workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განაცხადი რეალ მადრიდთან მატჩისთვის – ტერ შტეგენი დაბრუნდა

განაცხადი რეალ მადრიდთან მატჩისთვის – ტერ შტეგენი დაბრუნდა

ხვალ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება. ახლახან “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრისთვის გუნდის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.

კარგი ამბავი ისაა, რომ კატალონიურ გუნდს 7-თვიანი უქმობის შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუბრუნდა. გერმანელმა მეკარემ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

“ელ კლასიკოს” ალეხანდრო ბალდე, რობერტ ლევანდოვსკი და მარკ კასადო გამოტოვებენ, რომლებიც ტრავმირებულები არიან.

“ბარსას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, კუბარსი, არაუხო, ინიგო, გავი, ტორესი, პედრი, ფატი, რაფინია, პენია, ტორე, კრისტენსენი, ფერმინი, ვიქტორი, იამალი, ოლმო, დე იონგი, კუნდე, გარსია, შჩესნი, ფორტი, მარტინი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2025, 18:29
    #10

    ცოტაც მოითმინოს ამან, აი რეალს ლა ლიგაშიც რო მოვუგებთ და ჩემპიონობას გავინაღდებთ მერე დავაყენებთ ძირითადში.

  • Nikabedinadze
    schedule 25 აპრ 2025, 17:16
    #9

    საიტს რა ჭირს ბოლო 1 თვეა, სიახლეები კი იდება მაგრამ, ძალიან ცოტა. ხვალ ელკლასიკოს ფინალია მითუმეტეს

  • La Pulga10
    schedule 25 აპრ 2025, 16:59
    #8

    გასახდელისთვის კაია

  • Rick Sanchez
    schedule 25 აპრ 2025, 16:13
    #7

    ტერ შტეგენის დაბრუნება მოედანზე არაფერს ცვლის, შესნიმ უნდა ჩაამთავროს სეზონი.

  • nikusha
    schedule 25 აპრ 2025, 15:24
    #6

    ციტატა: Vamsdreini.1
    წელს ყველა თამაშში შესნი უნდა იდგეს, ახლა ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ექსპერიმენტების დრო არ არის, თუ მაინცდამაინც ვალიადოლიდთან დაყენება შეიძლება.

    თუ ნაადრევად გავიფორმებთ ჩემპიონობას ლალიგაში, მაშინ დარჩენილ ტურ(ებში) სადაც ფორმალობა იქნება იქ დადგეს შტეგო ყველგან არ არის პრობლემა, ასევე ვალიადოლიდთანაც დავაყენებდი მე პირადად

  • Flying Dutchman
    schedule 25 აპრ 2025, 14:20
    #5

    ერთი ორჯერ ათამაშებს სეზონის ბოლოს ლა ლიგაში

  • Vamsdreini.1
    schedule 25 აპრ 2025, 14:05
    #4

    წელს ყველა თამაშში შესნი უნდა იდგეს, ახლა ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ექსპერიმენტების დრო არ არის, თუ მაინცდამაინც ვალიადოლიდთან დაყენება შეიძლება.

  • Volina2123
    schedule 25 აპრ 2025, 13:25
    #3

    ratit, ვერა

  • ratit
    schedule 25 აპრ 2025, 13:23
    #2

    ქართული კომენტარით ვერსად ვერ ვუყურებ ხო ამ თამაშს?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 25 აპრ 2025, 13:08
    #1

    შესნი – კუბარსი, ინიგო, კუნდე, ფორტი – დე იონგი, პედრი – რაფინია, ოლმო, იამალი – ტორესი