრებლად "გაწიროს" თავი შენთვის!!! აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა, ურთიერთგაგება და ურთიერთნდობა!
    ბრავო ფლიკ, ბრავო და კიდევ ბრავოოო!!!
    ეს ბავშვები არ მიატოვო გზაგასაყარზე!
    იმედია კიდევ მრავალი წელი იქნები აქ – შენი "დათესილი" შენვე უნდა მოიმკა!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • Albicelecte
    28 აპრ 2025, 01:43

    ციტატა: me da barca
    ინტერმა რომასთანაც წააგო, ნაპოლი კი 2:0 იგებს და დიდი ალბათობით მოიგებს. მოკლედ ნაპოლიმ აახია პირველი ადგილი. როგორ დავიჯერო ინტერმა თასი და სერია ა დათმო და მარტო ლიგაზე კონცერტრირდა. ტრებლის შანსი აქვსო და ისე არ მოხდეს, რომ ტრებლი კი არა საერთოდ უტიტულოდ დარჩეს რეალივით.


    ბაიერნის გაგდება ძვირი დაუჯდა, გამოიწურა როგორც ჩანს;
    ეგეც შენი სამი ფრონტი;
    1 დღით ნაკლები აქვს დასვენებისთვის

  • me da barca
    27 აპრ 2025, 23:37

    ინტერმა რომასთანაც წააგო, ნაპოლი კი 2:0 იგებს და დიდი ალბათობით მოიგებს. მოკლედ ნაპოლიმ აახია პირველი ადგილი. როგორ დავიჯერო ინტერმა თასი და სერია ა დათმო და მარტო ლიგაზე კონცერტრირდა. ტრებლის შანსი აქვსო და ისე არ მოხდეს, რომ ტრებლი კი არა საერთოდ უტიტულოდ დარჩეს რეალივით.

  • Rick Sanchez
    27 აპრ 2025, 21:31

    ინტერი ცუდ დორმაშია, ფსიქოლოგიური უპირატესობაც გვაქვს, მოსაგებია იტოკში.

  • ზებულონი
    27 აპრ 2025, 21:00

    ყველაზე დიდი სანერვიულო ინტერია.ამ სეზონში

  • .Gladiator.
    27 აპრ 2025, 19:13

    ინტერს სამი თამაშია გოლი არ გაუტანია laughing