workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი: პედრისთან ერთად თამაში ფუფუნებაა

გავი: პედრისთან ერთად თამაში ფუფუნებაა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა გავიმ “მალიორკასთან” შეხვედრის (1-0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფატისა და ფორტის გამო ბედნიერი ვარ. მათ დიდი ხანია, არ უთამაშიათ. ისინი ჩემი ძმები არიან. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა.

“მალიორკას” მეკარე შესანიშნავი იყო. ბევრი შანსი გვქონდა, მეტი უნდა გაგვეტანა.

ჩემთვის პედრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, თუ საუკეთესო არა. მასთან ერთად თამაში ფუფუნებაა.

შაბათს დიდი ფინალი გვაქვს და ეს გამარჯვება რიტმის შესანარჩუნებლად საჭირო იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • jacky iakovenko
    schedule 23 აპრ 2025, 22:28
    #9

    პედრი ლალიგის თვის ფეხბურთელი გახდა

  • me da barca
    schedule 23 აპრ 2025, 19:43
    #8

    ფლეშკორზე პედრის ფასი 124.2 მილიონი წერია. თავის დროზე კი კაპიკებშია თითქმის ნაყიდი. ასეთი ჭკვიანური ტრანსფერი ბარსასგან ბევრი არ მახსენდება. რამხელაც არის იმხელა ტვინია, ზოგიერთი კი შეშა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 23 აპრ 2025, 17:01
    #7

    გავი საყრდენზე არ იყო ცუდი გუშინ. ჩემი აზრით საყრდენის ყიდვის საჭიროება აღარ გვაქვს ამ ეტაპზე. არის დე იონგი, არის ბერნალი, არის კასადო, გავი, გერსიასაც შეუძლია თამაში და ასე თუ ისე, შევსებულია გუნდში ეგ პოზიცია, თან ზუბიმენდის მეტი არავინ მეგულება ბარსას ტიპის საყრდენი ბაზარზე. მარცხენა ვინგერის და ფორვარდის მოყვანაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვინგერზე ნიკოს და სიმონსს განვიხილავდი, ფორვარდზე გიოკერეში, ისაკი და შეშკო მომდის თავში

  • nika 54
    schedule 23 აპრ 2025, 16:10
    #6

    ციტატა: Dina Khukhunaishvili
    Ისეთ პასებს უფუჭებენ პედრის გული დაგეწვება expressionless


    იამალი მესი არ არისო კაპელომ თქვა ორი დღის წინ. მართალია ეს კაცი. იამალს მესის ნახევარი არა აქვს კარში დარტყმების ნიჭი. გუშინ რა პასი მიიღო პედრისგან ერთი-ერთზე მეკარესთან და რა ქნა? უბრალოდ მეკარეს მოარტყა. მესი მანდ თავზე გადაუგდებდა ბურთს. გასაგებია რომ ახალგაზრდაა, მაგრამ ამ ასაკში იმდენი ხანია ძირითადშია, რო კარში დარტყმა უნდა ესწავლა. ხო მართლა ლეოს პირველი გოლი გამახსენდა, რონალდინიომ რო უპასა და მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ მე მგონი ოფსაიტი მისცეს. და მაინც იმავე თამაშში ისევ იმ პოზიციიდან ისევ თავზე გადაუგდო, უკვე არა ოფსაიტიდან. იამალი ისტერიკებს მოეშვას როცა ცვლიან, და კარში დარტყმებზე ივარჯიშოს თუ მართლა ლეოს გზას უნდა მიყვეს.

  • Rick Sanchez
    schedule 23 აპრ 2025, 16:04
    #5

    პედრიმ რა პასი დაუხატა ლამინს და იმან როგორ ვერ შეაგდო.. ძაან გავბრაზდი მაგაზე.

  • Bero10017
    schedule 23 აპრ 2025, 14:53
    #4

    რასაც პედრი აკეთებს რავიცი რა ვთქვა, საოცრებებს ჩადის და იმის 40%-იც კი რო დაუფასონ რასაც აკეთებს, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდანტი იქნებოდა… ჩემთვის ეხლაც პედრი იმსახურებს ოქროს ბურთს, მიუხედავად იმისა რომ სტატისტიკა "ხელს არ უწყობს". ამ ბარსელონას მთავარი საიდუმლო გასაღები მაინც პედრია… იამალის, რაფინიას გარეშეც იგებს გუნდი, მაგრამ აი პედრის გარეშე სულ სხვა სიტუაცია იქმნება….

  • Albicelecte
    schedule 23 აპრ 2025, 14:20
    #3

    ციტატა: C.PC5
    გავი კაი ბიჭი ხარ, ტრავმიდან დაბრუნების მერე სულ უმატებს და მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ძირთადის კაცი როარაა ამ წუთას თვითონაც იცის, მაგრამ ჯერ კიდე არაა ამის პოტენციალი ბოლომდე ათვისებული ასე მგონია, კიდე მოუმატებს და ძირითადშიც დაიბრუნებს ადგილს.


    ისეთი, ვისაც 100% ძირითადის მოთამაშედ ჩავთვლით, პედრი და ლამინია, კიდევ ბებერი ლევანა და რაფინია (მაინც ერთ-ერთი კაპიტანი);
    ძირითად გუნდში 26 კაცია, მხოლოდ 4 კაცს აქვს გარანტირებული ადგილი, მაღალია კონკურენცია, განსაკუთრებით შუა ხაზზე;
    20 წლის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, თუმცა დაბრუნდა და საკმაოდ კარგადაც;
    მე გავის მომავალში კაპიტნის სამკლაურით ვხედავ და ამისთვის ყველა თვისება აქვს

  • C.PC5
    schedule 23 აპრ 2025, 13:35
    #2

    გავი კაი ბიჭი ხარ, ტრავმიდან დაბრუნების მერე სულ უმატებს და მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ძირთადის კაცი როარაა ამ წუთას თვითონაც იცის, მაგრამ ჯერ კიდე არაა ამის პოტენციალი ბოლომდე ათვისებული ასე მგონია, კიდე მოუმატებს და ძირითადშიც დაიბრუნებს ადგილს.

  • Dina Khukhunaishvili
    schedule 23 აპრ 2025, 13:31
    #1

    Ისეთ პასებს უფუჭებენ პედრის გული დაგეწვება expressionless