workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
დატვირთული აგვისტო ბარსელონასთვის

დატვირთული აგვისტო ბარსელონასთვის

bolt მოკლედ
"ბარსელონას" აგვისტოში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ელის. წინასასეზონო სამთა ტურნირისა და ჟოან გამპერის თასის შემდეგ, გუნდი ლა ლიგის საწყის სამ ტურს სულ რაღაც რვა დღის ინტერვალში გამართავს.

აგვისტო “ბარსელონასთვის” დატვირთული თვე იქნება. ოფიციალური სეზონის პირველ თვეში გუნდი მონაწილეობას მიიღებს წინასასეზონო სამთა ტურნირში, ჟოან გამპერის თასზე და ლა ლიგის სამ შეხვედრასაც ჩაატარებს. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ოფიციალურად დაბრუნება ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, ჩვენი დროით 23:00 საათზეა დაგეგმილი.

პირველი სამთა ტურნირი 24 წლის შემდეგ

შაბათს, 8 აგვისტოს საღამოს “ბარსელონა” უდინეში სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება ფრიული-ვენეცია-ჯულიას თასის სადებიუტო გათამაშება, სადაც სხვა მონაწილეები “ნოტინგემ ფორესტი” და “უდინეზე” იქნებიან. “ბლუენერჯი სტედიუმზე” კატალონიელები ორივე გუნდს 45-წუთიან მატჩებში დაუპირისპირდებიან.

24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ბოლოს სამთა ტურნირში ითამაშა. ეს 2002 წლის ზაფხულში, ამსტერდამში მოხდა.

ფინალური ტესტი გამპერზე

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ესტრელა დამ ჟოან გამპერის თასი გუნდისთვის ფინალური წინასასეზონო ტესტი იქნება. ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, დროით 22:00 საათზე, 2026/27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში “ბარსელონას” მეტოქე ეგვიპტური “ალ აჰლი” იქნება.

თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია Barça Play-სა და “ბარსელონას” ოფიციალურ YouTube არხზე YouTube Pack Premium-ის გამომწერი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ლა ლიგის სამი მატჩი

“ბარსელონას” ოფიციალური სეზონი 23 აგვისტოს, 23:30 საათზე, “მარტინეს ვალეროზე”, “ელჩეს” წინააღმდეგ მატჩით დაიწყება, სადაც მათ ბოლო რვა ვიზიტისას ყოველთვის იმარჯვეს.

ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპებზე ბევრი საერთაშორისო მოთამაშე იყო ჩართული, “ბარსელონას” პირველი ტურის მატჩი, რომელიც თავდაპირველად 15-16 აგვისტოს შაბათ-კვირას იყო დაგეგმილი, შუა კვირისთვის გადაიდო. შედეგად, ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, 23:00 საათზე, კატალონიელები ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებენ, რაც სეზონის პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი იქნება.

თვის დასასრულს, ორშაბათს, 31 აგვისტოს, 23:30 საათზე, “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიელები პირველ სამ ოფიციალურ შეხვედრას სულ რაღაც რვა დღის ინტერვალში ჩაატარებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 07 აგვ 2026, 20:12
    #2

    აბა წინ მნიშვნელოვანი სეზონია

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 10:55
    #1

    კი მაგრამ თუ გადატვირთული კალენდარი გვაქვს, დამატებით კიდევ ამხანაგურებში რაღას ვტვირთავთ, ეგენიც სავალდებულო ხო არ არის.