workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პედრი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ოფიციალურად: პედრი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

“ბარსელონას” ვარსკვლავი პედრი ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პედრიმ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია), ხავი პუადოს (ესპანიოლი), სერჟი დარდერსა (მალიორკა) და ხულიან ალვარესს (ატლეტიკო) აჯობა.

“ბარსამ” აპრილის თვე ლა ლიგაში კვლავ წაუგებლად განვლო, რაშიც 22 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა. “ბლაუგრანამ” “ლეგანესი”, “სელტა” და “მალიორკა” დაამარცხა, “ბეტისთან” კი ფრე ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2025, 18:34
    #9

    ისე კი ვგრძნობდით რო საუკეთესო იყო, ახლა ოფიციალურადაც დამტკიცდა რო არ ვცდებოდით. მიდი პედრი ოქროს ბურთის კანდიდატებში ხარ რაფინიასთან, იამალთან და ლევანდოვსკისთან ერთად და იმედია როგორც 2012-ში პირველი სამი ადგილი ბარსელონელებს შეხვდებათ. როგორც მაშინ მესი, ჩავი, ინიესტას.

  • Dina Khukhunaishvili
    schedule 25 აპრ 2025, 12:57
    #8

    ძაან აგვიანებთ სიახლეებს, ეგ ამბავი 3 დღის წინ გაოფიციალურდა უკვე და ყველაზე ბოლოს აქ დაწერეს smile

  • Vamsdreini.1
    schedule 25 აპრ 2025, 09:43
    #7

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: Vamsdreini.1
    წელს ბარსას ლიდერი არის პედრი, ამის გარეშე ჩვეულებრივი ბილბაო ან ნოტინგემ ფორესტერი ვართ, საწყისი ტურების მერე რაც პედრი დადგა და ფორმა აკრიფა ამაზე სტაბილური, ლამაზად მოთამაშე და ჰაიკლასის მე არ ვიცი რა, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ოქროს ბურთი პედრის ეკუთვნის.


    ეეე ნოტინგემ ფორესტ-ს რას ერჩი? 🤣🤣მშვენიერი გუნდია


    დინამო რომ კონფერენც ლიგაზე მინიმუმ 1/4 ფინალში გავიდეს ეგეთი რამე გააკეთა ახლა მაგათმა, ანუ 80-იანი წლების მერე ერთხელ 💩 აყვავდა რა 😂😂😂

  • jacky iakovenko
    schedule 25 აპრ 2025, 09:14
    #6

    ციტატა: Vamsdreini.1
    წელს ბარსას ლიდერი არის პედრი, ამის გარეშე ჩვეულებრივი ბილბაო ან ნოტინგემ ფორესტერი ვართ, საწყისი ტურების მერე რაც პედრი დადგა და ფორმა აკრიფა ამაზე სტაბილური, ლამაზად მოთამაშე და ჰაიკლასის მე არ ვიცი რა, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ოქროს ბურთი პედრის ეკუთვნის.


    ეეე ნოტინგემ ფორესტ-ს რას ერჩი? 🤣🤣მშვენიერი გუნდია

  • Vamsdreini.1
    schedule 25 აპრ 2025, 02:00
    #5

    წელს ბარსას ლიდერი არის პედრი, ამის გარეშე ჩვეულებრივი ბილბაო ან ნოტინგემ ფორესტერი ვართ, საწყისი ტურების მერე რაც პედრი დადგა და ფორმა აკრიფა ამაზე სტაბილური, ლამაზად მოთამაშე და ჰაიკლასის მე არ ვიცი რა, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ოქროს ბურთი პედრის ეკუთვნის.

  • Rick Sanchez
    schedule 25 აპრ 2025, 01:54
    #4

    მამარდას გამო ცოტა კი მეწყინა, მაგრამ პედრი იმსახურებდა. სასწაული ბიჭია. მახსოვს ჯერ კიდევ 2021-22 ში ვწერდი აქ, სევილიას რომ გოლი გაუტანა, იმჟამინდელი გუნდის ჩემი უსაყვარლესი მოთამაშეათქო, დღემდე ასეა, ძალიან შემაყვარა თავი ამ ჯადოქარმა და იმედი მაქვს კიდევ დიდხანს ითამაშებს ლურჯბროწეულისფერი მაისურით.

  • me da barca
    schedule 25 აპრ 2025, 01:32
    #3

    რამხელაცაა იმხელა ოქროა.

    ოფიციალურად ვალიადოლიდი გავარდა.
    ბარსა შეხვდება ფაქტიურად სეგუნდას გუნდს
    ბარსას აქვს ბურთების სხვაობა +57, ვალიადოლიდს -57

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 25 აპრ 2025, 00:43
    #2

    თვის კიარა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია ჩემი აზრით

  • Mascerano
    schedule 25 აპრ 2025, 00:35
    #1

    გაუჭირდებოდა