workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ელ კლასიკოს წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ელ კლასიკოს წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის ფინალში “რეალ მადრიდთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალ “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ფინალი გვაქვს. ვფიქრობ, სტადიონი აბსოლუტურად ფანტასტიკურია. ხვალინდელი თამაშით უნდა ვისიამოვნოთ.

რა თქმა უნდა, მოედანზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამისთვის ვიბრძვით, როგორც სეზონის დასაწყისში ვთქვი. გვინდა, ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.

გვაქვს შანსი, მოვიგოთ სამი ტიტული და ჩვენი მიზანი ესაა. ვიცით, რომ ეს რთულია, რადგან ვეთამაშებით “რეალ მადრიდს”, რომელსაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამ ფინალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება.

ფინალი განსხვავებულია. საქმე იმაში არაა, რომელი გუნდია ფავორიტი. გვინდა, ვითამაშოთ და ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.

როდესაც ვხედავ, როგორ ვარჯიშობს გუნდი, როგორ ცდილობს და როგორი კონცენტრირებულია, ეს თავდაჯერებულობას მმატებს. ეს საშუალებას მაძლევს, მჯეროდეს ამ მოთამაშეების. მათ ვენდობი.

“რეალ მადრიდის” ზეწოლა მსაჯებზე? არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემთვის ეს სპორტია, თამაში, ფეხბურთი, მეტი არაფერი. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია. თამაშის შემდეგ ყველაფერი უკან უნდა მოვიტოვოთ.

იამალი 17 წლის ასაკშიც კი საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის ხვალ მზად იქნება.

ტორესი 9-იანის პოზიციაზე? მან აჩვენა, რომ 9 ნომრად თამაში შესანიშნავად შეუძლია. “ბეტისის”, “ვალენსიას” წინააღმდეგ… ის ფანტასტიკური იყო. ეს ფერანისთვის იდეალური პოზიციაა. ბედნიერი ვარ, რომ ის გუნდში გვყავს.

ანჩელოტი მეტ რისკს იღებს? ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ფინალის მოგება ორივეს გვინდა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მწვრთნელებად. ჩვენი საქმეა, გუნდი კარგად მოვამზადოთ გამარჯვებისთვის და ასევე გულშემატკივრებისთვის.

ვინ ითამაშებს დაცვის მარცხენა ფლანგზე? ხვალ ვნახოთ…

ტაქტიკური გეგმა? ყოველთვის ვამზადებთ გეგმას მატჩის ტიპისა და მეტოქის გათვალისწინებით. მეტი არაფერი. ამჯერადაც ასე იქნება.

ჩემთვის მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია. “რეალ მადრიდი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მოგება, ეს ტიტული გვინდა. სხვა რაღაცებზე არ ვსაუბრობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2025, 18:22
    #10

    ისე ტორესმა რო გოლი გაიტანა არა მგონია ლევანდოვსკის ეგრე მარტივად გამოსვლოდა.

  • me da barca
    schedule 26 აპრ 2025, 13:17
    #9

    ფლორენტინო ბაბუ, გერმანულ სარდელს იტალიური სპაგეტი მოაყარე და მიირთვი შე ხრონწიანო ბებერო.

  • nikusha
    schedule 25 აპრ 2025, 23:39
    #8

    ისე მე ფერანს სკამზე დავსვამდი და ოლმოს ვათამაშებდი ცრუ 9იანზე

    გარსია-დე იონგი
    იამალი-პედრი-რაფინია
    ოლმო

    თან ნახ დაცვასაც უკეთესად გავაკონტროლებდით, ბოლოსდაბოლოს 4 ნახევარმცველით და 4-4-2 ტაქტიკით აპირებს რეალი თამაშს და მყარი ნახ დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინც მოიგებს ცენტრს ის მოიგებს მატჩსაც და თასაც აღმართავს რადგა ეს ფინალია

  • La Pulga10
    schedule 25 აპრ 2025, 23:32
    #7

    მიდი ჰანს გადაიხიე ეგ ბო*ები. ფინალი არასდროს წაუგია ამ კაცს და არც წააგებს.

    ციტატა: Levani
    Ბალდე მაინც რო გვყავდეს უფრო მშვიდად ვიქნებოდი მაგრამ ამ მარტინიმა მეშინია არ დაგვღუპოს. ფერანიც სასტარტოში რა იქნება არ ვიცი შეცვლებზე კარგად გამოდის მაგრამ რამდენიც ძირითადში დაიწყო არ მომეწონა არცერთხელ


    დარბის მაინც რა და დაცვაში დაგვეხმარება, იქნება გაუვარდეს რამე ყარაულის თოფივით.

  • MESSI 2017
    schedule 25 აპრ 2025, 23:20
    #6

    მთავარია არ მოდუნდეთ ოსე უნდა მოა<<ცენზურის დარღვევა>>ათ რო არ გამოცხადებაზე დიდი სირცხვილი იყოს

  • Levani
    schedule 25 აპრ 2025, 23:15
    #5

    Ბალდე მაინც რო გვყავდეს უფრო მშვიდად ვიქნებოდი მაგრამ ამ მარტინიმა მეშინია არ დაგვღუპოს. ფერანიც სასტარტოში რა იქნება არ ვიცი შეცვლებზე კარგად გამოდის მაგრამ რამდენიც ძირითადში დაიწყო არ მომეწონა არცერთხელ

  • Rick Sanchez
    schedule 25 აპრ 2025, 23:08
    #4

    მიდით ბიჭებო, მოჭიმეთ ბალერინები❤️

  • Berlinetta♥
    schedule 25 აპრ 2025, 23:05
    #3

    სწორია, წნეხი მოხსნა ბავშვებს, რომც წააგონ გამოცდილებაა, შეუძლებელი უკვე შეძლეს ამ სეზონში მწვრთნელმაც და გუნდმაც… სიამოვნებისთვის ითამაშონ, უფრო ლაღად თამაშიც გამოვა

  • პენდრაგონი
    schedule 25 აპრ 2025, 23:03
    #2

    მიდი ჰანს უნდა გაფერთხო ხვალ რეალი

  • P E D R I T O – 8
    schedule 25 აპრ 2025, 23:01
    #1

    ჰაანს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე და ამისთვის გვჭირდება 5 უმაღლესი მატჩი.ინტერი2 რეალი2 და ლიგის ფინალი.ბალდე ინტერთან წესით უნდა გვყავდეს ეგ უფრო გვჭირდება ვიდრე ლევანდოვსკი